21:18 18 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0456
  • 100 RUB4.2150
  • USD2.6931
ფოტო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ალში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მოკლე ბმულის მიღება
269 0 0
  • ხანძარმა შენობა თითქმის მთლიანად მოიცვა
  • ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ნოტრ-დამის სამრეკლო
  • ტაძრიდან ასული ალი პარიზის გარეუბნებიდანაც ჩანდა
  • შენობის ნაწილის გარშემო იდგა ხარაჩოები, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
  • ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი შესაძლოა სარემონტო სამუშაოების დროს უსაფრთხოებისადმი უყურადღებობის შედეგი იყოს
  • ამ დროისათვის უბედური შემთხვევის ადგილზე მატულობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანების რაოდენობა
  • არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ტაძრის კოშკიდან ჩამოიშალა საათი, ასევე ჩამოინგრა სახურავი
  • სიტეს კუნძულისკენ მოძრაობა გადაკეტილია
  • შორიდან ათასობით ადამიანი აკვირდება ხანძარს
  • მედიის ნაწილის ინფორმაციით, ხანძარი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
  • მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ
  • პარიზის მერმა უსაფრთხოების დადგენილი პერიმეტრის დაცვისკენ მოუწოდა
  • ნოტრ-დამი - კათოლიკური ტაძარი პარიზის ცენტრში, სანფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
  • ტაძარი კუნძული სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქის მეოთხე ოლქში, პარიზის პირველი ქრისტიანული ეკლესიის - წმინდა სტეფანის ბაზილიკის ადგილზე
  • ხანძრის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
© REUTERS / BENOIT TESSIER
ხანძარმა შენობა თითქმის მთლიანად მოიცვა

პარიზის მარგალიტი - ნოტრ-დამი ძლიერი ხანძრის გამო განადგურების საშიშროების წინაშეა. იხილეთ Sputnik-ის სურათები შემთხვევის ადგილიდან

 ხანძრის შემდეგ უამრავმა თვითმხილველმა გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეოები შემთხვევის ადგილიდან. კადრეში ჩანდა ხანძარი, რომელმაც მთელი შენობა მოიცვა.

არ არის გამორიცხული, რომ ხანძრის მიზეზი შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები აღმოჩნდეს. ფოტოებზე ჩანს ხარაჩოები, რომლებითაც ამ დროისათვის ტაძრის ნაწილი გადაკეტილია.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად მხოლოდ სამრეკლო ჩამოიშალა.

მდინარე სიტეს ნაპირისკენ მოძრაობა გადაკეტილია, მოშორებით შეკრებილი ასობითი ადამიანი მოვლენების განვითარებას აკვირდება. ადგილზე სულ უფრო იზრდება პარიზის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს მანქანების რაოდენობა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები