ხანძარი "დეზერტირების ბაზარში"

გამოწერა

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ბაზარში გაჩენილმა ხანძარმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე.

ხანძრები საქართველოს ბაზრებში აქტუალურ თემად იქცა ქართულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში. ყოველი ასეთი შემთხვევა განხილვის საგნად იქცა, ხშირად საუბრობენ ხანძრის განზრახ გაჩენის შესახებაც – თითქოს ამ ყველაფერს დაინტერესებული პირები აწყობენ. არც ორშაბათს "დეზერტირების ბაზარში" გაჩენილი ხანძარი ყოფილა გამონაკლისი. 

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ათი სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა - Sputnik საქართველო
"დეზერტირების ბაზარში" გაჩენილი ხანძრის შედეგები

შემთხვევის ადგილზე მალევე გამოჩნდნენ ქართული მასმედიის წარმომადგენლები, მოვლენა შუქდებოდა პირდაპირ ეთერშიც. ხანძრის კერის ლიკვიდაციისთვის გამოიყო 10 ბრიგადა. კერა მალე ჩააქრეს, დაიწვა საწყობი, თუმცა ახლომდებარე სხვა ობიექტები არ დაზიანებულა. ბაზრის მუშაობა ხანძრის ლიკვიდაციის დროს არ შემწყდარა — ალმოდებული საწყობი მთავარი სავაჭრო შენობიდან მოშორებით მდებარეობს.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ ბაზარში გაჩენილმა კიდევ ერთმა ხანძარმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ სავაჭრო ობიექტები შემთხვევით არ იწვის. Facebook მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ხანძრის გაჩენა, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესებს ემსახურება
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
1/15
თბილისის ერთ-ერთ ბაზარში გაჩენილმა კიდევ ერთმა ხანძარმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ სავაჭრო ობიექტები შემთხვევით არ იწვის. Facebook მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ხანძრის გაჩენა, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესებს ემსახურება
© Sputnik / Alexander Imedashviliხანძრის ლიკვიდაციაში ათი ბრიგადა მონაწილეობდა. ბაზრის მუშაობა ხანძრის ლიკვიდაციის დროს არ შეწყვეტილა - ალმოდებული საწყობი მთავარო სავაჭრო შენობიდან მოშორებით მდებარეობს
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
2/15
ხანძრის ლიკვიდაციაში ათი ბრიგადა მონაწილეობდა. ბაზრის მუშაობა ხანძრის ლიკვიდაციის დროს არ შეწყვეტილა - ალმოდებული საწყობი მთავარო სავაჭრო შენობიდან მოშორებით მდებარეობს
© Sputnik / Alexander Imedashviliმეხანძრეები ოპერატიულადმივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ხანძარი იქამდე ჩააქრეს, სანამ მოედებოდა სხვა შენობებს, საწყობებს და სავაჭრო ობიექტებს
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
3/15
მეხანძრეები ოპერატიულადმივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ხანძარი იქამდე ჩააქრეს, სანამ მოედებოდა სხვა შენობებს, საწყობებს და სავაჭრო ობიექტებს
© Sputnik / Alexander Imedashviliხანძრის შედეგად დაიწვა მხოლოდ ერთი საწყობი
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
4/15
ხანძრის შედეგად დაიწვა მხოლოდ ერთი საწყობი
© Sputnik / Alexander Imedashviliდამწვარ შენობაში განთავსებული იყო საყინულე კამერები, საწყობი და სხვადასხვა პროდუქტები
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
5/15
დამწვარ შენობაში განთავსებული იყო საყინულე კამერები, საწყობი და სხვადასხვა პროდუქტები
© Sputnik / Alexander Imedashviliხანძრის კერის ლიკვიდაციის შემდეგ მოვაჭრეებსა და მაღაზიების მფლობელებს პროდუქციის უსაფრთხო ადგილზე გადატანის საშუალება მისცეს
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
6/15
ხანძრის კერის ლიკვიდაციის შემდეგ მოვაჭრეებსა და მაღაზიების მფლობელებს პროდუქციის უსაფრთხო ადგილზე გადატანის საშუალება მისცეს
© Sputnik / Alexander Imedashviliშემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, რაც ხანძრის გაჩენის მიზეზს დაადგენს
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
7/15
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, რაც ხანძრის გაჩენის მიზეზს დაადგენს
© Sputnik / Alexander Imedashviliასევე მიმდინარეობს ზარალის დათვა - ხანძარმა დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობი დააზიანა
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
8/15
ასევე მიმდინარეობს ზარალის დათვა - ხანძარმა დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობი დააზიანა
© Sputnik / Alexander Imedashviliშემთხვევის ადგილთან ახლოს განთავსებული სავაჭრო ობიექტები და მათ მფლობელები არ დაზარალებულან
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
9/15
შემთხვევის ადგილთან ახლოს განთავსებული სავაჭრო ობიექტები და მათ მფლობელები არ დაზარალებულან
© Sputnik / Alexander Imedashviliმათ, ვისი პროდუქციაც დამწვარ საწყობში და მის სიახლოვეს იყო, აქტიური ზომები მიიღეს საკუთარი ქონების გადასარჩენად
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
10/15
მათ, ვისი პროდუქციაც დამწვარ საწყობში და მის სიახლოვეს იყო, აქტიური ზომები მიიღეს საკუთარი ქონების გადასარჩენად
© Sputnik / Alexander Imedashviliზაფხულის სიცხისა და მშრალი ამინდის გათვალისწინებით, ხანძარი მარტივად შეიძლებოდა გავრცელებულიყო, თუმცა სახანძრო სამსახური საკმაოდ ოპერატიულად მოქმედებს
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
11/15
ზაფხულის სიცხისა და მშრალი ამინდის გათვალისწინებით, ხანძარი მარტივად შეიძლებოდა გავრცელებულიყო, თუმცა სახანძრო სამსახური საკმაოდ ოპერატიულად მოქმედებს
© Sputnik / Alexander Imedashviliდამწვარი შენობა შესაძლოა აღადგინონ
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
12/15
დამწვარი შენობა შესაძლოა აღადგინონ
© Sputnik / Alexander Imedashviliხანძრის ადგილზე განთავსებულია ძველი სახლები, ფაცხები და საწყობები საკმაოდ დიდ ფართობზე
საწყობები და საბითუმო სავაჭრო ობიექტები დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
13/15
ხანძრის ადგილზე განთავსებულია ძველი სახლები, ფაცხები და საწყობები საკმაოდ დიდ ფართობზე
© Sputnik / Alexander Imedashviliეს ადგილი ცეცხლსაშიშ ზონად მიიჩნევა - აქ არ არსებობს ხანძრის ჩაქრობის ცენტრალური სისტემა, საწყობებში კი დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერებები ინახება
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
14/15
ეს ადგილი ცეცხლსაშიშ ზონად მიიჩნევა - აქ არ არსებობს ხანძრის ჩაქრობის ცენტრალური სისტემა, საწყობებში კი დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერებები ინახება
© Sputnik / Alexander Imedashviliამჯერად ხანძარი მალე ჩააქრეს - თუმცა, შესაძლოა, ასეთი სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს უღირთ დაფიქრდნენ სახანძრო უსაფრთხოებაზე
ხანძრის ლიკვიდაცია დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
15/15
ამჯერად ხანძარი მალე ჩააქრეს - თუმცა, შესაძლოა, ასეთი სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს უღირთ დაფიქრდნენ სახანძრო უსაფრთხოებაზე
ყველა ახალი ამბავი
0