06:15 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
ფოტო

რთულად მოპოვებული გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა ლატვიის გუნდი დაამარცხა

მოკლე ბმულის მიღება
11310
  • საქართველოს ნაკრებს ლატვიის გუნდის დამარცხება ესაჭიროებოდა, რაც მოახერხა კიდეც
  • მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელები ბურთსაც და მოედანსაც უპირატესად ფლობდნენ, მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა
  • თამაშის დროს ქართულმა ნაკრებმა დაწინაურების არაერთი შანსი გაუშვა ხელიდან
  • საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი მატჩის დაწყებამდე უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ვიდრე დასასრულის დროს, მიუხედავად გამარჯვებისა. მისი თქმით, თამაში რთული იყო
  • მეორე ტაიმში ქართვული გუნდი შეტევაზე გადავიდა და გოლიც გაიტანა, რომელიც, მსაჯის გადაწყვეტილებით, არ ჩაითვალა
  • თუმცა 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მატჩის განმავლობაში ერთადერთი გოლი გაიტანა
  • თორნიკე ოქრიაშვილმა სუფთად შეასრულა 11 მეტრიანი
  • ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი არ დაეთანხმა მსაჯს პენალტის დანიშვნაში
  • თუმცა გოლი გავიდა, ქართველი ფეხბურთელები და მათი ქომაგებით სავსე სტადიონი ერთად აღნიშნავდა გოლს
  • თამაში დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, თუმცა საქართველოს ნაკრების კარში გოლი არ გასულა
  • მიუხედავად დამარცხებისა, ლატვიის გუნდის კაპიტანი, მეკარე ანდრის ვანინსი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი
  • მატჩის დროს გულშემატკივრებმა ერთ-ერთ ადგილზე გადმოფინეს დიდი ბანერი გიორგი ქვილითაიას მხარდამჭერი წარწერით. მატჩამდე ერთი დღით ადრე ვარჯიშის დროს მან სერიოზული ტრავმა მიიღო
  • ლატვიასთან შეხვედრაში გიორგი ქვილითაია ნიკა კაჭარავამ შეცვალა
  • თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სიმბოლური ჟესტი გააკეთეს და გამარჟვება გიორგი ქვილითაიას მიუძღვნეს
  • თუმცა ქვილითაიას მხარდამჭერი ბანერი ერთადერთი არ იყო სტადიონზე. მოპირდაპირე ტრიბუნაზე ქომაგებმა გამოფინეს გურამ კაშიას მხარდამჭერი პლაკატები. მცველის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ მას შემდეგ, რაც ის უეფას ჯილდოს Equal Game ისტორიაში პირველი მფლობელი გახდა. ფეხბურთელი ვიტესის რიგებში თამაშის დროს ჰოლანდიური კლუბების კაპიტნებს შორის აქციაში მონაწილეობდა, რომლებიც ცისარტყელის ფერებიანი სამკლაურებით თამაშობდნენ და ამით ლგბტ საზოგადოებას უჭერდნენ მხარს
  • საბოლოო შეფასებით, ქართულმა გუნდმა ლატვიის წინააღმდეგ თამაშში კარგ შედეგს მიაღწია
  • ტრიბუნებზე მყოფი ათობით ათასი მაყურებელი აქტიუად გულშემატკივრობდა ქართულ ნაკრებს მთელი თამაშის განმავლობაში
  • ლატვიაზე გამარჯვების შემდეგ ქართულმა ნაკრებმა ექვსი ქულა მოაგროვა და ჯგუფში ლიდერიც გახდა. შემდეგ მატჩს ვლადიმერ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს ანდორის წინააღმდეგ გამართავს
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოს ნაკრებს ლატვიის გუნდის დამარცხება ესაჭიროებოდა, რაც მოახერხა კიდეც

საქართველოს ნაკრები ლატვიის გუნდზე გამარჯვების შემდეგ ჯგუფში ლიდერობს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობდა ქართული გუნდისათვის მნიშვნელოვანი მატჩი

ქართული საფეხბურთო ნაკრები ლატვიის გუნდის კარში პენალტის გატანის შემდეგ დაწინაურდა, მატჩი დასრულდა ანგარიშით 1:0.

თემაზე

აქცია ფეხბურთის მაგივრად: პროტესტი ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ
ლატვიის საფეხბურთო ნაკრები თბილისშია: წვრთნა „დინამო არენაზე“
საქართველო უეფას ერთა ლიგაში: პირველი გამარჯვება
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

მეტი ფოტოლენტა

  • ნიგერიის ქალაქ მაკოკაოს ერთ-ერთ სანაპიროზე გახსნილია მცურავი სკოლა. სკოლაში, საკლასო ოთახების გარდა, არის სივრცე სათამაშოდ და სასეირნოდ
    Last update: 11:28 18.09.2018
    11:28 18.09.2018

    უკედლო საკლასო ოთახები: მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სკოლები

    სკოლა ყოველთვის არ გულისხმობს დახურულ შენობას, დერეფნებს, კაბინეტებსა და რიგში ჩაწყობილ მერხებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სასწავლო დაწესებულებები, სადაც ყველაფერი სხვაგვარადაა

    62
    10
  • წელს სკოლაში პირველად 56 ათასი ბავშვი წავიდა
    Last update: 15:20 17.09.2018
    15:20 17.09.2018

    ახალი სასწავლო წელი საქართველოში

    საქართველოს სკოლებში 17 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში პირველკლასელების სკოლაში წასვლის სურათები

    84
    12
  • კამკამა წყალი დაახლოებით ოცდაათი მეტრის სიმაღლიდან მოედინება ბუნების წიაღში - ასე გამოიყურება მახუნცეთის ჩანჩქერი, რომელიც რეგიონის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაა
    Last update: 11:12 17.09.2018
    11:12 17.09.2018

    მახუნცეთის ჩანჩქერი: საქართველოს ღირსშესანიშნაობები

    მახუნცეთის ჩანჩქერი მაღალმთლიანი აჭარის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საოცარი ადგილის სურათები, რომელიც ბათუმიდან 30 კილომეტრში მდებარეობს

    115
    12
  • ლამაზი და ალპებისათვის უჩვეულო ადგილი – Drei Zinnen (სამკაპი) - საოცარი კლდეები, რომლებზეც ცოცავენ, ან მათ გარშემო სეირნობენ. პირველი მაღალმთიანი სასტუმრო აქ პირველი მსოფლიო ომის დროს განადგურდა. შემდეგ, 1922 წელს, ხელახლა აშენდა პატარა ქოხი, ხოლო 1935 წელს იტალიის ალპების ცენტრის ეგიდის ქვეშ ის გააფართოვეს და სრულყოფილად აქციეს კომფორტული დასვენებისათვის
    Last update: 16:04 13.09.2018
    16:04 13.09.2018

    სად ათევენ ღამეებს მთებში ექსტრემალი ტურისტები

    იალბუზი, მონბლანი და სხვა ლეგენდარული მწვერვალები ყოველ წელს ასობით მამაც მთამსვლელს იზიდავს. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალაში სურათები, თუ სად ჩერდებიან ღამით მწვერვალების დაპყრობის მოყვარული ექსტრემალები

    1934
    7

მთავარი თემები