თბილისურმა საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ გასვლაზე ერევნის „არარატი“ დაამარცხა ანგარიშით 2:1
ეს იყო უეფას ევროპის ლიგის მესამე შესარჩევი ტურის პირველი მატჩი. საპასუხო შეხვედრა 14 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
„არარატი - საბურთალოს“ შორის გამარჯვებული პლეი-ოფში შეხვდება „დიუდელანჟი (ლუქსემბურგი) - კალიუს“ (ესტონეთი) მატჩის გამარჯვებულს.
„საბურთალო“ საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. კლუბმა ევროპული სადებიუტო კამპანია უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ რაუნდში დაიწყო, სადაც ორი მატჩის ჯამში „შერიფი“ 4:3 ანგარიშით დაამარცხა. მეორე რაუნდში ჭიაბრიშვილის გუნდი ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა ორივე შეხვედრაში - თბილისში 0:2, გასვლაზე 0:3, თუმცა უეფას ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა განაგრძო.