მთელ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ამ მხრივ ევროპის ქვეყნებში ლიდერობენ საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. იხილეთ ფოტოკადრები, როგორ ცდილობენ ეს სახელმწიფოები კორონავირუსთან გამკლავებას. ამავდროულად ევროპაში გრძელდება საპროტესტო აქციები დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ.
© AP Photo / Paul Whiteმადრიდის ასაკოვანი მკვიდრები პირბადეებით ბანქოს თამაშობენ ღია ცის ქვეშ
1/20
© AP Photo / Paul White
მადრიდის ასაკოვანი მკვიდრები პირბადეებით ბანქოს თამაშობენ ღია ცის ქვეშ
© AP Photo / Matthias Schraderასე გამოიყურება ერთ-ერთი ტერმინალი მიუნხენის აეროპორტში კორონავირუსის პანდემიის დროს
2/20
© AP Photo / Matthias Schrader
ასე გამოიყურება ერთ-ერთი ტერმინალი მიუნხენის აეროპორტში კორონავირუსის პანდემიის დროს
© AP Photo / Matt Dunhamლონდონელები პირბადეებით მიდიან ქუჩაში. ქალაქში ყველგან განთავსებულია ბანერები, რომლებიც სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ
3/20
© AP Photo / Matt Dunham
ლონდონელები პირბადეებით მიდიან ქუჩაში. ქალაქში ყველგან განთავსებულია ბანერები, რომლებიც სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ
© AP Photo / Michael Sohnგერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პანდემიის დროს ონლაინ-კონფერენციაზე. გერმანიაში უკვე 944 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც ისე დიდია, მეზობელ ქვეყნებში ამ მაჩვენებელმა 14 ათასს გადააჭარბა
4/20
© AP Photo / Michael Sohn
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პანდემიის დროს ონლაინ-კონფერენციაზე. გერმანიაში უკვე 944 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც ისე დიდია, მეზობელ ქვეყნებში ამ მაჩვენებელმა 14 ათასს გადააჭარბა
© AP Photo / Antonio Calanni„პისიარ“ ტესტირება იტალიის ჩრდილოეთში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში, რომელიც COVID-19-თან საბრძოლველ ცენტრად იქცა. იტალიაში დარეგისტრირებულია ინფიცირების დაახლოებით 1,5 მილიონი შემთხვევა და 50 ათასზე მეტი სიკვდილი
5/20
© AP Photo / Antonio Calanni
„პისიარ“ ტესტირება იტალიის ჩრდილოეთში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში, რომელიც COVID-19-თან საბრძოლველ ცენტრად იქცა. იტალიაში დარეგისტრირებულია ინფიცირების დაახლოებით 1,5 მილიონი შემთხვევა და 50 ათასზე მეტი სიკვდილი
© AP Photo / Michael Probstასე სეირნობენ ფრანკფურტის პარკში პანდემიის დროს
6/20
© AP Photo / Michael Probst
ასე სეირნობენ ფრანკფურტის პარკში პანდემიის დროს
© AP Photo / Emilio Morenattiექიმები ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ
7/20
© AP Photo / Emilio Morenatti
ექიმები ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ
© AP Photo / Manu Fernandezქუჩაში პირბადეებს იყენებენ მადრიდის მკვიდრებიც. ამ ქვეყანაში დაინფიცირების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 1,5 მილიონს, ხოლო სიკვდილიანობის რაოდენობა 43 ათასს უახლოვდება
8/20
© AP Photo / Manu Fernandez
ქუჩაში პირბადეებს იყენებენ მადრიდის მკვიდრებიც. ამ ქვეყანაში დაინფიცირების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 1,5 მილიონს, ხოლო სიკვდილიანობის რაოდენობა 43 ათასს უახლოვდება
© AP Photo / Matt Dunhamდიდ ბრიტანეთში 1,5 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა, 55 ათასზე მეტი უკვე გარდაიცვალა
9/20
© AP Photo / Matt Dunham
დიდ ბრიტანეთში 1,5 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა, 55 ათასზე მეტი უკვე გარდაიცვალა
© AP Photo / Matt Dunhamმიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა, ლონდონში საშობაო მზადება მიდის, თუმცა, ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს სადღესასწაულო განწყობა
10/20
© AP Photo / Matt Dunham
მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა, ლონდონში საშობაო მზადება მიდის, თუმცა, ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს სადღესასწაულო განწყობა
© AP Photo / Manu Fernandezესპამნეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ იანვრიდან ქვეყანაში დაიწყება ვაქცინაცია. მანამდე მადრიდის მკვიდრები თავს პირბადეებით იცავენ
11/20
© AP Photo / Manu Fernandez
ესპამნეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ იანვრიდან ქვეყანაში დაიწყება ვაქცინაცია. მანამდე მადრიდის მკვიდრები თავს პირბადეებით იცავენ
© AP Photo / Emilio Morenattiმედდა მარტა ფერნანდესი საკუთარ პაციენტთან, 94 წლის მარია ტერეზა არგულოსთან პალატაში. ყველაზე საშინელი ამ პანდემიაში ისაა, თუ როგორ ებრძვიან პაციენტები მას მარტოდმარტო. ყველაზე რთული კი იმის ყურებაა, როგორ ტოვებს მათ სიცოცხლე მარტოობაში“, - ამბობს ფერნანდესი
12/20
© AP Photo / Emilio Morenatti
მედდა მარტა ფერნანდესი საკუთარ პაციენტთან, 94 წლის მარია ტერეზა არგულოსთან პალატაში. ყველაზე საშინელი ამ პანდემიაში ისაა, თუ როგორ ებრძვიან პაციენტები მას მარტოდმარტო. ყველაზე რთული კი იმის ყურებაა, როგორ ტოვებს მათ სიცოცხლე მარტოობაში“, - ამბობს ფერნანდესი
© AP Photo / Manu Fernandezამავდროულად, მადრიდის ქუჩებში სოციალურ დისტანციას მკაცრად იცავენ
13/20
© AP Photo / Manu Fernandez
ამავდროულად, მადრიდის ქუჩებში სოციალურ დისტანციას მკაცრად იცავენ
© AP Photo / Fabian Sommerთუმცა ყველა არ ეთანხმება შეზღუდვებს და არ სურთ მათ დაემორჩილონ. ფოტოზე - ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ბერლინში
14/20
© AP Photo / Fabian Sommer
თუმცა ყველა არ ეთანხმება შეზღუდვებს და არ სურთ მათ დაემორჩილონ. ფოტოზე - ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ბერლინში
© AP Photo / Fabian Sommerშეზღუდვებისა და აკრძალვების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მათი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა, გერმანია
15/20
© AP Photo / Fabian Sommer
შეზღუდვებისა და აკრძალვების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მათი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა, გერმანია
© AP Photo / Laurent Ciprianiსაპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთშიც. ამ ქვეყანაში უკვე 2,2 მილიონამდე დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 50 ათასამდე ადამიანი. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი შეზღუდვების წინააღმდეგია. ფოტოზე - აქცია ლიონში
16/20
© AP Photo / Laurent Cipriani
საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთშიც. ამ ქვეყანაში უკვე 2,2 მილიონამდე დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 50 ათასამდე ადამიანი. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი შეზღუდვების წინააღმდეგია. ფოტოზე - აქცია ლიონში
© AP Photo / Laurent Ciprianiმიტინგის მონაწილეები ლიონში აპროტესტებენ ბარების, რესტორნების, მაღაზიებისა და ღამის კლუბების დაკეტვას
17/20
© AP Photo / Laurent Cipriani
მიტინგის მონაწილეები ლიონში აპროტესტებენ ბარების, რესტორნების, მაღაზიებისა და ღამის კლუბების დაკეტვას
© AP Photo / Laurent Ciprianiამასთან, მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა, ყველა დემონსტრანტი არ იყენებს პირბადეს
18/20
© AP Photo / Laurent Cipriani
ამასთან, მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა, ყველა დემონსტრანტი არ იყენებს პირბადეს
© AP Photo / Michael Sohnხოლო პოლიციელები, რომლებიც წესრიგის დამყარებას ცდილობენ, პირბადეებსა და რესპირატორებს იყენებენ. ფოტოზე - გერმანიის სპეცრაზმი
19/20
© AP Photo / Michael Sohn
ხოლო პოლიციელები, რომლებიც წესრიგის დამყარებას ცდილობენ, პირბადეებსა და რესპირატორებს იყენებენ. ფოტოზე - გერმანიის სპეცრაზმი
© AP Photo / Matthias Schraderფოტოზე ლაბორატორიის თანამშრომელი უჩვენებს ექსპრეს-ტესტს მიუნხენის აეროპორტში. ამ ტესტებს საექსპერიმენტო რეჟიმში გამოიყენებს კომპანია ლუფთჰანზა მიუნხენსა და ჰამბურგს შორის რეისების მგზავრების შესამოწმებლად
20/20
© AP Photo / Matthias Schrader
ფოტოზე ლაბორატორიის თანამშრომელი უჩვენებს ექსპრეს-ტესტს მიუნხენის აეროპორტში. ამ ტესტებს საექსპერიმენტო რეჟიმში გამოიყენებს კომპანია ლუფთჰანზა მიუნხენსა და ჰამბურგს შორის რეისების მგზავრების შესამოწმებლად