მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კატები - 50 ათასი დოლარი „ბეწვის გორგალში“

გამოწერა

კატები — ალერსიანი და მოსიყვარულე ცხოველი, რომლის შესახებაც არაერთი ლეგენდა, თქმულება თუ უცნაური ისტორიებია ცნობილი. ვინ სამკურნალო თვისებებს მიაწერს მათ, ვინ — მაგიურს.

თუმცა, კატები უყვართ არა მათი ამ თვისებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ ფუმფულა, გრაციოზულ, მოქნილ და გონიერ ცხოველის ადამიანისთვის უამრავი დადებითი ემოციის ჩუქება შეუძლია — მიუხედავად ჯიშისა და წარმომავლობისა. შესაბამისად, ზოგს პირდაპირ ქუჩიდან აჰყავს კატა, ზოგს ჩუქნიან, ზოგიც ყიდულობს. სხვადასხვა ფასად — სწორედ ჯიშისა და წარმომავლობის გათვალისწინებით.

ასე რომ კატების ფასი შესაძლოა რამდენიმე დოლარიდან იწყებოდეს და 50 ათასსაც აჭარბებდეს.

Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კატების ჩამონათვალს გაეცნობით, რაც, ვფიქრობთ, მეტად დაგაინტერესებთ.

CC BY-SA 2.0 / Flickr / Mitchel Jones / Izzy & Irisრუსული ცისფერი ერთ-ერთი ყველზაე პოპულარული მოკლებეწვიანი კატაა, ის მსოფლიოს 20 ყველაზე პოპულარულ ჯიშებში შედის. ამ ჯიშის კატები არიან კეთილები, დამჯერები, მოსიყვარულეები, თუმცა ხანდახან ჯიუტობენ და თავისუფლებისთვის იბრძვიან. ლეგენდის თანახმად, მათ სახლში კეთილდღეობა და ბედნიერება შემოაქვთ. რუსული ცისფერი კატის ფასი 400-2 000 დოლარამდე მერყეობს
რუსული ცისფერი - Sputnik საქართველო
1/15
რუსული ცისფერი ერთ-ერთი ყველზაე პოპულარული მოკლებეწვიანი კატაა, ის მსოფლიოს 20 ყველაზე პოპულარულ ჯიშებში შედის. ამ ჯიშის კატები არიან კეთილები, დამჯერები, მოსიყვარულეები, თუმცა ხანდახან ჯიუტობენ და თავისუფლებისთვის იბრძვიან. ლეგენდის თანახმად, მათ სახლში კეთილდღეობა და ბედნიერება შემოაქვთ. რუსული ცისფერი კატის ფასი 400-2 000 დოლარამდე მერყეობს
CC BY 2.0 / Austin White / More Leo!მეინ-კუნი დიდი ტანის კატაა, რომელიც ამერიკული წარმომავლობისაა, კერძოდ მენის შტატიდან. შავ ზოლიანი შეფერილობისა და ფუმფულა კუდის გამო ის ენოტს მოგვაგონეს, სწორედ აქედან მოდის ამ ჯიშის მეორე დასახელება "coon", ანუ ენოტი. ამ ჯიშის წარმომადგენლები 5-15 კილომდე იზრდებიან, სიგრძით კი 1,23 მეტრამდე აღწევენ. მიუხედავად აგრესიული შეხედულებისა, ისინი "რბილი ხასიათის გიგანტები" არიან. მეინ-კუნის ჯიშის კატებს უყვართ მოფერება და თამაში, შესაბამისად პატრონებს ხშირად ახალისებენ საკუთარი სოლო გამოსვლებით. ამ ჯიშის ფასი 600-1 500 დოლარია
მეინ-კუნი - Sputnik საქართველო
2/15
მეინ-კუნი დიდი ტანის კატაა, რომელიც ამერიკული წარმომავლობისაა, კერძოდ მენის შტატიდან. შავ ზოლიანი შეფერილობისა და ფუმფულა კუდის გამო ის ენოტს მოგვაგონეს, სწორედ აქედან მოდის ამ ჯიშის მეორე დასახელება "coon", ანუ ენოტი. ამ ჯიშის წარმომადგენლები 5-15 კილომდე იზრდებიან, სიგრძით კი 1,23 მეტრამდე აღწევენ. მიუხედავად აგრესიული შეხედულებისა, ისინი "რბილი ხასიათის გიგანტები" არიან. მეინ-კუნის ჯიშის კატებს უყვართ მოფერება და თამაში, შესაბამისად პატრონებს ხშირად ახალისებენ საკუთარი სოლო გამოსვლებით. ამ ჯიშის ფასი 600-1 500 დოლარია
CC BY-SA 2.0 / Flickr / Nickolas Titkov / American Curlამერიკული ხვეულთმიანი - მოკლებეწვიანი და ნახევრად გრძელბეწვიანი კატების ჯიში, რომელიც პირველად კალიფორნიაში 1981 წელს აღმოაჩინეს. პოპულარობა მომცრო ზომის დახვეული ყურების საშუალებით მოიპოვა, თუმცა ამ ჯიშის კნუტებს თავდაპირველად სწორი ყურები აქვთ და პირველი ათი დღის განმავლობაში უმრგვალდებათ. ამ ჯიშის კატები არიან ინტელიგენტები, ცნობისმოყვარეები, მეგობრულები, უყვართ თამაში, კარგად ერგებიან ახალ პირობებს და პატრონისადმი წარმოუდგენელი ერთგულება ახასიათებთ. ამერიკული ხვეულთმიანი კატის შეძენა 1 000-3 000 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი
ამერიკული ხვეულთმიანი - Sputnik საქართველო
3/15
ამერიკული ხვეულთმიანი - მოკლებეწვიანი და ნახევრად გრძელბეწვიანი კატების ჯიში, რომელიც პირველად კალიფორნიაში 1981 წელს აღმოაჩინეს. პოპულარობა მომცრო ზომის დახვეული ყურების საშუალებით მოიპოვა, თუმცა ამ ჯიშის კნუტებს თავდაპირველად სწორი ყურები აქვთ და პირველი ათი დღის განმავლობაში უმრგვალდებათ. ამ ჯიშის კატები არიან ინტელიგენტები, ცნობისმოყვარეები, მეგობრულები, უყვართ თამაში, კარგად ერგებიან ახალ პირობებს და პატრონისადმი წარმოუდგენელი ერთგულება ახასიათებთ. ამერიკული ხვეულთმიანი კატის შეძენა 1 000-3 000 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი
CC BY 2.0 / Flickr / roberto shabs / bengal catბენგალური კატა - ჰიბრიდული კატა, რომელიც 1980-იან წლებში აშშ-ში გამოიყვანეს აზიური ჯიქისებრი კატისა და შინაური კატის შეჯვარებით. მისი მთავარი ღირსება ჯიქის შეფერილობის ხშირი ბეწვია. ზრდასრული ბენგალური კატის წონა 4-8 კილოა. ამ ჯიშის წარმომადგენლებს უყვართ ადამიანები და სულ მათთან ყოფნა ესაჭიროებათ. არიან ჭკვიანები, აქტიურები და, მიუხედავად ფესვებისა, საერთოდ არ არიან აგრესიულები, პირიქით, ძალიან რბილი ხასიათი აქვთ, სწრაფად ეჩვევიან ახალ გარემოს. აქვთ სახასიათო ქცევები: მიუხედავად საკუთარი ფიზიკური მონაცემებისა, უყვართ პატრონის მხარზე ჯდომა. გარდა ამისა, უყვართ წყლის პროცედურები - წყალში ხშირად თამაშობენ, ხანდახან აბაზანაში შეყვანასაც კი ითხოვენ. ბენგალური კატის ფასი 1 000-4 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს
ბენგალური კატა - Sputnik საქართველო
4/15
ბენგალური კატა - ჰიბრიდული კატა, რომელიც 1980-იან წლებში აშშ-ში გამოიყვანეს აზიური ჯიქისებრი კატისა და შინაური კატის შეჯვარებით. მისი მთავარი ღირსება ჯიქის შეფერილობის ხშირი ბეწვია. ზრდასრული ბენგალური კატის წონა 4-8 კილოა. ამ ჯიშის წარმომადგენლებს უყვართ ადამიანები და სულ მათთან ყოფნა ესაჭიროებათ. არიან ჭკვიანები, აქტიურები და, მიუხედავად ფესვებისა, საერთოდ არ არიან აგრესიულები, პირიქით, ძალიან რბილი ხასიათი აქვთ, სწრაფად ეჩვევიან ახალ გარემოს. აქვთ სახასიათო ქცევები: მიუხედავად საკუთარი ფიზიკური მონაცემებისა, უყვართ პატრონის მხარზე ჯდომა. გარდა ამისა, უყვართ წყლის პროცედურები - წყალში ხშირად თამაშობენ, ხანდახან აბაზანაში შეყვანასაც კი ითხოვენ. ბენგალური კატის ფასი 1 000-4 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს
CC BY-SA 2.0 / Flickr / Nickolas Titkov / Devon-rexდევონ რექსი მოკლებეწვიანი შინაური კატაა, რომელიც 1960-იან წლებში გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში. ამ ჯიშის კატებს აქვთ ძალიან არაორდინალური გარეგნობა. პატარა ტანი დაფარულია რბილი დახვეული ბეწვით, აქვს დიდი ყურები. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და მარტივად სწავლობენ ყველაზე რთულ ტრიუკებსაც კი. დევონ-რექსის ჯიშის კატები ჰიპოალერგენულ ტიპს განეკუთვნებიან, რაც მათ უფრო პოპულარულს ხდის. ასეთი კატის ფასი 400-1 200 დოლარია
დევონ რექსი - Sputnik საქართველო
5/15
დევონ რექსი მოკლებეწვიანი შინაური კატაა, რომელიც 1960-იან წლებში გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში. ამ ჯიშის კატებს აქვთ ძალიან არაორდინალური გარეგნობა. პატარა ტანი დაფარულია რბილი დახვეული ბეწვით, აქვს დიდი ყურები. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და მარტივად სწავლობენ ყველაზე რთულ ტრიუკებსაც კი. დევონ-რექსის ჯიშის კატები ჰიპოალერგენულ ტიპს განეკუთვნებიან, რაც მათ უფრო პოპულარულს ხდის. ასეთი კატის ფასი 400-1 200 დოლარია
CC BY-SA 2.0 / Flickr / Nickolas Titkov / SPHკანადური სფინქსი - უბეწვო კატების ჯიში, რომელთა ისტორიაც ოფიციალურად 1966 წელს კანადაში დაიწყო, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ეს უჩვეულო არსებები ცნობილები იყვნენ ეგვიპტელი ფარაონების ეპოქაში, გავრცელებულები იყვნენ აცტეკებისა და ინკების ტაძრებში ძველ მექსიკაში. სფინქსები გამოირჩევიან თბილი და მეგობრული ხასიათით. არიან გრაციოზულები, ენერგიულები, ჭკვიანები და პატრონის უსაზღვროდ ერთგულები. მათი ნახვა ხშირად შეიძლება გაშეშებულ ან ჩაფიქრებულ მდგომარეობაში. ამ მოაზროვნე კატის ფასი 400-1 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს
კანადური სფინქსი - Sputnik საქართველო
6/15
კანადური სფინქსი - უბეწვო კატების ჯიში, რომელთა ისტორიაც ოფიციალურად 1966 წელს კანადაში დაიწყო, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ეს უჩვეულო არსებები ცნობილები იყვნენ ეგვიპტელი ფარაონების ეპოქაში, გავრცელებულები იყვნენ აცტეკებისა და ინკების ტაძრებში ძველ მექსიკაში. სფინქსები გამოირჩევიან თბილი და მეგობრული ხასიათით. არიან გრაციოზულები, ენერგიულები, ჭკვიანები და პატრონის უსაზღვროდ ერთგულები. მათი ნახვა ხშირად შეიძლება გაშეშებულ ან ჩაფიქრებულ მდგომარეობაში. ამ მოაზროვნე კატის ფასი 400-1 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს
CC BY-SA 4.0 / Wikipedia / KRL LPL / LaPerm catლაპერმი - ხვეულბეწვიანი კატების ჯიში, რომელიც აშშ-ში გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. ოფიციალური აღიარება ჯიშმა 1996 წელს მოიპოვა. ლაპერმის ჯიშის კატები არიან ცნობისმოყვარეები, თბილები, აქტიურები და ძალიან უყვართ ნადირობა. გარდა ამისა, არიან ჰიპოალერგენულები და ალერგიული ადამიანების კარგი მეგობრები არიან. მათი ფასი 200-2 000 დოლარია
ლაპერმი - Sputnik საქართველო
7/15
ლაპერმი - ხვეულბეწვიანი კატების ჯიში, რომელიც აშშ-ში გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. ოფიციალური აღიარება ჯიშმა 1996 წელს მოიპოვა. ლაპერმის ჯიშის კატები არიან ცნობისმოყვარეები, თბილები, აქტიურები და ძალიან უყვართ ნადირობა. გარდა ამისა, არიან ჰიპოალერგენულები და ალერგიული ადამიანების კარგი მეგობრები არიან. მათი ფასი 200-2 000 დოლარია
CC BY-SA 2.0 / Flickr / Iouri Goussev / British shorthair catბრიტანული მოკლებეწვიანი კატები საშუალო და დიდი ზომის იზრდებიან. ჯიშმა ოფიციალური აღიარება 1984 წელს მოიპოვა. მათი შეფერილობა მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე პოპულარულები არიან სრულად შავი, შოკოლადის ფერი, ცისფერი და იასამნისფერია. ამ მოკლებეწვიან კატებს ნამდვილი ინგლისური ხასიათი აქვთ, არიან ძალიან თავშეკავებულები და ღირსეულები. ეს ბრიტანელი "არისტოკატები" გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ადვილად ერევიან მარტოობას, ძალიან იშვიათად ეთამაშებიან პატრონს და საერთოდ არ ითხოვენ ყურადღებას, თუმცа როდესაც პატრონთან თამაში უნდებათ, ამის შესახებ აუცილებლად ატყობინებენ პატრონს. ბრიტანული მოკლებეწვიანის ფასი 500-1 500 დოლარია
ბრიტანული მოკლებეწვიანი - Sputnik საქართველო
8/15
ბრიტანული მოკლებეწვიანი კატები საშუალო და დიდი ზომის იზრდებიან. ჯიშმა ოფიციალური აღიარება 1984 წელს მოიპოვა. მათი შეფერილობა მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე პოპულარულები არიან სრულად შავი, შოკოლადის ფერი, ცისფერი და იასამნისფერია. ამ მოკლებეწვიან კატებს ნამდვილი ინგლისური ხასიათი აქვთ, არიან ძალიან თავშეკავებულები და ღირსეულები. ეს ბრიტანელი "არისტოკატები" გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ადვილად ერევიან მარტოობას, ძალიან იშვიათად ეთამაშებიან პატრონს და საერთოდ არ ითხოვენ ყურადღებას, თუმცа როდესაც პატრონთან თამაში უნდებათ, ამის შესახებ აუცილებლად ატყობინებენ პატრონს. ბრიტანული მოკლებეწვიანის ფასი 500-1 500 დოლარია
CC BY 2.0 / Flickr / Joseph Morris / Himalayan Catჰიმალაური კატა - გრძელბეწვა ჯიში, ვიზუალურად სპარსულ კატას ჰგავს, თუმცა მისგან განსხვავებით აქვს ცისფერი თვალები და "ქოლორ-ფოინთ" შეფერილობის ტიპი (ღია ფერის ტანი მუქი სახით, თათებით, ყურებითა და კუდით). ჰიმალაური კატები სიამისა და სპარსული კატების შეჯვარებით წარმოიშვნენ 1950-იან წლებში აშშ-ში. სწორედ ამ ორი ჯიშის ოქროს შუალედს წარმოადგენენ ჰიმალაური ჯიშის კატები: არ ახასიათებთ სიამის კატების სიჯიუტე და არიან სპარსულებზე მეტად აქტიურები, უყვართ თამაში და მოფერება, დამჯერები არიან, აქვთ რბილი და მშვიდი ხასიათი. მათი ფასი 500-1 300 დოლარამდეა
ჰიმალაური - Sputnik საქართველო
9/15
ჰიმალაური კატა - გრძელბეწვა ჯიში, ვიზუალურად სპარსულ კატას ჰგავს, თუმცა მისგან განსხვავებით აქვს ცისფერი თვალები და "ქოლორ-ფოინთ" შეფერილობის ტიპი (ღია ფერის ტანი მუქი სახით, თათებით, ყურებითა და კუდით). ჰიმალაური კატები სიამისა და სპარსული კატების შეჯვარებით წარმოიშვნენ 1950-იან წლებში აშშ-ში. სწორედ ამ ორი ჯიშის ოქროს შუალედს წარმოადგენენ ჰიმალაური ჯიშის კატები: არ ახასიათებთ სიამის კატების სიჯიუტე და არიან სპარსულებზე მეტად აქტიურები, უყვართ თამაში და მოფერება, დამჯერები არიან, აქვთ რბილი და მშვიდი ხასიათი. მათი ფასი 500-1 300 დოლარამდეა
CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Kirimiti / elf catელფი - კატების ახალგაზრდა ჯიში, რომელიც პირველად აშშ-ში 2006 წელს გამოჩნდა. სელექციურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ამერიკული ხვეულბეწვიანები და კანადური სფინქსები, რის შედეგადაც წარმოიშვა უბეწვო კატა წინ გადაწეული ყურებით. ელფები ძალიან მეგობრულები, ჭკვიანები, თბილები, ცნობისმოყვარეები და ერთგულები. ასეთი უნიკალური შინაური ცხოველის შეძენა 2 000 დოლარად შეგიძლიათ
ელფი - Sputnik საქართველო
10/15
ელფი - კატების ახალგაზრდა ჯიში, რომელიც პირველად აშშ-ში 2006 წელს გამოჩნდა. სელექციურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ამერიკული ხვეულბეწვიანები და კანადური სფინქსები, რის შედეგადაც წარმოიშვა უბეწვო კატა წინ გადაწეული ყურებით. ელფები ძალიან მეგობრულები, ჭკვიანები, თბილები, ცნობისმოყვარეები და ერთგულები. ასეთი უნიკალური შინაური ცხოველის შეძენა 2 000 დოლარად შეგიძლიათ
CC BY 3.0 / Wikipedia / Heikki Siltala / Toygerტოიგერი - დიდი ტანის კატა, ვიზუალურად ჰგავს ვეხვს, ჯიში 1993 წელს აშშ-ში გამჩნდა, ოფიციალური აღიარება 2007 წელს მოიპოვა. ჯიშის შემქმნელი ამტკიცებს, რომ ამ სათამაშო ვეფხვების ჯიში შემუშავდა იმისათვის, რომ ხალხმა მეტად იზრუნოს ველური ბუნების ბინადარ ვეფხვებზე. მიუხედავად დასახელებისა, ტოიგერის ზომა არც ისე პაყარაა: ზრდასრული ტოიგერის საშუალო წონა 7-10 კილოა. ტოიგერი გაწონასწორებული, ინტელიგენტი კატაა და მარტივად ითვისებს ყველაფერს. ამ მინი-ვეფხვის ფასი 500-3 000 დოლარის დაგლებში მერყეობს
ტოიგერი - Sputnik საქართველო
11/15
ტოიგერი - დიდი ტანის კატა, ვიზუალურად ჰგავს ვეხვს, ჯიში 1993 წელს აშშ-ში გამჩნდა, ოფიციალური აღიარება 2007 წელს მოიპოვა. ჯიშის შემქმნელი ამტკიცებს, რომ ამ სათამაშო ვეფხვების ჯიში შემუშავდა იმისათვის, რომ ხალხმა მეტად იზრუნოს ველური ბუნების ბინადარ ვეფხვებზე. მიუხედავად დასახელებისა, ტოიგერის ზომა არც ისე პაყარაა: ზრდასრული ტოიგერის საშუალო წონა 7-10 კილოა. ტოიგერი გაწონასწორებული, ინტელიგენტი კატაა და მარტივად ითვისებს ყველაფერს. ამ მინი-ვეფხვის ფასი 500-3 000 დოლარის დაგლებში მერყეობს
CC BY 2.0 / Flickr / Tom Thai / Classic Tabby Scottish Foldშოტლანდიური ფოლდი ძალიან საინტერესო ჯიშია. მისი მთავარი მახასიათებელი წინ და ქვემოთ გადახრილი ყურებია. ასეთი უჩვეულო დეტალი მათი გარეგნული გენური მუტაციის შედეგია. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენელი 1961 წელს შოტლანდიაში აღმოაჩინეს. შოტლანდიური ფოლდები არიან ძალიან გაწონასწორებულები, ჭკვიანები, უყვართ თამაში და კარგად ეწყობიან ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, ბევრი რამით გამოირჩევიან. აქვთ სპეციფიური ხმა, შეუძლიათ უკანა თათებზე დგომა და დაკვირვება მათთვის საინტერესო ნივთზე ან მოვლენაზე, უყვართ ადამიანის პოზაში ჯდომა, რასაც "ბუდას პოზაც" ეწოდა. ამ ჯიშის კატის შეძენა შეგიძლიათ 200-1 500 დოლარად
შოტლანდიური ფოლდი - Sputnik საქართველო
12/15
შოტლანდიური ფოლდი ძალიან საინტერესო ჯიშია. მისი მთავარი მახასიათებელი წინ და ქვემოთ გადახრილი ყურებია. ასეთი უჩვეულო დეტალი მათი გარეგნული გენური მუტაციის შედეგია. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენელი 1961 წელს შოტლანდიაში აღმოაჩინეს. შოტლანდიური ფოლდები არიან ძალიან გაწონასწორებულები, ჭკვიანები, უყვართ თამაში და კარგად ეწყობიან ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, ბევრი რამით გამოირჩევიან. აქვთ სპეციფიური ხმა, შეუძლიათ უკანა თათებზე დგომა და დაკვირვება მათთვის საინტერესო ნივთზე ან მოვლენაზე, უყვართ ადამიანის პოზაში ჯდომა, რასაც "ბუდას პოზაც" ეწოდა. ამ ჯიშის კატის შეძენა შეგიძლიათ 200-1 500 დოლარად
© Wikipedia / Lunile / Khao Maneeკაო-მანი - ტაილანდური წარმომავლობის ჯიშია, რომელიც ასწლეულებს ითვლის. ისინ იპირველად ახსენეს Tamra Maew-ში, ანუ კატების პოემების წიგნში (1350-1767 წწ). ძველ სიამში კაო-მანის ჯიშის კატები ცხოვრობდნენ მხოლოდ სამეფო ოჯახებში, მიიჩნეოდნენ წარმატების, დღეგრძელობისა და სიმდიდრის სიმბოლოდ. ამ კატის მთავარი მახასიათებელია თეთრი რბილი ბეწვი და მეტყველი თვალები, რომლებიც შეიძლება იყოს ყვითელი, ცისფერი ან სხვადასხვა ფერის. არიან კომუნიკაბელურები, ჭკვიანები, აქტიურები და მარტივად სწავლობენ ყველაფერს. ამ კატის ფასი 7 000-10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს
კაო-მანი - Sputnik საქართველო
13/15
კაო-მანი - ტაილანდური წარმომავლობის ჯიშია, რომელიც ასწლეულებს ითვლის. ისინ იპირველად ახსენეს Tamra Maew-ში, ანუ კატების პოემების წიგნში (1350-1767 წწ). ძველ სიამში კაო-მანის ჯიშის კატები ცხოვრობდნენ მხოლოდ სამეფო ოჯახებში, მიიჩნეოდნენ წარმატების, დღეგრძელობისა და სიმდიდრის სიმბოლოდ. ამ კატის მთავარი მახასიათებელია თეთრი რბილი ბეწვი და მეტყველი თვალები, რომლებიც შეიძლება იყოს ყვითელი, ცისფერი ან სხვადასხვა ფერის. არიან კომუნიკაბელურები, ჭკვიანები, აქტიურები და მარტივად სწავლობენ ყველაფერს. ამ კატის ფასი 7 000-10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს
CC0 / Wikipedia / Lance Klausner / Chausieერთ-ერთი უიშვიათესი შინაური კატის ჯიშია, რომელიც აბისინური და აფრიკული ველური კატების შეჯვარებით გამოიყვანეს. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენელი აშშ-ში 60-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მათი საშუალო წონა 4-8 კილოა. ჩაუზი მოკლებეწვიანი მოხდენილი ჯიშია, გრძელი ბრჭყალებითა და დიდი ყურებით. მათ ახასიათებენ როგორც ჭკვიან და აქტიურ ცხოველებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავენ სიფიცხესა და ენერგიულობას, ვერ იტანენ მარტოობას და ურჩევნიათ დრო გაატარონ ადამიანთან, კატასთან ან, თუნდაც, ძაღლთან ერთად. ჩაუზის ჯიშის კატის ფასი 8-10 ათასი დოლარია
ჩაუზი - Sputnik საქართველო
14/15
ერთ-ერთი უიშვიათესი შინაური კატის ჯიშია, რომელიც აბისინური და აფრიკული ველური კატების შეჯვარებით გამოიყვანეს. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენელი აშშ-ში 60-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მათი საშუალო წონა 4-8 კილოა. ჩაუზი მოკლებეწვიანი მოხდენილი ჯიშია, გრძელი ბრჭყალებითა და დიდი ყურებით. მათ ახასიათებენ როგორც ჭკვიან და აქტიურ ცხოველებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავენ სიფიცხესა და ენერგიულობას, ვერ იტანენ მარტოობას და ურჩევნიათ დრო გაატარონ ადამიანთან, კატასთან ან, თუნდაც, ძაღლთან ერთად. ჩაუზის ჯიშის კატის ფასი 8-10 ათასი დოლარია
CC0 / Wikipedia / Jason Douglas / Savannah catყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიში, რომელიც აფრიკული სევალისა და შინაური კატის ჰიბრიდიზაციის გზით შექმნეს. ამ ჯიშის გამოყვანა აშშ-ში მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, თუმცა პირველი კნუტები სამყაროს 1986 წელს მოევლინნენ. სავანას წონა 15 კილომდეა, სიმაღლე კი - 60 სმ, რამაც შინაურ კატებში ისინი ყველაზე დიდებად აქცია. სავანას აქვს გრძელი ფეხები, დიდი დაკუნთული სხეული, მაღალი წვეტიანი ყურები, ასევე ხშირი და კოპლიანი ბეწვი. სავანები ცნობილები არიან ინტელექტის მაღალი დონით, მშვიდი ხასიათით, ცნობისმოყვარეობიტა და აქტიურობით. ამ ჯიშის კატები კარგად ეგუებიან ახალ პირობებში ცხოვრებას, თუმცა სჭირდებათ დიდი სივრცე სათამაშოდ და სარბენად. კარგად ეწყობიან სხვა ცხოველებს, უყვართ წყლის პროცედურები და სეირნობა. მათი ფასი 4-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს
სავანა - Sputnik საქართველო
15/15
ყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიში, რომელიც აფრიკული სევალისა და შინაური კატის ჰიბრიდიზაციის გზით შექმნეს. ამ ჯიშის გამოყვანა აშშ-ში მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, თუმცა პირველი კნუტები სამყაროს 1986 წელს მოევლინნენ. სავანას წონა 15 კილომდეა, სიმაღლე კი - 60 სმ, რამაც შინაურ კატებში ისინი ყველაზე დიდებად აქცია. სავანას აქვს გრძელი ფეხები, დიდი დაკუნთული სხეული, მაღალი წვეტიანი ყურები, ასევე ხშირი და კოპლიანი ბეწვი. სავანები ცნობილები არიან ინტელექტის მაღალი დონით, მშვიდი ხასიათით, ცნობისმოყვარეობიტა და აქტიურობით. ამ ჯიშის კატები კარგად ეგუებიან ახალ პირობებში ცხოვრებას, თუმცა სჭირდებათ დიდი სივრცე სათამაშოდ და სარბენად. კარგად ეწყობიან სხვა ცხოველებს, უყვართ წყლის პროცედურები და სეირნობა. მათი ფასი 4-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს
ყველა ახალი ამბავი
0