ვენესუელის შტატების უმეტესობაში ელექტრომომარაგების სისტემის მუშაობის დარღვევა ქვეყნის ყველაზე დიდ ჰესზე, „ელ-გურში" მომხდარი ავარიის შედეგად დაიწყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში კარაკასის დასახლებული უბნების სურათები, რომლებიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ვენესუელის დედაქალაქი ელექტროენერგიის გაერშე დარჩა. კარაკასში არ მუშაობს მეტრო, თუმცა გარეგანათების ნაწილი ფუნქციონირებას განაგრძობს.
მომხდარი ქალაქში დანაშაულების მატებამ გამოიწვია. ბარუტას და სანტა-ფეს რაიონებში გაძარცვეს სუპერმარკეტები.
ეროვნული ელექტრონული კომპანის მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ქვეყნის უდიდეს „ელ-გურის" ჰეის გამორთვა გახდა. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მომხდარში „ამერიკული იმპერიალიზმი" დაადანაშაულა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ბრალდება უარყო.