დღე რომელიც ყველას აერთიანებს: როგორ აღნიშნეს თბილისში 9 მაისი

გამოწერა

9 მაისს ასობით ადამიანი მივიდა ვაკის პარკში, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავია და მარადიული ცეცხლი ანთია. მიმსვლელებს საფლავზე ყვავილები მიაქვთ დაღუპულთა პატივსაცემად. ვაკის პარკი ომის ვეტერანებისა და მათი ახლობლების შეხვედრის ტრადიციული ადგილია. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტორეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნეს თბილისში გამარჯვების დღე.

ვაკის პარკში გამარჯვების დღეს აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობა "უკვდავი პოლკი" ნათესავების პორტრეტებითა და ფოტოებით, დიდ სამამულო ომში დაღუპულთა სურათებით. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყვავილის გვირგვინები მიიტანეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური მისიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მეთაურებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და თბილისის რიგითმა მაცხოვრებლებმა.

© Sputnik / Alexander Imedashvili9 მაისს ვაკის პარკში გამართული აქციის "უკვდავი პოლკი" უმცროსი მონაწილე
აქციის უკვდავი პოლკი მონაწილეები 9 მაისს ვაკის პარკში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
1/20
9 მაისს ვაკის პარკში გამართული აქციის "უკვდავი პოლკი" უმცროსი მონაწილე
© Sputnik / Alexander Imedashvili9 მაისს თბილისის მაცხოვრებლებმა და სტუმრებმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მოიყარეს თავი და გამარჯვების დღე აღნიშნეს
თბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ - Sputnik საქართველო
2/20
9 მაისს თბილისის მაცხოვრებლებმა და სტუმრებმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მოიყარეს თავი და გამარჯვების დღე აღნიშნეს
© Sputnik / Levan Avlabreliუცნობი ჯარისკაცის საფლავთან 9 მაისს დილიდან უკრავდა საქართველოს თავდაცვის ორკესტრი, ისინი ომის პერიოდის სიმღერებს ასრულებდნენ
თბილისში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
3/20
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან 9 მაისს დილიდან უკრავდა საქართველოს თავდაცვის ორკესტრი, ისინი ომის პერიოდის სიმღერებს ასრულებდნენ
© Sputnik / Levan Avlabreliგამარჯვების დღეს დაღუპულებს პატივი მიაგეს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ფოტოზე: ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე ყვავილებს აწყობენ მარადიულ ცეცხლთან
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე ყვავილებს აწყობენ მარადიულ ცეცხლთან - Sputnik საქართველო
4/20
გამარჯვების დღეს დაღუპულებს პატივი მიაგეს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ფოტოზე: ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე ყვავილებს აწყობენ მარადიულ ცეცხლთან
© Sputnik / Levan Avlabreliვაკის პარკს 9 მაისს დილიდან ორი რუსი ბაიკერი სტუმრობდა. ისინი საქართველოში აპრილში ჩამოვიდნენ, ხოლო გამარჯვების დღეს დიდ სამამულო ომში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად ისინი ვაკის პარკში მივიდნენ. ფოტოზე: ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთ ბაიკერს ესაუბრებიან
ჟურნალისტები ესაუბრებიან კლუბის ღამის მგლები ბაიკერს - Sputnik საქართველო
5/20
ვაკის პარკს 9 მაისს დილიდან ორი რუსი ბაიკერი სტუმრობდა. ისინი საქართველოში აპრილში ჩამოვიდნენ, ხოლო გამარჯვების დღეს დიდ სამამულო ომში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად ისინი ვაკის პარკში მივიდნენ. ფოტოზე: ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთ ბაიკერს ესაუბრებიან
© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია "უკვდავი პოლკის" მონაწილეები ვაკის პარკში - ეს აქცია 11:00 საათზე დაიწყო და ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მხრიდან უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების მიტანით გაგრძელდა, ამიტომ "უკვდავი პოლკის" მონაწილეებს ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულებამდე მოცდა მოუწიათ
აქციის უკვდავი პოლკი მონაწილეები 9 მაისს ვაკის პარკში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
6/20
აქცია "უკვდავი პოლკის" მონაწილეები ვაკის პარკში - ეს აქცია 11:00 საათზე დაიწყო და ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მხრიდან უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების მიტანით გაგრძელდა, ამიტომ "უკვდავი პოლკის" მონაწილეებს ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულებამდე მოცდა მოუწიათ
© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების მიტანის ცერემონიაში მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მონაწილეობს საზეიმო ღონისძიებებში - Sputnik საქართველო
7/20
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების მიტანის ცერემონიაში მონაწილეობს
© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა
ილია მეორემ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა - Sputnik საქართველო
8/20
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა
© Sputnik / Alexander Imedashviliბელარუსისა და ყაზახეთის ელჩები საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვი და ერმუხამეტ ერტისბაევი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების მიტანის ცერემონიის დროს
ბელარუსისა და ყაზახეთის ელჩები საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვი და ერმუხამეტ ერტისბაევი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების მიტანის ცერემონიის დროს - Sputnik საქართველო
9/20
ბელარუსისა და ყაზახეთის ელჩები საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვი და ერმუხამეტ ერტისბაევი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების მიტანის ცერემონიის დროს
© Sputnik / Alexander Imedashvili"უკვდავი პოლკის" მონაწილეები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან
აქციის უკვდავი პოლკი მონაწილეები 9 მაისს ვაკის პარკში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
10/20
"უკვდავი პოლკის" მონაწილეები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან
© Sputnik / Alexander Imedashviliსაზეიმო ღონისძიებების დროს ვაკის პარკში პოლიციის ბევრი თანამშრომელი იყო. ისინი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიოტორიასაც აკონტროლებდნენ, თუმცა დღემ ყველანაირი შემთხვევის გარეშე ჩაიარა
თბილისის მაცხოვრებლები 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
11/20
საზეიმო ღონისძიებების დროს ვაკის პარკში პოლიციის ბევრი თანამშრომელი იყო. ისინი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიოტორიასაც აკონტროლებდნენ, თუმცა დღემ ყველანაირი შემთხვევის გარეშე ჩაიარა
© Sputnik / Alexander Imedashvili"უკვდავი პოლკის" მონაწილეებს ხელში უჭირავთ საკუთარი წინაპრების ფოტოები, რომლებიც დიდ სამამულო ომში იბრძოდნენ
აქციის უკვდავი პოლკი მონაწილეები 9 მაისს ვაკის პარკში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
12/20
"უკვდავი პოლკის" მონაწილეებს ხელში უჭირავთ საკუთარი წინაპრების ფოტოები, რომლებიც დიდ სამამულო ომში იბრძოდნენ
© Sputnik / Alexander Imedashviliგამარჯვების აღსანიშნავად მისულთაგან ბევრს თან ახლდა ბავშვები
თბილისის მაცხოვრებლები 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
13/20
გამარჯვების აღსანიშნავად მისულთაგან ბევრს თან ახლდა ბავშვები
© Sputnik / Alexander Imedashviliუცნობი ჯარისკაცის საფლავზე დიდ სამამულო ომში დაღუპულთა პატივსაცემად ყვავილები დააწყვეს ბავშვებმა და მოზარდებმაც
თბილისის მაცხოვრებლები ყვავილებს ალაგებენ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე - Sputnik საქართველო
14/20
უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დიდ სამამულო ომში დაღუპულთა პატივსაცემად ყვავილები დააწყვეს ბავშვებმა და მოზარდებმაც
© Sputnik / Alexander Imedashviliვაკის პარკში მოგვიანებით ვეტერანებისათვის, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის კონცერტი გაიმართა
თბილისის მაცხოვრებლები 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
15/20
ვაკის პარკში მოგვიანებით ვეტერანებისათვის, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის კონცერტი გაიმართა
© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის მკვიდრი ვეტერანები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პატივს მიაგებენ დიდ სამამულო ომში დაღუპულ თანამებრძოლებს
ვეტერანები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან - Sputnik საქართველო
16/20
თბილისის მკვიდრი ვეტერანები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პატივს მიაგებენ დიდ სამამულო ომში დაღუპულ თანამებრძოლებს
© Sputnik / Alexander Imedashvili28 მეტრის სიმაღლის გამარჯვების ქანდაკება ვაკის პარკში, რომელიც 1981 წელს დაიდგა
28 მეტრის სიმაღლის გამარჯვების ქანდაკება ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
17/20
28 მეტრის სიმაღლის გამარჯვების ქანდაკება ვაკის პარკში, რომელიც 1981 წელს დაიდგა
© Sputnik / Alexander Imedashviliათასობით ყვავილი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, რომლებიც ღონისძიების მონაწილეებმა მიიტანეს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად
ყვავილები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან - Sputnik საქართველო
18/20
ათასობით ყვავილი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, რომლებიც ღონისძიების მონაწილეებმა მიიტანეს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად
© Sputnik / Alexander Imedashviliპატარა გოგონას ხელში უჭირავს "უკვდავი პოლკის" სიმბოლიკიანი დროშა - აქციის აქტივისტებმა დაახლოებით 500 ათასი დროშა დაარიგეს გამარჯვების დღეს საზეიმო ღონისძიებების მსვლელობისას
თბილისის მაცხოვრებლები 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
19/20
პატარა გოგონას ხელში უჭირავს "უკვდავი პოლკის" სიმბოლიკიანი დროშა - აქციის აქტივისტებმა დაახლოებით 500 ათასი დროშა დაარიგეს გამარჯვების დღეს საზეიმო ღონისძიებების მსვლელობისას
© Sputnik / Alexander Imedashviliუცნობი ჯარისკაცის საფლავთან გამარჯვების დღეს თბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები ანთებდნენ სანთლებს და მიჰქონდათ ყვავილები, რათა პატივი მიეგოთ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი
ყვავილები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან - Sputnik საქართველო
20/20
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გამარჯვების დღეს თბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები ანთებდნენ სანთლებს და მიჰქონდათ ყვავილები, რათა პატივი მიეგოთ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი
ყველა ახალი ამბავი
0