მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ჩანჩქერები

გამოწერა

ცხენის კუდი, კატარაქტი, კლიტის ჭუჭრუტანა, ვუალი… გგონიათ ეს საგნებისა თუ ნივთების ჩამონათვალია? თუ ასე ფიქრობთ, ცდებით, ეს ჩანჩქერების ტიპებიდან რამდენიმეს დასახელებაა. იხილეთ მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ჩანჩქერების ფოტოლენტა Sputnik-საქართველოსგან.

თუ ასე ფიქრობთ, ცდებით, ეს ჩანჩქერების 17 ტიპიდან რამდენიმეს დასახელებაა.

დედამიწაზე არაერთი ცნობილი ჩანჩქერი არსებობს, რომლებიც სიმაღლით, სიგანითა თუ სისწრაფით გამოირჩევიან, არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნიან და შესაბამისად, მათი მონახულების მსურველთა რაოდენობაც დიდია.ბევრი ახერხებს ამას და უშუალოდ სტუმრობს ბუნების ამ საოცრებებს, ბევრიც —ვერა. ამიტომ ჩვენს ფოტოლენტაში რამდენიმე ცნობილი თუ მანამდე თქვენთვის უცნობი ჩანჩქერის შთამბეჭდავ ფოტოლენტას გთავაზობთ.

CC BY-SA 2.0 / Flickr / i_pinz / Victoria Fallsყველას გვსმენია ჩანჩქერი ვიქტორიას შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკის ორ ქვეყანას, ზამბიასა და ზიმბაბვეს ჰყოფს ერთმანეთისგან. ვიქტორია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩანჩექრია მსოფლიოში, მისი სიგანე 1,708 მეტრს შეადგენს, სიმაღლე კი 108 მეტრს.
ვიქტორიას ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
1/17
ყველას გვსმენია ჩანჩქერი ვიქტორიას შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკის ორ ქვეყანას, ზამბიასა და ზიმბაბვეს ჰყოფს ერთმანეთისგან. ვიქტორია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩანჩექრია მსოფლიოში, მისი სიგანე 1,708 მეტრს შეადგენს, სიმაღლე კი 108 მეტრს.
CC BY-SA 2.0 / Flickr / Sean Hagen / Havasu Falls ჰავასუს ჩანჩქერი ქალაქი სუპაიდან 2,4 კილომეტრის დაშორებით, დიდი კანიონის დასაწყისში იღებს სათავეს, სადაც ჰავასუპაის ინდოელთა ბანაკებია. დასახელება “Havasupai” ნიშნავს "ლურჯ-მწვანე წყლის ხალხს", რასაც ფოტოც გვახვედრებს
ჩანჩქერი ჰავასუ - Sputnik საქართველო
2/17
ჰავასუს ჩანჩქერი ქალაქი სუპაიდან 2,4 კილომეტრის დაშორებით, დიდი კანიონის დასაწყისში იღებს სათავეს, სადაც ჰავასუპაის ინდოელთა ბანაკებია. დასახელება “Havasupai” ნიშნავს "ლურჯ-მწვანე წყლის ხალხს", რასაც ფოტოც გვახვედრებს
CC BY-SA 2.0 / Flickr / drnan tu / ვიეტნამში შეხვდებით დეტიანის ჩანჩექრს, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეოთხეა. ჩანჩქერის სიგანე 200 მეტრს აღწევს, მისი სიღრმე კი 120 მეტრზე მეტია
დეტიანის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
3/17
ვიეტნამში შეხვდებით დეტიანის ჩანჩექრს, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეოთხეა. ჩანჩქერის სიგანე 200 მეტრს აღწევს, მისი სიღრმე კი 120 მეტრზე მეტია
CC BY 2.0 / Flickr / Stefan Krasowski / Caribbean South Americaანხელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გადმოედინება აუიანტეპუის მთიდან. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება
ჩანჩქერი ანხელი - Sputnik საქართველო
4/17
ანხელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გადმოედინება აუიანტეპუის მთიდან. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება
CC BY 2.0 / Flickr / U.S. Geological Survey / McWay Fallsეს მაკვეის ჩანჩქერია, მდებარეობს კალიფორნიაში. მისი სიმაღლე სულ რაღაც 24 მეტრია, ჩაედინება წყნარი ოკეანის პატარა ყურეში. მაკვეი არ გამოირჩევა სიმაღლითა და სიგანით, თუმცა მისი სილამაზე ნამდვილად შთამბეჭდავია
მაკვეის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
5/17
ეს მაკვეის ჩანჩქერია, მდებარეობს კალიფორნიაში. მისი სიმაღლე სულ რაღაც 24 მეტრია, ჩაედინება წყნარი ოკეანის პატარა ყურეში. მაკვეი არ გამოირჩევა სიმაღლითა და სიგანით, თუმცა მისი სილამაზე ნამდვილად შთამბეჭდავია
CC BY-SA 2.0 / Flickr / Kamil Porembiński / Seljalandsfossჩანჩქერი ისლანდიაში, მდინარე სელიალანდსაზე. საერთო სიმაღლე 60 მ. მდებარეობს წრიული გზის 1 მარშრუტის გადაკვეთაზე, სელფოსს, ჰვოლსვედლიურსა და სკოუგარს შორის. აქვეა ჩანჩქერი სკოუგაფოსი. შესაძლებელია ჩანჩქერის ირგვლივ ფეხით სეირნობა. სიახლოვესაა მცირე ბანაკი
ჩანჩქერი სელიალანდსფოსი - Sputnik საქართველო
6/17
ჩანჩქერი ისლანდიაში, მდინარე სელიალანდსაზე. საერთო სიმაღლე 60 მ. მდებარეობს წრიული გზის 1 მარშრუტის გადაკვეთაზე, სელფოსს, ჰვოლსვედლიურსა და სკოუგარს შორის. აქვეა ჩანჩქერი სკოუგაფოსი. შესაძლებელია ჩანჩქერის ირგვლივ ფეხით სეირნობა. სიახლოვესაა მცირე ბანაკი
CC BY-SA 2.0 / Flickr / rajapal / Yosemite Fallsჩანჩქერი ჩრდილოეთ ამერიკაში, კალიფორნიის შტატში. მდებარეობს იოსემიტის ეროვნულ პარკში, სიერა-ნევადის ქედზე. შედგება სამი ვარდნილისაგან, რომელთა საერთო სიმაღლეა 739 მეტრი.
იოსემიტის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
7/17
ჩანჩქერი ჩრდილოეთ ამერიკაში, კალიფორნიის შტატში. მდებარეობს იოსემიტის ეროვნულ პარკში, სიერა-ნევადის ქედზე. შედგება სამი ვარდნილისაგან, რომელთა საერთო სიმაღლეა 739 მეტრი.
CC BY-SA 2.0 / Flickr / Nic Redhead / Niagara Fallsსამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს
ჩანჩქერი ნიაგარა - Sputnik საქართველო
8/17
სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს
CC BY 2.0 / Flickr / amanderson2 / Flying by Kaieteur Falls on the plane Guyanaჩანჩქერი კაიეტური გაიანას დასავლეთ ნაწილშია, მისი სიმაღლე 226 მეტრს შეადგენს. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია (ხუთჯერ უფრო დიდი, ვიდრე ნიაგარა და ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ვიქტორია)
ჩანჩქერი კაიეტური - Sputnik საქართველო
9/17
ჩანჩქერი კაიეტური გაიანას დასავლეთ ნაწილშია, მისი სიმაღლე 226 მეტრს შეადგენს. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია (ხუთჯერ უფრო დიდი, ვიდრე ნიაგარა და ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ვიქტორია)
CC BY-SA 4.0 / Wikipedia / David Spigiel / Water flowing across mossy cascadesპლიტვიცეს ჩანჩქერი პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკში ჩამოედინება. ეს უძველესი ეროვნული პარკია სამხრეთ ევროპაში და უდიდესი ხორვატიაში
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
10/17
პლიტვიცეს ჩანჩქერი პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკში ჩამოედინება. ეს უძველესი ეროვნული პარკია სამხრეთ ევროპაში და უდიდესი ხორვატიაში
CC BY-SA 2.0 / Flickr / David Lee / Palouse Fallsჩანჩქერი პელოუზი ვაშინგტონში მდებარეობს. ჩანჩქერი იგივე დასახელების მდინარით იკვებება, რომელიც კანიონში ჩაედინება
პელოუზის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
11/17
ჩანჩქერი პელოუზი ვაშინგტონში მდებარეობს. ჩანჩქერი იგივე დასახელების მდინარით იკვებება, რომელიც კანიონში ჩაედინება
CC BY 2.0 / Flickr / Ryan Park / Bridalveil Fallsჩანჩქერი ბრაიდლვეილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია კალიფორნიაში. დასახელება ქართულად "დედოფლის ფატას" ნიშნავს. მისი სიმაღლე 188 მეტრია
ჩანჩქერი ბრაიდლვეილი - Sputnik საქართველო
12/17
ჩანჩქერი ბრაიდლვეილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია კალიფორნიაში. დასახელება ქართულად "დედოფლის ფატას" ნიშნავს. მისი სიმაღლე 188 მეტრია
CC BY-SA 2.0 / Flickr / Mitchel Jones / Skógafossსკოუგაფოსი - ჩანჩქერი მდინარე სკოუგაუზე, ისლანდიის სამხრეთი. მისი სიგანე 25 მეტრია, ვარდნის სიმაღლე კი 60 მეტრს აღწევს. წყლის შხეფებისგან კარგ ამინდში ხშირად შეხვდებით ცისარტყელას, იშვიათად ორს ერთდროულადაც
ჩანჩქერი სკოუგაფოსი - Sputnik საქართველო
13/17
სკოუგაფოსი - ჩანჩქერი მდინარე სკოუგაუზე, ისლანდიის სამხრეთი. მისი სიგანე 25 მეტრია, ვარდნის სიმაღლე კი 60 მეტრს აღწევს. წყლის შხეფებისგან კარგ ამინდში ხშირად შეხვდებით ცისარტყელას, იშვიათად ორს ერთდროულადაც
CC0 / Flickr / David Wei Wong / Millaa Millaa water fallsჩანჩქერი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატში. ეს ადგილი მდებარეობს ატერტონის პლატოზე, მისი სიმაღლე შეადგენს 18.3 მეტრს და მას გააჩნია 1 ვარდნობი. მილა-მილა გამოირჩევა სილამაზით და, სხვა ჩანჩქერებისგან განსხვავებით, აქ დაშვებულია ცურვა
ჩანჩქერი მილა-მილა - Sputnik საქართველო
14/17
ჩანჩქერი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატში. ეს ადგილი მდებარეობს ატერტონის პლატოზე, მისი სიმაღლე შეადგენს 18.3 მეტრს და მას გააჩნია 1 ვარდნობი. მილა-მილა გამოირჩევა სილამაზით და, სხვა ჩანჩქერებისგან განსხვავებით, აქ დაშვებულია ცურვა
CC BY-SA 2.0 / Miroslav Vajdic / Kravica (waterfall)ჩანჩქერი კრავიცა ბოსნია და ჰერცოგოვინაში. მისი სიმაღლე სულ რაღაც 25 მეტრია, მდინარის რადიუსი ვარდნობებთან 120 მეტრს შეადგენს. კრავიცე საკმაო პოპულარობით სარგებლობს ტურისტებსა და დამსვენებლებში
ჩანჩქერი კრავიცა - Sputnik საქართველო
15/17
ჩანჩქერი კრავიცა ბოსნია და ჰერცოგოვინაში. მისი სიმაღლე სულ რაღაც 25 მეტრია, მდინარის რადიუსი ვარდნობებთან 120 მეტრს შეადგენს. კრავიცე საკმაო პოპულარობით სარგებლობს ტურისტებსა და დამსვენებლებში
CC BY 2.0 / Flickr / Ronald Tagra / Jiulong Waterfallჩანჩქერი ძიულონი მდებარეობს ჩინეთში, ქალაქ ლოუპინთან ახლოს. აქ წყალი საფეხურებზე მოედინება და ქვემოთ ბუნებრივ საცურაო აუზს ქმნის
ჩანჩქერი ძიულონი - Sputnik საქართველო
16/17
ჩანჩქერი ძიულონი მდებარეობს ჩინეთში, ქალაქ ლოუპინთან ახლოს. აქ წყალი საფეხურებზე მოედინება და ქვემოთ ბუნებრივ საცურაო აუზს ქმნის
CC0 / Wikipedia / Jorge Falcón / Kukenan Fallsჩანჩქერი ვენესუელაში, მდინარე კარონზე. ანხელის შემდეგ კუკენანი ვენესუელაში სიმაღლით მეორე წყალვარდნილია. წყალვარდნილის სიმაღლე უდრის 674 მ-ს. სიგანე 61 მ. წყალი ეშვება ამავე სახელწოდების ტეპუიდან. ტეპუი კუკენანი მდებარეობს რორაიმას მთის სიახლოვეს, რომელიც გვევლინება როგორც ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის გეოგრაფიული საზღვარი
კუკენანის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
17/17
ჩანჩქერი ვენესუელაში, მდინარე კარონზე. ანხელის შემდეგ კუკენანი ვენესუელაში სიმაღლით მეორე წყალვარდნილია. წყალვარდნილის სიმაღლე უდრის 674 მ-ს. სიგანე 61 მ. წყალი ეშვება ამავე სახელწოდების ტეპუიდან. ტეპუი კუკენანი მდებარეობს რორაიმას მთის სიახლოვეს, რომელიც გვევლინება როგორც ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის გეოგრაფიული საზღვარი
ყველა ახალი ამბავი
0