22:00 22 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0848
  • 100 RUB4.2905
  • USD2.7676
ფოტო

ახალ ზელანდიაში ტერორისტები თავს დაესხნენ მეჩეთს: ფოტოები საშინელი ტრაგედიის ადგილიდან

მოკლე ბმულის მიღება
230 0 0
  • პარასკევს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში ერთდროულად ცეცხლი გახსნეს უცნობმა მამაკაცებმა
  • ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა დაოდენობამ 49-ს მიაღწია, დაშავებულია 50 ადამიანი
  • მეჩეთებთან მობილიზებულია პოლიცია
  • თვითმხილველების თქმით, სროლა დაიწყო მამაკაცმა სამხედრო ჩაფხუტით, სათვალითა და ქურთუკით
  • ამ მომენტში მეჩეთში დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა
  • პოლიციამ ერთ-ერთი თავდამსხმელი დააკავა
  • ის ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი აღმოჩნდა
  • ადგილობრივი მედიის ცნობით, ავსტრალიელი ულტრამემარჯვენეა
  • ტერაქტამდე მან ანტიიმიგრაციული მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი ქმედებები განმარტა და ამ ყველაფერს ტერაქტის შეფასება მისცა
  • ასევე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იარაღის მჭიდზე, რომელიც ტერაქტის ადგილზე აღმოაჩინეს, ქართული წარწერებია
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობს ახალი ზელანდიის ხელისუფლებასთან, რათა დადგინდეს ტერორისტების შესაძლო კავშირი საქართველოსთან
  • პოლიციის კომისარი, მაიკ ბუში არ გამორიცხავს, რომ ქალაქში კიდევ იყვნენ ბოროტმოქმედები
  • ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენას თხოვს
  • პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მომხდარს „ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე“ უწოდა
© AP Photo / Mark Baker
პარასკევს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში ერთდროულად ცეცხლი გახსნეს უცნობმა მამაკაცებმა

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში უცნობებმა ცეცხლი გახსნეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საშინელი ტრაგედიის სურათები

ტრაგედიის თვითმხილველების მტკიცებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა სამხედრო ტიპის ქურთუკით, ჩაფხუტითა და სათვალით აღჭურვილმა მამაკაცმა დაიწყო. ამ დროს მეჩეთში დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ ორმოცს გადააჭარბა, დაშავებულია 50 ადამიანი.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები