05:08 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ფოტო

ინდოეთი არეულობის გამო ქაშმირში ჯარებს გზავნის – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
133 0 0
  • ინდოეთის მთავრობამ ჯამუსა და ქაშმირში დაახლოებით 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა
  • ჯამში ინდოეთის ჯარის ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონში 43 ათასს აჭარბებს
  • ჯარების გადაგზავნა განპირობებულია რეგიონში მდგომარეობის სავარაუდო დაძაბვით, რაც მისი „განსაკუთრებული სტატუსის“ გაუქმებასთანაა კავშირში
  • მანამდე ინდოეთის მთავრობამ მზაფყოფნა გამოტქვა ქვეყნის კონსტიტუციაში მუხლის გაუქმებაზე, რომელიც ჯამუსა და ქაშმირის „განსაკუთრებული სტატუსის“ გარანტიას იძლეოდა
  • ამასთან დაკავშირებით ქაშმირის სხვადასხვა უბნებში მასობრივი პროტესტი და არეულობა დაიწყო
  • ჯამუს და ქაშმირის ქუჩებში პოლიციისა და სამხედრო ქვედანაყოფების ავტომობილები პატრულირებენ
  • პროტესტი სულ უფრო იზრდება
  • ზოგიერთი აქციაზე ინდოეთის დროშებიც დაწვეს
  • არეულობების თავიდან ასაცილებლად სამხედრო ქვედანაყოფები ქაშმირის ქუჩებში პატრულირებენ
  • ქალაქებში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება, პოლიცია მომიტინგეებს გზას უკეტავს ავტობუსებით
  • ამ მომენტისათვის ჯარების გადაგზავნა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით ხორციელდება, რომლებიც ქალაქი სრინაგარი აეროდრომში ეშვებიან
  • უსაფრთხოების ზომების გაძლიერება არ შემოიფარგლა მხოლოდ ქაშმირის ტერიტორიით
  • ინდოეთის ყველა სამხედრო ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაშია
  • მუსლიმებით დასახლებულ ჯამუსა და ქაშმირში ათობით წელია ინდოეთის ხელისუფლებასა და ადგილობრივ ბოევიკებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება
  • სადავო ტერიტორიების პრობლემა 1947 წლიდან არსებობს, როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა
  • 2019 წლის თებერვალში პულვამში მომხდარი ტერაქტის შემდეგ კონფლიქტი სერიოზულად დაიძაბა. ტერაქტის შედეგად 40-ზე მეტი ინდოელი ძალოვანი დაიღუპა. ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა, სანამ კონფლიქტის დესკალაცია მიიღწეოდა
  • 2019 წლის თებერვალში ასევე პაკისტანთან საზღვარზე დაიწყო შეტაკებები, სადაც გამოიყენებოდა არტილერია და ავიაცია, რა დროსაც ინდოეთის საჰაერო-სამხედრო ძალების გამანადგურებელი МиГ-21 ჩამოვარდა.
  • „განსაკუთრებული სტატუსის“ მომხრეების საპროტესტო აქცია სხვადასხვა შტატებში იმართება. საპროტესტო აქცოა ასევე გაიმართა ლონდონში. პოლიცია იძულებული გახდა არეულობა ჩაეხშო. ფოტოზე - პოლიციელს უჭირავს დანა, რომელიც ერთ-ერთ მომიტინგეს ჩამოართვა
© REUTERS / DANISH ISMAIL
ინდოეთის მთავრობამ ჯამუსა და ქაშმირში დაახლოებით 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა

ინდოეთმა ჯამუსა და ქაშმირში ახალი სამხედრო ქვედანაყოფები გადაისროლა. იხილეთ ფოტომასალაში სურათები მოვლენათა ეპიცენტრიდან.

ეს განპირობებულია რეგიონში მდგომარეობის სავარაუდო დაძაბვით, რაც მისი „განსაკუთრებული სტატუსის“ გაუქმებასთანაა კავშირში. რეგიონში გადაისვრიან დამატებით დაახლოებით რვა ათას სამხედრო მოსამსახურეს. ჯამში ინდოეთის არმიის დაჯგუფებები ქაშმირში 43 ათას ადამიანს გადააჭარბებს.

მუსლიმებით დასახლებული შტატები ჯამუ და ქაშმირი ათობით წლის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ზონაა ინდოეთის ხელისუფლებასა და ადგილობრივ ბოევიკებს შორის, რომლებსაც მხარს უჭერენ პაკისტანის ტერიტორიიდან. სადავო ტერიტორიების პრობლემა 1947 წლიდან არსებობს, როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

2019 წლის თებერვალში პულვამში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მდგომარეობა სერიოზულად დაიძაბა. ტერაქტის შედეგად 40-ზე მეტი ინდოელი ძალოვანი დაიღუპა. პაკისტანთან საზღვარზე დაიწყო შეტაკებები, სადაც გამოიყენებოდა არტილერია და ავიაცია, რა დროსაც ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი МиГ-21 ჩამოვარდა. ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა, სანამ კონფლიქტის დეესკალაცია მიიღწეოდა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები