05:45 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფოტო

"ქართველთა მარში" სოროსის წინააღმდეგ

მოკლე ბმულის მიღება
46 0 0
  • ქართველთა მარშის მონაწილეები
  • ქართველთა მარშის მონაწილეები
  • ქართველთა მარშის მონაწილეები
  • ქართველთა მარშის მონაწილეები
  • ქართველთა მარშის მონაწილეები
  • ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მათი მომხრეები ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს შენობას ანთებულ მაშხალებს ესროდნენ
  • ქართველთა მარშის მონაწილეები
  • ქართველთა მარშის მონაწილეები
  • ქართველთა მარშის მონაწილეები
  • დეპუტატი ადა მარშანია მონაწილეობს ქართველთა მარშში
  • ქართველთა მარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ქართველი მომღერალი გია კორკოტაშვილი
© Sputnik/ STRINGER
"ქართველთა მარშის" მხარდამჭერებმა სამშაბათს მაშხალებით ხელში გამართეს აქცია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისთან

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები "ქართველთა მარშის" მონაწილეთა გამოსვლების გაგრძელების პირობას დებენ. იხილეთ თბილისში გამართული ბოლო მასშტაბური აქციის სურათები „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში.

"ქართველთა მარშის" მხარდამჭერებმა სამშაბათს მაშხალებით ხელში გამართეს აქცია ფონდ "ღია საზოგადოება — საქართველოს" ოფისთან და საქართველოში მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა მაშხალების სროლით გააპროტესტეს. "ქართველთა მარშის" მონაწილეები ფონდის დამფუძნებელ ჯორჯ სოროსს აქამდეც ადანაშაულებდნენ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებებში. შემდეგ მომიტინგეები თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ოფისისკენ გაემართნენ და პიკეტი მოაწყვეს. 

აქციის ორგანიზატორების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიწების საკითხებში სოროსის პოლიტიკას ატარებს. თუმცა მოგვიანებით მომიტინგეების ბრალდება თავად კალაძემ უარყო. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა განაცხადა, ეს ბრალდება უსაფუძვლოა. "ის, რომ მიწა აღარ გაიყიდება უცხოელებზე, ჩვენი გუნდის დამსახურებაა, და ზუსტად ჩვენმა გუნდა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პუნქტი შესულიყო ქვეყნის კონსტიტუციაში", — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კალაძის სიტყვების მიუხედავად, ოთხშაბათს "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მომღერალმა გია კორკოტაშვილმა განაცხადა, რომ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის წინააღმდეგ "ქართველთა მარში" გაგრძელდება. "ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის სიწმინდეა. ქართულ სამეურნეო მიწებს ვერ შეიძენს ჩვენთვის უცხო ხალხი. ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ეს მიწები არ გაიყიდოს. საპროტესტო აქციები გაგრძელდება და დასრულდება ისე, როგორც საქართველოს სჭირდება", — განაცხადა კორკოტაშვილმა.

თემაზე

ამერიკის ტრაგედია: 11 სექტემბრის შოკისმომგვრელი ფოტოები
დატბორილი ქალაქი: ქარიშხალი "ირმა" მაიამიში
რაც აუცილებლად უნდა ნახო: პარკი „საქართველო მინიატურებში“
ზაზა ფაჩულია: როდესაც ლეგენდა მიდის

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები