იტალიურმა საბურავების მწარმოებელმა კომპანიამ „პირელი“ (Pirelli) 2020 წლის კალენდრისათვის სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ფოტოსესია მოაწყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რომელი ფოტოები მოხვდა კომპანიის კალენდარში
კომპანია 1872 წლის 28 იანვარს დააარსა ჯოვანი ბატისტა პირელიმ სახელწოდებით „G.B. Pirelli & C“. თავდაპირველად საწარმო ელასტიურ რეზინას აწარმოებდა და ყიდდა. 1894 წელს კომპანიამ ველოსიპედების საბურავები ჩაუშვა წარმოებაში, ხოლო 1901 წელს - საავტომობილო საბურავები.
შედეგად, 1905 წელს კომპანიაში რეორგანიზაცია ჩატარდა და გამოიყო საავტომობილო და მოტოტექნიკის საბურავების საწარმო სექტორი.
დღეისათვის კომპანია, წარმოების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც ეკუთვნის ჩინურ ქიმიურ გიგანტს China National Chemical Corp.