11:01 19 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2191
  • 100 RUB4.5608
  • USD2.8714
ფოტო

თბილისური პროტესტის სახე - ემოციები ფოტოებზე

მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (339)
201 0 0
  • საპროტესტო აქციის მესამე ღამე თბილისში
  • აქციის ზოგმა მონაწილემ თადარიგი დაიჭირა და მიტინგზე რესპირატორით მივიდა...
  • ზოგი კი საკუთარი ტრანსპორტით გამოცხადდა
  • აქციაზე სიტყვით ძირითადად ახალგაზრდები გამოდიოდნენ
  • ზოგადად, აქციის მთავარი ნაწილი სწორედ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყო
  • პროტესტის მესამე ღამე პლაკატებისა და ლოზუნგების სიმრავლით გამოირჩეოდა
  • პროტესტის მესამე ღამე პლაკატებისა და ლოზუნგების სიმრავლით გამოირჩეოდა
  • აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას მისამართით მკვეთრ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ
  • აქციაზე ფრიალებდა საქართველოს სახელმწიფო დროშები
  • იყვნენ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებიც
  • საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
  • შეკრებილები გამომსვლელების მოწოდება-ლოზუნგებს აქტიურად უჭერდნენ მხარს
  • აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად განათებული სმარტფონები აღმართეს
  • პლაკატები საპროტესტო აქციაზე
  • ჩანდა აშშ-ის სახელმწიფო დროშაც...
  • და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პორტრეტიც
  • აქციის მონაწილეები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. კვირა საღამოს ისინი კვლავ შეიკრიბებიან რუსთაველზე
© Sputnik / Alexander Imedashvili
საპროტესტო აქციის მესამე ღამე თბილისში

რუსთაველის პროსპექტზე დაწყებული პროტესტების მესამე დღე პლაკატების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ხალხი ცოტა იყო, თუმცა მტკიცედ განწყობილი. იხილეთ Sputnik-საქართველოს  ფოტოლენტა ადგილიდან. 

შაბათს აქციაზე ბევრი პლაკატი გაჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. გარდა ამისა, სიტყვით გამომსვლელები მოითხოვდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მთავრობის გადადგომას და აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ კურსს. 

© Sputnik / Shota Nozadze
მომიტინგეების მსვლელობა "ქართული ოცნების" ოფისთან - ვიდეო

აქცია მმართველი პარტიის ოფისისკენ მსვლელობით გაგრძელდა, სადაც მომიტინგეები ერთხანს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ლოზუნგებს სკანდირებდნენ, შემდეგ კი დაიშალნენ.

საპროტესტო აქცია კვირას, 19:00 საათზე უნდა გაგრძელდეს იგივე ადგილზე, რუსთაველის პროსპექტზე. თუ დღეს მომიტინგეების მოთხოვნები არ შესრულდება, მათი განცხადებით, უვადო შიმშილობას დაიწყებენ. 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (339)

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები