10:35 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ფოტო

თბილისის ქუჩები და კორონავირუსი: როგორ შეიცვალა ქალაქი - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
255 0 0
  • თბილისის გზებზე უკვე დადიან ავტომობილებიც და ქვეითებიც
  • ველოსიპედისტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ისინი ცოტანი მაინც არ არიან. ველობაიკერები ჯგუფებად იკრიბებიან და ერთად სეირნობენ
  • ადამიანები უკვე დაიღალნენ შეზღუდვებით, აკრძალვებითა და საგანგებო მდგომარეობის პირობებით, რაც უკვე მეორე თვეა გრძელდება
  • თბილისში უკვე საკმაოდ თბილი ამინდებია, აქ ნამდვილი გაზაფხული დადგა
  • მაგრამ, ასეთ კარგ ამინდშიც კი, ქალაქის სკვერები ცარიელია
  • გზებზე კვლავ გამეფდა ავტომობილების უწყვეტი ნაკადი
  • მაგრამ იქ, სადაც მოძრაობა არც ისე ინტენსიურია, ველოსიპედისტები განაგრძობენ სივრცისათვის ბრძოლას
  • ხანდახან, როდესაც გზის მონაკვეთზე მანქანები არ ჩანს, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქუჩებში მხოლოდ ველოსიპედისტები და ბაიკერები არიან
  • ორთვლიანი ტრანსპორტის ეკონომიურობა და პრაქტიკულობა ადამიანებმა არა ბუნების სიყვარულით, არამედ კრიზისის პირობებში ცხოვრებით დააფასეს
  • თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისსა და ბათუმში აქტიურად განვითარდება ელექტროსკუტერების გაქირავების სერვისი - მათით სარგებლობა ახლა საათობრივი გადახდით იქნება შესაძლებელი
  • პარკინგებზე, სადაც ადრე ავტომობილები იდგა, ახლა ველოსიპედებიც გამოჩნდა
  • მზიანი და თბილი ამინდის გამო ადამიანებს კორონავირუსის საფრთხე გადაავიწყდათ. ქუჩებში ახლა გამვლელების უმეტესობა პირბადის გარეშე დადის
  • ქალაქის მცხოვრებთაგან ზოგიერთი ქუჩაში ძაღლების საკვებს ტოვებს. ასე ცდილობენ ადამიანები კრიზისის დროს მიტოვებულ ცხოველებზე ზრუნვას. ეს ფოტო გადაღებულია კოტე აფხაზის ქუჩაზე
  • ორბელიანის ცარიელი მოედანი. აქ ახალი ტურისტული ცენტრი მოეწყო, გაიხსნა ბევრი ახალი დაწესებულება, თუმცა ახლა აქ ხალხი არ დადის, რესტორნები და კაფეები დაკეტილია
  • თავისუფლების მოედანზეც კი, სადაც უამრავი მანქანა გადაადგილდება, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა
  • ვახტანგ გორგასლის ძეგლი, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს მეტეხის ეკლესიის ეზოდან. ის თითქოს მოგვმართავს, რომ ქალაქმა, ხანგრძილი ისტორიის განმავლობაში, უამრავ გამოცდას გაუძლო, და ის ამჯერადაც შეძლებს პრობლემასთან გამკლავებას
© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისის გზებზე უკვე დადიან ავტომობილებიც და ქვეითებიც

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, დედაქალაქში მრავლად არიან ველოსიპედისტები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, რა შეცვალა კორონავირუსთან ბრძოლის გამო მიღებულმა ზომებმა

თბილისის ქუჩებში საკმაოდ ბევრი მანქანაა, თუმცა ველოსიპედისტების რაოდენობაც არანაკლებია. ქუჩებში ხშირად იხილავთ გაჩერებულ ველოსიპედებს. თბილისის მერიამ ახალი მომსახურება აამოქმედა - ახლა შესაძლებელია ელექტროსკუტერის ქირაობა, მაგრამ ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, ამ სერვისისათვის არსებული საფასური საკმაოდ მაღალია.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები