წინასაახალწლოდ ბაზრებში განსაკუთრებით ხშირად შეხვდებით ხორცეულს – ღორის, საქონლის თუ ფრინველისას. აქ ასევე იყიდება სხვადასხვა სახეობის თევზი. ქართული კერძების დიდ ნაწილს სწორედ ხორცით ამზადებენ, ამიტომ ეს გასაკვირი არაა. ქალაქის მკვიდრები აქტიურად ემზადებიან ახალი წლისთვის, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისისა. მთავარი ხომ ოპტიმისტური განწყობაა, განსაკუთრებით, ახალი წლის შეხვედრისას.
© Sputnik / STRINGERბაზრებში, ღორის ხორცის გარდა, შესაძლებელია მისი თავის ყიდვაც
ბაზრებში, ღორის ხორცის გარდა, შესაძლებელია მისი თავის ყიდვაც
© Sputnik / STRINGERქართული კერძების დიდი ნაწილი ხორცით მზადდება
ქართული კერძების დიდი ნაწილი ხორცით მზადდება
© Sputnik / STRINGERმსურველები ასევე ყიდულობენ ქათმისა და ინდაურის ხორცს
მსურველები ასევე ყიდულობენ ქათმისა და ინდაურის ხორცს
© Sputnik / STRINGERთევზიც არანაკლედ მოთხოვნადია. ახალი წლის წინა დღეებში დახლებზე უამრავი სახეობის თევზი ჩნდება
თევზიც არანაკლედ მოთხოვნადია. ახალი წლის წინა დღეებში დახლებზე უამრავი სახეობის თევზი ჩნდება
© Sputnik / STRINGERსაახალწლო სუფრა რომ კარგი გამოვიდეს, ხშირად ამისათვის ფულს აგროვებენ ხოლმე
საახალწლო სუფრა რომ კარგი გამოვიდეს, ხშირად ამისათვის ფულს აგროვებენ ხოლმე
© Sputnik / STRINGERაქ ფასებიც საახალწლოა, თუმცა კრიზისის პირობებში ფასები არა მხოლოდ საახალწლოდ გაიზარდა
აქ ფასებიც საახალწლოა, თუმცა კრიზისის პირობებში ფასები არა მხოლოდ საახალწლოდ გაიზარდა
© Sputnik / STRINGERგოჭები დახლზე. მათ წვავენ და მთლიანად ათავსებენ სუფრაზე
გოჭები დახლზე. მათ წვავენ და მთლიანად ათავსებენ სუფრაზე
© Sputnik / STRINGERფასები საახალწლოა, თუმცა ჩვეულისგან ძალიან არ განსხვავდება
ფასები საახალწლოა, თუმცა ჩვეულისგან ძალიან არ განსხვავდება
© Sputnik / STRINGERტკბილეული ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით - ჩურჩხელა
ტკბილეული ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით - ჩურჩხელა
© Sputnik / STRINGER აქვე იყიდება ჩიჩილაკებიც
აქვე იყიდება ჩიჩილაკებიც
© Sputnik / STRINGERდა, რაღა თქმა უნდა, მწვანილი, რომელიც ყველა კერძს უფრო არომატულს ხდის
და, რაღა თქმა უნდა, მწვანილი, რომელიც ყველა კერძს უფრო არომატულს ხდის
© Sputnik / STRINGERმწნილები - მათი ადგილი ყველა სუფრაზეა გამოყოფილი
მწნილები - მათი ადგილი ყველა სუფრაზეა გამოყოფილი
© Sputnik / STRINGERადამიანები ბაზარში დილიდანვე მიდიან, რათა თავი აარიდონ რიგებს და ჭყლეტას
ადამიანები ბაზარში დილიდანვე მიდიან, რათა თავი აარიდონ რიგებს და ჭყლეტას
© Sputnik / STRINGER თუმცა რთული სათქმელია, რომ ბაზრები ხალხით არის გადავსებული
თუმცა რთული სათქმელია, რომ ბაზრები ხალხით არის გადავსებული
© Sputnik / STRINGERკორონავირუსის საფრთხის გამო ადამიანები პირბადეებს იყენებენ და იცავენ დისტანციას
კორონავირუსის საფრთხის გამო ადამიანები პირბადეებს იყენებენ და იცავენ დისტანციას