15:59 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ფოტო

საპროტესტო აქცია „რუსთავი 2“-ის შენობასთან: ფოტოქრონიკა

მოკლე ბმულის მიღება
106 0 0
  • ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ შენობასთან 7-8 ივლისის ღამით ათასამდე ადამიანი შეიკრიბა
  • ამის მიზეზად გიორგი გაბუნიას პირდაპირი ეთერით გაშვებული მონოლოგი იქცა, რამაც საზოგადოება აღაშფოთა
  • აქციის ზოგ მონაწილეს ცოცხი ეჭირა, როგორც განუკითხაობის სიმბოლო, და ტელეკომპანიის ეზოში ისროდა
  • აქციაზე შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი შეკრებილებსა და „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფს შორის. საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა
  • ტელეარხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, პროტესტის ნიშნად, შენობა დატოვა და სარედაქციო მოწმობა გადააგდო, რომელიც მომიტინგეებმა აიტაცეს
  • ტელეარხის შენობასთან საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხალხი თითქმის დილამდე დარჩა ადგილზე
  • სტიქიური აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვდნენ
  • საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ტელეარხმა „რუსთავი 2-მა“ განაცხადა, რომ მაუწყებლობას წყვეტდა მანამ, სანამ მათი თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა
  • საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროტესტს ორშაბათსაც განაგრძობდნენ
  • ვითარებიდან გამომდინარე, „რუსთავი 2-ის“ შენობას პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავდა
© Sputnik / STRINGER
ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ შენობასთან 7-8 ივლისის ღამით ათასამდე ადამიანი შეიკრიბა

წამყვანის საქციელი, მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობებისა, მიუღებლად ცნო როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ. ტელეარხის შენობასთან სტიქიური მიტინგი გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები საპროტესტო აქციიდან.

თეგი:
თბილისი

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები