07:25 23 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
ფოტო

ეგვიპტე All inclusive-ს მიღმა, ანუ მოინიშნეთ აუცილებლად სანახავი ადგილები

მოკლე ბმულის მიღება
96 0 0
  • როცა ბერძნებმა ეგვიპტის მიწაზე ფეხი დადგეს, ამ სტატუებში თავიანთი ლეგენდარული გმირის, მემნონის სახება დაინახეს. ამიტომაც შემორჩა მათ სახელად „მემნონის ტიტანები“. ეს თვრამეტმეტრიანი ბუმბერაზებიდან თითოეული 700 ტონას იწონის.
  • ხატშეპსუტის ტაძარი დეილ ელ-ბაჰრის დაკიდული კლდეების ძირში მდებარეობს და ეგვიპტის ისტორიაში ერთადერთი ფარაონი ქალის, ხატშეპსუტის სახელზეა აგებული.
  • ხატშეპსუტის ტაძრის ფასადი - ტაძრის აგებას პირველი პირამიდის არქიტექტორი სენმუტი ხელმძღვანელობდა.
  • წმინდა ეკატერინეს სახელობის ბერძნული მონასტერი სინაის მთაზე, 1570 მ სიმაღლეზე. მონასტერი მეოთხე საუკუნეშია აგებული და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
  • ღმერთ ჰოროსის სახელზე აგებული ტაძრის კედელი. აგებულია ჩვენს ერამდე 237 წელს.
  • გიზის პირამიდები და დიდი სფინქსი მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე.
  • კარნაკის ტაძარი - მსოფლიოს უდიდესი მუზეუმი ღია ცის ქვეშ
  • აბუ-სიმბალი - კლდეში ნაკვეთი ძველეგვიპტური ტაძარი, აგებულია ძვ. წ. XIII საუკუნეში, ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ფარაონის, რამზეს II-ის მიერ. შესულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
  • მდინარე ნილოსი — პლანეტის ერთ-ერთი უგრძესი მდინარე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკიდან საჰარის უდაბნოს გავლით ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში.
  • რაზ-მოჰამედის ეროვნული პარკი, ცნობილია ათასზე მეტი სახეობის თევზითა და 150 სახეობის მარჯნის რიფით
  • ძველი კაირო, სადაც დღემდეა შემორჩენილი ქვაბული, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, წმინდა ოჯახი იმალებოდა.
  • ძველეგვიპტური ხელოვნების მუზეუმი კაიროში, დაარსებულია 1835 წელს.
როცა ბერძნებმა ეგვიპტის მიწაზე ფეხი დადგეს, ამ სტატუებში თავიანთი ლეგენდარული გმირის, მემნონის სახება დაინახეს. ამიტომაც შემორჩა მათ სახელად „მემნონის ტიტანები“. ეს თვრამეტმეტრიანი ბუმბერაზებიდან თითოეული 700 ტონას იწონის.

ეგვიპტეში მოგზაურობის მსურველებისთვისSputnik-საქართველომ ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტო-ლენტა მოამზადა.

უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა — ეგვიპტე; ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ეწვიო, რათა კაცობრიობისთვის ნაბოძებ კულტურულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს გაეცნო, თვალი შეავლო გრანდიოზულ პირამიდებსა თუ ხეოფსის ქანდაკებას, ტაძრებსა და ობელისკებს.

იხილეთ ფოტო-ლენტა და მოინიშნეთ აუცილებლად სანახავი ადგილები.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები