06:59 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
ფოტო

როგორ კვდებიან BMW-ები: დამტვრეული ავტომობილების „სასაფლაო“ თბილისის ცენტრში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
154 0 0
  • ქალაქის ცენტრში ამ სურათის დანახვა ყველასთვის მოულოდნელია
  • მარცხენა სანაპიროზე სასეირნოდ გამოსული ადამიანები BMW-ს მარკის პრესტიჟული და პოპულარული ავტომობილების სასაფლაოს აწყდებიან
  • ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით საზარელი სანახავია. ასეთი ავტომობილები ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა
  • ეს ყველაფერი ხდება სანაპიროზე, იუსტიციის სახლის უკან, რომელიც სურათში ფონად მოჩანს
  • ოდესღაც პრესტიჟული მანქანებისგან თითქმის აღარაფერი დარჩა
  • ყველაზე ძვირადღირებული - ძრავები და ტრანსმისიები უკვე მოხსნილია ყველა მათგანიდან
  • ზოგიერთი მათგანი ნაგვისა და ძველი საბურავების საწყობად იქცა
  • შენობა, რომლის სადგომზეც ეს ავტომობილებია განლაგებული, მსგავსი ბედი ეწია. საბჭოთა დროში აქ ფუნქციონირებდა მედიცინის მუშაკთა კულტურის სახლი, თუმცა ახლა ის არ გამოიყენება
  • მის სიახლოვეს დღეში ასობით ადამიანი გადის. სადგომთან განთავსებულია ავტობუსის გაჩერება, ოდნავ ზემოთ კი - საცხოვრებელი სახლები
  • ავტომობილები კი ღია ცის ქვეშ განაგრძობენ „სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ“
  • ხანდახან მათ ავტოსერვისის ხელოსნები იყენებენ - როდესაც მათგან რომელიმე საღი დეტალი ჭირდებათ
  • ზოგიერთი დამტვრეული ავტომობილი სწორედ ამიტომ გამოიწერეს აშშ-დან. არავინ აპირებდა მათ აღდგენას
  • რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილების ახალი დეტალები ძალიან ძვირი ღირს, მეორადის შეძენა კი - გაცილებით ხელსაყრელია ყველასთვის
  • ამიტომ დამტვრეული მანქანებიდან გადარჩენილ დეტალებს პერიოდულად ხსნიან
  • ზოგიერთ ავტომობილზე მოსახსნელიც აღარაფერია, მათგან მხოლოდ ძარა დარჩა
  • კულტურის სახლის შენობას სიცოცხლის ნიშანწყალს ავტომობილების ხელოსნები უნარჩუნებენ
  • დროთა განმავლობაში აქ ყველაფერს მტვერი ფარავს
  • ალბათ, 10-15 წლის წინ ვიღაცას ასეთ ავტომობილზე ოცნებები არ აძლევდა მოსვენებას
  • ახლა კი აქ დგას უპატრონოდ, ძრავისა და სხვა დეტალების გარეშე
  • ყოფილი კულტურის სახლის შენობამ კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია შეიძინა. მართალია, არავის ჭირდება შენობა უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ოთახითა და სააქტო დარბაზით, თუმცა მისი სახურავი მობილური კავშირის ანტენებისათვის გამოიყენება
  • დრო კი მიდის... უკვე ზამთარიც იწურება, მალე გაზაფხულის თბილი ამინდები მოვა. ხეები შეიფოთლება და აშრიალდება, მაგრამ დაჟანგებული ავტომობილები, უფრო სწორად, რაც მათგან დარჩა, ასე იდგებიანაქ გაურკვეველი დროის განმავლობაში
© Sputnik / Alexander Imedashvili
ქალაქის ცენტრში ამ სურათის დანახვა ყველასთვის მოულოდნელია

თბილისის ცენტრში, სანაპიროზე BMW მარკის უამრავ დამტვრეულ ავტომობილს იხილავთ. ალბათ ყველასთვის მოულოდნელია მსგავსი სურათის ნახვა ქალაქის ცენტრში. მიუხედავად ამისა, წარსულში საკმაოდ პრესტიჟული და პოპულარული მანქანები ღია ცის ქვეშ ჟანგდება და ლპება.

დამტვრეული ავტომობილები დგას პარკინგზე შენობასთან, სადაც საბჭოთა დროს მედიცინის მუშაკთა კულტურის სახლი იყო განთავსებული. ეს შენობა სსრკ-ის დაშლის შემდეგ ცოტა ხნით გამოიყენებოდა, 90-იანებში აქ იმართებოდა როკ-კონცერტები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. თუმცა ახლა, როგორც ძველი BMW-ები, ეს შენობაც ყველასგან მივიწყებულია.

შენობის ეზოში განთავსებულია ავტოსერვისი. როგორც ჩანს, ხელოსნები ძველი ავტომობილების დეტალებს სათადარიგოდ იყენებენ და სწორედ ამიტომ დააყენეს დამტვრეული ავტომანქანები შენობის ფასადის მხარეს სადგომზე.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები