11:51 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
ფოტო

ევროპის 12 შთამბეჭდავი სასახლე

მოკლე ბმულის მიღება
19420
  • ნოიშვანშტაინის სასახლე - ბავარიელი მეფე ლუდვიგ II-ის სასახლა ქალაქ ფიუსენთან და ჰოენშვანგაუს სასახლესთან ახლოს, ავსტრიის სასახლიდან არც ისე შორს. დღეისათვის სასახლეს მუზეუმის ფუნქცია აქვს. სასახლის მოსანახულებლად აუცილებელია ბილეთის შეძენა, ხოლო სასახლესთან მისვლა შესაძლებელია ავტობუსით, კარეტით ან ფეხით
  • ბრანის სასახლე მსოფლიოს ყველაზე საშიშ ადგილებში შედის, ხოლო ტურისტული კატალოგები ამ ნაგებობას გრაფ დარკულას რეზიდენციას უწოდებენ, რომელიც ნამდვილად ისტორიული პიროვნება იყო. სასახლე აგებულია გოთიკურ სტილში , მასში მრავალი ლაბირინთი, დერეფანი და დიდი დარბაზია
  • უინდზორის სასახლე - დიდი ბრიტანეთის პოპულარული ღირსშესანიშნაობა. სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ხელისუფალთა აპარტამენტები, წმინდა გიორგის სალოცავი, სასახლის ეზოები და მიდამოები. დღეისათვის უინდზორის სასახლეს ხშირად იყენებენ სახელმწიფო ღობისძიებების გასამართად. ეს დედოფალი ელიზაბეთ მეორის საყვარელი სახლია
  • ლიტვის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული სილამაზე ქვეყნის ძველ დედაქალაქ ტრაკაიში მდებარეობს, სადაც შუა საუკუნეებში ლიტვის მმართველთა რეზიდენცია იყო. სასახლე XIV საუკუნის დასაწყისში აიგო. ეს ულამაზესი ნაგებობა გამოირჩევა იმით, რომ ის გალვეს ტბაში მიწის პატარა ნაწილზე დგას
  • პენის სასახლე - პორტუგალიის ყველაზე ცნობილი სასახლე ფერადი კედლებით. სასახლე აგებულია რომანტიკულ სტილში და წარმოადგენს არქიტექტურული სტილების სიმრავლეს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ნეოგოთიკა, მანუელინო, ნეორენესანსი და ისლამური მოტივებიც კი
  • სასახლე პლაჟზე ქალაქ ლორეტ-დე-მარში, კოსტა-ბრავას სანაპიროზე კატალონიაში. მისი მშენებლობა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. დღეისათვის ეს ლამაზი შენობა ქალაქის სიმბოლოდაა ქცეული. მისი ნახვა მხოლოდ გარედან შეიძლება, რადგან სასახლე კერძო საკუთრებაა
  • ჰლუბოკას სასახლე XIII საუკუნის შუაში აიგო მდინარე ვლტავასთან. თავდაპირველად ის გოთიკურ სტილში შენდებოდა, მოგვიანებით კი რენესანსისა ეპოქის და ბაროკული სტილის ელემენტები შეიძინა. სასახლე შედგება 11 კოშკისგან, 140 ოთახისგან, აქვს ორი შიდა ეზო, ორანჟერეა და თავლები
  • მირაბელის სასახლე ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში მიიჩნევა ყველაზე მიმზიდველად, ვინდაიდან მის გარშემო ზღაპრული ბაღებია გაშენებული. სასახლე 1606 წელს ჰერცოგი ვოლფ დიტრიხ ფონ რეტენოს ბრძანებით აიგო მისი მიჯნურის, სალომე ალტისათვის. მირაბელის სასახლე ავსტრიული სტილშია აშენებული
  • მონ-სენ-მიშელი, რაც ქართულად მთავარანგელოზი მიქაელის მთებს ნიშნავს, არის კუნძული-ციხესიმაგრე და წოდებულია ქრისტიანობის არქიტექტურულ მარგალიტად. კოშკების მოყვანილობის გამო კუნძული იუნესკოს სიაში შესულ ფრანგულ ობიექტებს შორის ყველაზე ცნობილია
  • ალუპკის სასახლე-მუზეუმი, ცნობილია როგორც ვორონცოვის სასახლე, 19-ე საუკუნის პირველ ნახევარში აიგო, აი-პერტის მთების ძირას. მისი პირველი მფლობელი იყო გრაფი მიხაილ ვორონცოვი. მისი შენება 1830 წელს დაიწყო და 18 წლის შემდეგ დასრულდა. სასახლე ნეოგოთიკურ სტილშია აგებული
  • დე ჰაარის სასახლე - ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი სასახლე არამხოლოდ ჰოლანდიაშ, არამედ მთელ ევროპაში. სასახლე ზღაპრულად გამოიყურება, მის გარშემო გაშენებულია ბაღები და მოწყობილია პატარა დეკორატიული ტბორები
  • ლედნიცეს სასახლე - ეს ჩეხეთის ერთ-ერთი ულამაზესი სასახლეა. ამ დროისათვის ის ერთ-ერთი უმთავრესი შენობაა რომანტიზმის სტილში. 1996 წლის დეკემბრიდან სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. დაახლოებით 700 წლის განმავლობაში ის ლიხტენშტეინების დინასტიას ეკუთვნოდა
ნოიშვანშტაინის სასახლე - ბავარიელი მეფე ლუდვიგ II-ის სასახლა ქალაქ ფიუსენთან და ჰოენშვანგაუს სასახლესთან ახლოს, ავსტრიის სასახლიდან არც ისე შორს. დღეისათვის სასახლეს მუზეუმის ფუნქცია აქვს. სასახლის მოსანახულებლად აუცილებელია ბილეთის შეძენა, ხოლო სასახლესთან მისვლა შესაძლებელია ავტობუსით, კარეტით ან ფეხით

ხანდახან ყველას გვიჩნდება სურვილი ჩავიძიროთ ბნელი გოთიკის, ბაროკოს ან პათოსური რენესანსის გარემოში ძველი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სასახლეები ვიხილოთ. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში წარმოგიდგენთ ყველაზე შთამბეჭდავი სასახლეების სურათებს

რომანტიული და დახვეწილი, დიდებული და იდუმალი, მითებისა და ლეგენდების მატარებელი სასახლეები ევროპაში. ისინი სამეფო დრამებისა და ისტორიული მოვლენების უნებლიე მოწმეები არიან.

თემაზე

სატვირთოების საცობი: საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი რიგი დგას
ბუნების საოცრებები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში იქმნებოდა
ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნაშრომები: დასახელდნენ სტენინის კონკურსის გამარჯვებულები
რთული მატჩი: ქართული რაგბის ამომავალმა ვარსკვლავებმა ბრაზილიელებთან ითამაშეს

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები