08:40 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ფოტო

"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ფილიპინებზე ქალაქი დაიპყრეს: ბრძოლის კადრები

მოკლე ბმულის მიღება
ვითარება სირიაში (19)
86 0 0
  • სახელმწიფო არმია ქალაქი მარავის ერთ-ერთ მეჩეთთან
  • შავი ბოლი აალებულ სახლებზე ქალაქ მარავიში, ფილიპინები
  • ავტომობილების საცობი, რომლებითაც ქალაქი მარავის მოსახლეობა ქალაქი პანტარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე მივიდა
  • ბოევიკებთან შეტაკების შედეგად დაჭრილი ჯარისკაცი სატვირთო მანქანით მიჰყავთ შეტაკების ადგილიდან
  • ბავშვები ერთ-ერთ მანქანაში, რომლითაც მარავის მოსახლეობა ბოევიკების მიერ დაპყრობილ ქალაქს ტოვებს
  • ჯარისკაცი მირბის საკუთარ კოლეგასთან შეიარაღებული რადიკალების წინააღმდეგ გამართული ოპერაციის დროს, რომლებმაც ქალაქი მარავის დიდი ნაწილი დაიპყრეს
  • მარავის ასობით მცხოვრები საევაკუაციო ცენტრში, რომლებსაც ისის-ის ბოევიკების მიერ დაპყრობილი ქალაქის დატოვება სურთ
  • სამთავრობო არმია ბოევიკების პოზიციების მიმართულებით ისვრიან
  • ქალაქი მარავის მაცხოვრებლები გადიან ქალაქი ილიგანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე
  • ქალაქი მარავის მაცხოვრებლები გადიან ქალაქი ილიგანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე
  • სამხედრო ვერტმფრენი ქალაქის თავზე
  • პანტარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჯარისკაცი ამოწმებს ერთ-ერთ ავტომობილს, რომლითაც მარავის მაცხოვრებლები დაპყრობილ ქალაქს ტოვებენ
  • არმიის ქვედანაყოფები ემზადებიან ბოევიკების ერთ-ერთი ობიექტის შტურმით ასაღებად
  • მარავის ერთ-ერთი მცხოვრები ევაკუაციის მოლოდინში
  • ბრძოლა ქალაქი მარავის ქუჩებში
  • ბლოკ-პოსტი ქალაქი პანტარის შესასვლელთან, სადაც მარავის მაცხოვრებელთა ევაკუაცია მიმდინარეობს
  • მარავის მაცხოვრებლები ევაკუაციის დროს
  • ასე გამოიყურება ერთ-ერთი ფილიპინელი ჯარისკაცის ამუნიცია კრიალოსნით. ფილიპინების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კათოლიკეა
  • ქალაქი მარავის ტერორისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ასაფეთქებელი მოწყობილობების ძებნა მიმდინარეობს
  • ერთ-ერთი ჯარისკაცი პოზიციაზე, საიდანაც ტერორისტების ობიექტზე შტურმი მიმდინარეობს
© REUTERS/ Romeo Ranoco
სახელმწიფო არმიის ქვედანაყოფი მარავის ერთ-ერთი მეჩეთის ტერიტორიაზე წმენდას ატარებს

ტერორისტების მასშტაბური შეტევა განხორციელდა ფილიპინებზე – "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა თითქმის მთელი ქალაქი დაიპყრეს. იხილეთ უცხოური სააგენტოების კადრები ფოტომასალაში თემაზე, თუ რა ხდება ქალაქ მარავიში.

ფილიპინების ქალაქ მარავიში უკვე რამდენიმე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს სახელმწიფო არმიასა და "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებს შორის, რომლებმაც დასახლებული პუნქტის დიდი ნაწილი დაიპყრეს. ბოევიკების შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ქვეყანაში არ იმყოფებოდა, პრეზიდენტი ამ პერიოდში რუსეთს ეწვია.

ამ დროისათვის მოსახლეობა ტოვებს დაპყრობილ ქალაქს, რომელშიც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დუტერტემ სახელმწიფო არმიას ორი თვე მისცა დასახლებულ პუნქტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად. როგორც მასმედია იუწყება, დუტერტემ ბოევიკების წინააღმდეგობის ჩასახშობად "სიკვდილის ესკადრონები" გაგზავნა.

თემები:
ვითარება სირიაში (19)

თემაზე

ძროხები პლაჟზე, ასანჟის კატა და ტყუპი პანდები: სიახლეები ფოტოებზე
ტრაგედია მანჩესტერში: ტერორისტებმა ბავშვებს შეუტიეს
ვარსკვლავების ჩაცმულობა კანის კინოფესტივალზე
საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები