11:05 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
ფოტო

ღამე წითელ პლანეტაზე: ვერტმფრენი Ingenuity მარსზე დაჯდა - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
91 0 0
  • ვერტმფრენი Ingenuity მარსის ზედაპირზე მარსმავალი Perseverance-დან გადაჯდა
  • მარსმავალი Perseverance ვერტმფრენის დამცველ ფარს იხსნის დაჯდომის დროს
  • Ingenuity წარმატებით გაუმკლავდა პირველ ღამეს მარსზე, რა დროსაც ექსტრემალური ყინვა იყო
  • ტემპერატურა წითელ პლანეტაზე მინუს 90 გრადუსამდე ეცემა
  • ორ კილოზე მსუბუქ კომპაქტურ აპარატზე მკვლევარები დიდ იმედებს ამყარებენ
  • ვერტმფრენის გამოცდები უჩვენებს, შესაძლებელია თუ არა მარსის ატმოსფეროში ფრენა
  • ახლო მომავალში ვერტმფრენს დამატებითი ტესტები ჩაუტარდება
  • შემდეგ კი Ingenuity პირველად გაფრინდება
ვერტმფრენი Ingenuity მარსის ზედაპირზე მარსმავალი Perseverance-დან გადაჯდა

პირველი მარსული ვერტმფრენი Ingenuity მარსზე დაეშვა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში კოსმოსური მისიის სურათები

NASA-ს მიერ შექმნილი მინი ვერტმფრენი წარმატებით დაეშვა წითელი პლანეტის ზედაპირზე და პირველი გაფრენისათვის ემზადება. კოსმოსურმა სააგენტომ უნიკალური მოვლენის პირველი ფოტოები გაავრცელა.

ზემსუბუქი საფრენი აპარატი მიმაგრებული იყო მარსმავალზე სახელწოდებით Perseverance, რომელიც მარსზე 18 თებერვალს დაჯდა. 400 მილიონი კილომეტრის შემდეგ ის მოწყდა გადამზიდს და წითელ პლანეტაზე დაეშვა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები