20:27 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ფოტო

თბილისი „მის და მისტერ პლანეტა 2019“ მეხუთე კონკურსისთვის ემზადება

მოკლე ბმულის მიღება
123 0 0
  • თბილისი „მის და მისტერ პლანეტა 2019“ მეხუთე კონკურსისთვის ემზადება
  • კონკურსი მეხუთედ იმართება და ის აერთიანებს ნიჭიერ მოდელებს მთელი მსოფლიოდან
  • რიგით მეხუთე ღონისძიებაზე საქართველოში მონაწილეები 15 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ
  • თბილისის გარდა, პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს ღვინის სამშობლო - კახეთი
  • ისინი კახეთში გაეცნენ ქართულ სამზარეულოს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს
  • მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ეროვნული კოსტიუმების ტური
  • გარდა ეროვნული კოსტიუმებისა, მონაწილეები მაყურებელს უჩვენებენ საღამოს სამოსს და საცურაო კოსტიუმებს
  • ასევე უჩვენებენ საკუთარ უნარებსა და ნიჭს
  • კონკურსანტებისათვის სამოსზე ცნობილმა დიზაინერმა პატუნა ბუშიჰედმა იმუშავა
  • დასკვნითი ღონისძიება 19 ოქტომბერს თბილისში გაიმართება
  • კონკურსის სტუმრებისათვის და მონაწილეებისათვის საღამოზე იმღერებენ ვერიკო ტურაშვილი და მარკუს მეტრეველი
  • პირველად კონკურსი 2015 წელს ჩატარდა, როდესაც Miss Planet-ის პრეზიდენტმა ირინა პაპაზოვამ კონკურსანტების ფინალური დაპირისპირებისათვის თბილისი აირჩია
© Sputnik / Alex Shlamov
თბილისი „მის და მისტერ პლანეტა 2019“ მეხუთე კონკურსისთვის ემზადება

საქართველოში უკვე მეხუთედ იმართება ნიჭისა და სილამაზის კონკურსი „მის და მისტერ პლანეტა“. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობს კონკურსისათვის მზადება.

ფინალისტები 15 ქვეყნიდან თბილისს ეწვივნენ, რათა საკუთარი ნიჭი და სილამაზე უჩვენონ. მონაწილეები საქართველოდან, ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვა ქვეყნებიდან მაყურებლის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა სამოსით და საღამოსთვის მომზადებულ ნომრებს უჩვენებენ.

კონკურსის ფარგლებში მოდელები, ასევე სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები უკვე ესტუმრნენ კახეთს, სადაც ადგილობრივ სამზარეულოს და ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

ერთი კვირის განმავლობაში ისინი მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში: ეროვნული სამოსის ტური, ექსკურსიები, ფოტოსესიები, ჟურნალისტებთან შეხვედრები.

კონკურსის ფინალური შოუ 19 ოქტომბერს თბილისში შედგება. პროექტის მონაწილეები წარმოადგენენ ცნობილი ქართველი დიზაინერის პატუნა ბუშიჰედის სამოსს. შოუზე იმღერებენ ქართველი მომღერლები ვერიკო ტურაშვილი და მარკუს მეტრეველი.

პირველად კონკურსი 2015 წელს ჩატარდა, როდესაც Miss Planet-ის პრეზიდენტმა ირინა პაპაზოვამ კონკურსანტების ფინალური დაპირისპირებისთვის თბილისი აირჩია.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები