როგორ აღნიშნეს ბათუმში 9 მაისი

გამოწერა
ბათუმში 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ საერთაშორისო აქცია გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდებოდა ქალაქში ამ დღეს

ბათუმში 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ საერთაშორისო აქცია გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდებოდა ქალაქში ამ დღეს.

აჭარის დედაქალაქში გამართულ აქციაში ათობით ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მისი მსვლელობის დროს გარკვეულმა სირთულეებმა იჩინა თავი.

საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მოწყობილი ბათუმის სანაპირო მემორიალი, რომელიც დიდ სამამულო ომს ეძღვნებოდა, და მარადიული ცეცხლი 2012 წლის თებერვალში მოხსნეს და მის ადგილზე მოქმედი საბაგიროს ქვედა სადგური აშენდა.

შემდეგ ბათუმის იუსტიციის სახლთან ახლოს გმირთა ხეივანი მოეწყო და დაიდგა ჟიული შარტავას ძეგლი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა. ამის შემდეგ 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ძეგლიც აღიმართა. ამ ხეივანში დაიწყო ღონისძიების გამართვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნას ეძღვნებოდა.

„უკვდავი პოლკის“ მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს ჟიული შარტავას ძეგლამდე, სადაც მათ კონტრაქციის მონაწილეები ელოდნენ. შემდგომ მოვლენებში ჩაერია პოლიციაც, რომელმაც ორივე აქციის მონაწილეები კორდონით გაყო ერთმანეთისგან. გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთის მისამართით შეძახილების შემდეგ ორივე აქცია დაიშალა.

„უკვდავი პოლკი“ დიდ სამამულო ომში მონაწილე ჯარისკაცების თავდადების, ხსოვნისა და გმირობის უკვდავყოფის სამოქალაქო ინიციატივაა. ყოველ წელს აქციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მონაწილეობენ მეომართა შთამომავლები, რომლებსაც ხელში საკუთარი წინაპრების სურათები უჭირავთ.

 

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის ქუჩებში ათობით ადამიანი გამოვიდა წინაპრებისათვის პატივის მისაგებად, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ
ბათუმის ქუჩებში ათობით ადამიანი გამოვიდა წინაპრებისათვის პატივის მისაგებად, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ - Sputnik საქართველო
1/12
ბათუმის ქუჩებში ათობით ადამიანი გამოვიდა წინაპრებისათვის პატივის მისაგებად, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ
© Sputnik / Seyran Baroyan„უკვდავი პოლკის“ მონაწილეებს საკუთარი წინაპრების სურათები ეჭირათ
„უკვდავი პოლკის“ მონაწილეებს საკუთარი წინაპრების სურათები ეჭირათ - Sputnik საქართველო
2/12
„უკვდავი პოლკის“ მონაწილეებს საკუთარი წინაპრების სურათები ეჭირათ
© Sputnik / Seyran Baroyanაქცია „უკვდავი პოლკი“ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში გაიმართა, ბულვართან ახლოს
აქცია „უკვდავი პოლკი“ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში გაიმართა, ბულვართან ახლოს - Sputnik საქართველო
3/12
აქცია „უკვდავი პოლკი“ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში გაიმართა, ბულვართან ახლოს
© Sputnik / Seyran Baroyanაქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს ჟიული შარტავას და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ძეგლებამდე, სადაც მათ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა და დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ხსოვნას
აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს ჟიული შარტავას და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ძეგლებამდე, სადაც მათ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა და დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ხსოვნას - Sputnik საქართველო
4/12
აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს ჟიული შარტავას და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ძეგლებამდე, სადაც მათ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა და დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ხსოვნას
© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის ცენტრში ამ დროისათვის დიდი სამამულო ომისათვის მიძღვნილი ძეგლი ან მონუმენტი არ არსებობს
ბათუმის ცენტრში ამ დროისათვის დიდი სამამულო ომისათვის მიძღვნილი ძეგლი ან მონუმენტი არ არსებობს - Sputnik საქართველო
5/12
ბათუმის ცენტრში ამ დროისათვის დიდი სამამულო ომისათვის მიძღვნილი ძეგლი ან მონუმენტი არ არსებობს
© Sputnik / Seyran Baroyanმანამდე ბათუმის პორტთან ახლოს განთავსდა ობელისკი - თეთრი კოლონა, ომის გმირთა ძეგლი, სადაც ასევე მარადიული ცეცხლი დაინთო
მანამდე ბათუმის პორტთან ახლოს განთავსდა ობელისკი - თეთრი კოლონა, ომის გმირთა ძეგლი, სადაც ასევე მარადიული ცეცხლი დაინთო - Sputnik საქართველო
6/12
მანამდე ბათუმის პორტთან ახლოს განთავსდა ობელისკი - თეთრი კოლონა, ომის გმირთა ძეგლი, სადაც ასევე მარადიული ცეცხლი დაინთო
© Sputnik / Seyran Baroyanთუმცა 2012 წელს, მიუხედავად საზოგადოების წარმომადგენელთა და ვეტერანთა პროტესტისა, მოხდა მემორიალის ლიკვიდაცია და მის ადგილზე ბათუმის საბაგიროს ქვედა სადგური განთავსდა
თუმცა 2012 წელს, მიუხედავად საზოგადოების წარმომადგენელთა და ვეტერანთა პროტესტისა, მოხდა მემორიალის ლიკვიდაცია და მის ადგილზე ბათუმის საბაგიროს ქვედა სადგური განთავსდა - Sputnik საქართველო
7/12
თუმცა 2012 წელს, მიუხედავად საზოგადოების წარმომადგენელთა და ვეტერანთა პროტესტისა, მოხდა მემორიალის ლიკვიდაცია და მის ადგილზე ბათუმის საბაგიროს ქვედა სადგური განთავსდა
© Sputnik / Seyran Baroyanშემდეგ კი 9 მაისის აღნიშვნა გმირთა ხეივანზე დაიწყო, სადაც დგას ჟიული შარტავას ძეგლი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში საომარ ქმედებებს ემსხვერპლა, და ასევე აღმართულია 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ძეგლიც
შემდეგ კი 9 მაისის აღნიშვნა გმირთა ხეივანზე დაიწყო, სადაც დგას ჟიული შარტავას ძეგლი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში საომარ ქმედებებს ემსხვერპლა, და ასევე აღმართულია 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ძეგლიც - Sputnik საქართველო
8/12
შემდეგ კი 9 მაისის აღნიშვნა გმირთა ხეივანზე დაიწყო, სადაც დგას ჟიული შარტავას ძეგლი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში საომარ ქმედებებს ემსხვერპლა, და ასევე აღმართულია 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ძეგლიც
© Sputnik / Seyran Baroyanთუმცა 9 მაისს გმირთა ხეივნისკენ გზა გადაიკეტა, იქ კონტრ-აქცია იმართებოდა
თუმცა 9 მაისს გმირთა ხეივნისკენ გზა გადაიკეტა, იქ კონტრ-აქცია იმართებოდა - Sputnik საქართველო
9/12
თუმცა 9 მაისს გმირთა ხეივნისკენ გზა გადაიკეტა, იქ კონტრ-აქცია იმართებოდა
© Sputnik / Seyran Baroyanპოლიციის კორდონმა ორი სხვადასხვა აქციის ერთმანეთისგან განსაცალკევებლად საჭირო ზომები მიიღო, რათა არ მომხდარიყო შეტაკება
პოლიციის კორდონმა ორი სხვადასხვა აქციის ერთმანეთისგან განსაცალკევებლად საჭირო ზომები მიიღო, რათა არ მომხდარიყო შეტაკება - Sputnik საქართველო
10/12
პოლიციის კორდონმა ორი სხვადასხვა აქციის ერთმანეთისგან განსაცალკევებლად საჭირო ზომები მიიღო, რათა არ მომხდარიყო შეტაკება
© Sputnik / Seyran Baroyanგარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ შეძახილების შემდეგ, ორივე აქცია დაიშალა. „უკვდავმა პოლკმა“ ფინალურ წერტილამდე მისვლა ვერ შეძლო, ვინაიდან პოლიციამ ისინი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით არ გაატარა
გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ შეძახილების შემდეგ, ორივე აქცია დაიშალა. „უკვდავმა პოლკმა“ ფინალურ წერტილამდე მისვლა ვერ შეძლო, ვინაიდან პოლიციამ ისინი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით არ გაატარა - Sputnik საქართველო
11/12
გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ შეძახილების შემდეგ, ორივე აქცია დაიშალა. „უკვდავმა პოლკმა“ ფინალურ წერტილამდე მისვლა ვერ შეძლო, ვინაიდან პოლიციამ ისინი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით არ გაატარა
© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის სანაპიროზე მიმდინარე მოვლენები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. გარკვეული დროის შემდეგ ორივე აქცია დაიშალა
ბათუმის სანაპიროზე მიმდინარე მოვლენები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. გარკვეული დროის შემდეგ ორივე აქცია დაიშალა - Sputnik საქართველო
12/12
ბათუმის სანაპიროზე მიმდინარე მოვლენები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. გარკვეული დროის შემდეგ ორივე აქცია დაიშალა
ყველა ახალი ამბავი
0