05:37 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფოტო

დატბორილი ქალაქი: ქარიშხალი "ირმა" მაიამიში

მოკლე ბმულის მიღება
804 0 0
  • მაიამის დატბორილი ქუჩები ქარიშხალი ირმას შემდეგ
  • გადაბრუნებული სატვირთო მაიამიში - ქარიშხალი ირმას შედეგები
  • ქარიშხალ ირმას ბისკეინის ყურედან ტალღები მიაქვს ქალაქისკენ
  • ქარიშხალი ირმას შედეგები მაიამიში - მამაკაცი ქალაქის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთ დატბორილ ქუჩაზე გადადის
  • ქარიშხალი ირმას შედეგები მაიამიში - მაიამის დატბორილი ქუჩები
  • სატელევიზიო გადამღები ჯგუფი დატბორილ ქუჩაზე ბრიკელის კვარტალში ქარიშხლის შემდეგ
  • ქარიშხალი ირმას შედეგად წაქცეული ხეეები მაიამიში, ფლორიდა
  • ქარიშხალი ირმას შედეგები ფლორიდაში - ხალხი მაიამის დატბორილ ქუჩებში გადაადგილდება
  • თანამგზავრიდან Geocolor GOES-16 10 სექტემბერს გადაღებულ ამ ფოტოზე, ნათლად ჩანს, თუ როგორ მიჰყვება ირმა ფლორიდის სანაპიროებს. ქარის სიჩქარე 210 კმ/სთ-მდე აღწევდა
  • ქალაქი ნეაპოლის დატბორილი ქუჩები ქარიშხლის შემდეგ
  • ქარიშხალი ირმას შედეგად განადგურებული ბენზინგასამართი სადგური ბონიტა-სპრინგსი
  • ქარიშხალი ირმას შედეგად განადგურებული ერთ-ერთი მაღაზიის შენობა ფორტ-დოდერდეილში, ფლორიდას შტატი
  • დანგრეული საწყობი, სადაც პატარა ნავები და იახტები ინახებოდა, ჰოლივუდი, ფლორიდა
  • ქარიშხლის შედეგად ქვიშით დაფარული ბულვარი ფორტ-ლოდერდეილიში
© REUTERS/ Stephen Yang
დატბორილი ქუჩები ბრიკელის კვარტალში ქარიშხალი "ირმას" შემდეგ

ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში წყალდიდობა მოხდა ქარიშხალი "ირმას" გადავლის შემდეგ. იხილეთ სტიქიური უბედურების შედეგები ფოტოკადრებში.

ქარიშხალმა "ირმამ" ფლორიდის შტატის დასავლეთ სანაპიროს გადაუარა და ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია. ქარის სისწრაფე, საინფორმაციო საშუალებების სხვადასხვა მონაცემებით, 180-210 კმ/სთ-ს აღწევდა. ქალაქის რამდენიმე რაიონი მთლიანად დაიტბორა. ქარიშხალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მაიამის ფინანსურ რაიონს — ბრიკელის კვარტალს, სადაც წყლის დონემ 60 სანტიმეტრის სიმაღლემდე აიწია. ქუჩებში მდინარეები მოედინებოდა. მილიონზე მეტი სახლი მაიამიში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფლორიდის შტატის მთავრობამ "ირმას" მოახლოვებასთან დაკავშირებით მაიამის მცხოვრებთა ნაწილის ევაკუაცია მოახდინა. მანამდე ქარიშხალმა გაანადგურა კარიბის აუზის ქვეყნები, სადაც დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა.

თემაზე

რაც აუცილებლად უნდა ნახო: პარკი „საქართველო მინიატურებში“
ზაზა ფაჩულია: როდესაც ლეგენდა მიდის
ხანძარი მაღალმთიანი აჭარის ტყეში
საქართველოს საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებები: ბოლო მატჩების საუკეთესო ფოტოები

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები