ქართველი დედები და შვილები

გამოწერა

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ისინი, ვინც ამ დღეს აღნიშნავენ დედებს ჩუქნიან ტკბილეულს,  ყვავილებს, მისალოც ბარათებს.

Sputnik-საქართველომ გადაწყვიტა დედის დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ქართველი დედები შვილებთან ერთად. იხილეთ ერთნაირ სამოსში გამოწყობილი დედების და შვილების ფოტოკადრები.

Sputnik-საქართველო გილოცავთ დედის დღეს!

© FB/ Nati Natiნათია კუპრეიშვილი - ვცხოვრობ ქალაქ ფოთში. 30 წლის ვარ. მყავს ერთადერთი ქალიშვილი, მართა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მაქვს კერძო ბიზნესი. მიყვარს მოგზაურობა. ვოცნებობ, რომ დედამიწაზე ბავშვები არ შიმშილობდნენ
ნათია კუპრეიშვილი და მისი ქალიშვილი მართა - Sputnik საქართველო
1/15
ნათია კუპრეიშვილი - ვცხოვრობ ქალაქ ფოთში. 30 წლის ვარ. მყავს ერთადერთი ქალიშვილი, მართა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მაქვს კერძო ბიზნესი. მიყვარს მოგზაურობა. ვოცნებობ, რომ დედამიწაზე ბავშვები არ შიმშილობდნენ
© FB/ მერი ბლიაძემერი ბლიაძე - 29 წლის ვარ. საკმაოდ პატარა ასაკში გავთხოვდი. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და ყველა დაბრკოლების გადალახვაში მეხმარება. 18 წლისას უკვე პირველი შვილი მყავდა. დღეს ორი შვილის დედა ვარ და მათ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად მივიჩნევ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ეს კიდევ ერთი მიზეზია ვიყო ბედნიერი. მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესია ავირჩიე. ჩემი ოცნება ტელევიზიაში მუშაობაა. მინდა საკუთარი საავტორო გადაცემა მქონდეს
მერი ბლიაძე და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
2/15
მერი ბლიაძე - 29 წლის ვარ. საკმაოდ პატარა ასაკში გავთხოვდი. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და ყველა დაბრკოლების გადალახვაში მეხმარება. 18 წლისას უკვე პირველი შვილი მყავდა. დღეს ორი შვილის დედა ვარ და მათ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად მივიჩნევ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ეს კიდევ ერთი მიზეზია ვიყო ბედნიერი. მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესია ავირჩიე. ჩემი ოცნება ტელევიზიაში მუშაობაა. მინდა საკუთარი საავტორო გადაცემა მქონდეს
© FB/ Tamuna Tamunaთამუნა ხვედელიძე - ვარ 31 წლის. მყავს ორი შვილი, ჩემი ორი სიმდიდრე. ვცხოვრობ ქუთაისში. როგორც ყველა დედა, ჩემი ოცნებაც შვილების გარშემო ტრიალებს
თამუნა ხვედელიძე და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
3/15
თამუნა ხვედელიძე - ვარ 31 წლის. მყავს ორი შვილი, ჩემი ორი სიმდიდრე. ვცხოვრობ ქუთაისში. როგორც ყველა დედა, ჩემი ოცნებაც შვილების გარშემო ტრიალებს
© FB/ Tako Vardiashviliთაკო ვარდიაშვილი - ვარ 30 წლის, ვცხოვრობ რუსთავში. მყავს ორი შვილი. პროფესიით ფილოლოგი ვარ, ებრაული ენის მცოდნე. ვმუშაობ „საქართველოს ბანკში“. მიყვარს მოგზაურობა და ვოცნებობ მშვიდ, ევროპულ საქართველოზე
თაკო ვარდიაშვილი და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
4/15
თაკო ვარდიაშვილი - ვარ 30 წლის, ვცხოვრობ რუსთავში. მყავს ორი შვილი. პროფესიით ფილოლოგი ვარ, ებრაული ენის მცოდნე. ვმუშაობ „საქართველოს ბანკში“. მიყვარს მოგზაურობა და ვოცნებობ მშვიდ, ევროპულ საქართველოზე
© FB/ Tako Txelidzeთაკო თხელიძე - 32 წლის ვარ. ვცხოვრობ თბილისში. პროფესიით მოდელიორ-დიზაინერი ვარ. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ვმუშაობ. ჩემი ჰობია ხელნაკეთი ნივთების შექმნა. მყავს ერთი შვილი. ჩემი ოცნებაა მას შინაარსიანი და წარმატებული ცხოვრება ჰქონდეს
თაკო თხელიძე და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
5/15
თაკო თხელიძე - 32 წლის ვარ. ვცხოვრობ თბილისში. პროფესიით მოდელიორ-დიზაინერი ვარ. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ვმუშაობ. ჩემი ჰობია ხელნაკეთი ნივთების შექმნა. მყავს ერთი შვილი. ჩემი ოცნებაა მას შინაარსიანი და წარმატებული ცხოვრება ჰქონდეს
© FB/ Shorena Mesxishviliშორენა მესხიშვილი - 32 წლის ვარ. ვცხოვრობ თბილისში. მყავს მეუღლე და ოთხი შვილი, გოგონები, რომლებსაც ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ მივიჩნევ. პროფესიით პოლიგრაფისტი ვარ. ამჟამად ვარ დიასახლისი. ჩემი ჰობია ლაშქრობები და ექსკურსიები. ძალიან მინდა ჩემს პატარა ოჯახთან ერთად საქართველოს ყველა კუთხე მოვინახულო და დავტკბეთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებით. როგორც ყველა დედა ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე, წარმატებაზე და უზრუნველ ცხოვრებაზე ვოცნებობ
შორენა მესხიშვილი შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
6/15
შორენა მესხიშვილი - 32 წლის ვარ. ვცხოვრობ თბილისში. მყავს მეუღლე და ოთხი შვილი, გოგონები, რომლებსაც ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ მივიჩნევ. პროფესიით პოლიგრაფისტი ვარ. ამჟამად ვარ დიასახლისი. ჩემი ჰობია ლაშქრობები და ექსკურსიები. ძალიან მინდა ჩემს პატარა ოჯახთან ერთად საქართველოს ყველა კუთხე მოვინახულო და დავტკბეთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებით. როგორც ყველა დედა ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე, წარმატებაზე და უზრუნველ ცხოვრებაზე ვოცნებობ
© FB/ Shoko Tevdoradzeშოკო თევდორაძე - 27 წლის ვარ. ერთი შვილი მყავს, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და სიმდიდრეა. ალბათ ყველა დამეთანხმება, შვილზე დიდი ბედნიერება ქვეყანაზე არ არსებობს. მინდა ჩემს შვილს უზრუნველი და ბედნიერი მომავალი ქონდეს. ვოცნებობ წარმატებული და ჯანმრთელი გაიზარდოს
შოკო თევდორაძე და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
7/15
შოკო თევდორაძე - 27 წლის ვარ. ერთი შვილი მყავს, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და სიმდიდრეა. ალბათ ყველა დამეთანხმება, შვილზე დიდი ბედნიერება ქვეყანაზე არ არსებობს. მინდა ჩემს შვილს უზრუნველი და ბედნიერი მომავალი ქონდეს. ვოცნებობ წარმატებული და ჯანმრთელი გაიზარდოს
© FB/ Яна Ааიანა აზროიანი - თბილისში ვცხოვრობ. ორ დღეში 26 წლის ვხდები. ერთი შვილი მყავს. პროფესიით მედდა ვარ. ამჟამად ონლაინ ყიდვა გაყიდვების სფეროში ვარ დასაქმებული. მიყვარს ტანსაცმლის გადაკეთება, შეკერვა, მძივებით მოქარგვა, ამიტომ თავისუფალ დროს ყოველთვის ამ საქმიანობას ვუთმობ. ოცნება ბევრი მაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაზეც ყველა დედა ოცნებობს, შვილის ჯანმრთელობა და ბედნიერებაა
იანა აზროიანი და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
8/15
იანა აზროიანი - თბილისში ვცხოვრობ. ორ დღეში 26 წლის ვხდები. ერთი შვილი მყავს. პროფესიით მედდა ვარ. ამჟამად ონლაინ ყიდვა გაყიდვების სფეროში ვარ დასაქმებული. მიყვარს ტანსაცმლის გადაკეთება, შეკერვა, მძივებით მოქარგვა, ამიტომ თავისუფალ დროს ყოველთვის ამ საქმიანობას ვუთმობ. ოცნება ბევრი მაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაზეც ყველა დედა ოცნებობს, შვილის ჯანმრთელობა და ბედნიერებაა
© FB/ Mariam Skhiladzeმარიამ სხილაძე - ვარ 25 წლის, ვცხოვრობ თბილისში. მყავს ორი გოგონა, ეფემია და თებეა. პროფესიით იურისტი ვარ. უფრო პატარა ასაკში მომღერლობაზე ვოცნებობდი. ამჟამად დროებით უმუშევარი ვარ. თავისუფალ დროს ვქარგავ. ზოგადად ბევრი ოცნება მაქვს, რაც ძირითადად ჩემს პირად ცოვრებას, ოჯახს, ახლობლებს ეხება
მარიამ სხილაძე და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
9/15
მარიამ სხილაძე - ვარ 25 წლის, ვცხოვრობ თბილისში. მყავს ორი გოგონა, ეფემია და თებეა. პროფესიით იურისტი ვარ. უფრო პატარა ასაკში მომღერლობაზე ვოცნებობდი. ამჟამად დროებით უმუშევარი ვარ. თავისუფალ დროს ვქარგავ. ზოგადად ბევრი ოცნება მაქვს, რაც ძირითადად ჩემს პირად ცოვრებას, ოჯახს, ახლობლებს ეხება
© FB/ Natia Qvariani Jimsheleishviliნათია ჯიმშელეიშვილი - ვარ 37 წლის. ვცხოვრობ ქალაქ წყალტუბოში. ვარ ინგლისური ენის პედაგოგი, ვამზადებ მოსწავლეებს კერძოდ. ჩემი ჰობია ხატვა, ქსოვა. ვოცნებობ ეგზოტიკურ ქვეყნებში და კუნძულებზე მოგზაურობაზე. მყავს ერთი შვილი
ნათია ჯიმშელეიშვილი და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
10/15
ნათია ჯიმშელეიშვილი - ვარ 37 წლის. ვცხოვრობ ქალაქ წყალტუბოში. ვარ ინგლისური ენის პედაგოგი, ვამზადებ მოსწავლეებს კერძოდ. ჩემი ჰობია ხატვა, ქსოვა. ვოცნებობ ეგზოტიკურ ქვეყნებში და კუნძულებზე მოგზაურობაზე. მყავს ერთი შვილი
© FB/ ფიქრუშა რევიშვილიფიქრია რევიშვილი - 30 წლის ვარ. პროფესიით იურისტი გახლავართ. ვცხოვრობ ქუთაისში. მყავს ერთი შვილი და ვოცნებობ ვიმოგზაურო ჩემს გოგოსთან ერთად მსოფლიოს გარშემო
ფიქრია რევიშვილი და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
11/15
ფიქრია რევიშვილი - 30 წლის ვარ. პროფესიით იურისტი გახლავართ. ვცხოვრობ ქუთაისში. მყავს ერთი შვილი და ვოცნებობ ვიმოგზაურო ჩემს გოგოსთან ერთად მსოფლიოს გარშემო
© FB/ Roza Kenchadzeროზა კენჭაძე - ვარ 34 წლის. ვცხოვრობ ქუთაისში. მყავს ექვსი შვილი. პროფესია არ მაქვს, დიასახლისი ვარ. ძალიან მინდა ვიცოდე ავტომობილის მართვა, მქონდეს მართვის მოწმობა და მყავდეს პატარა მანქანა. ვოცნებობ შვილების კეთილდღეობაზე და მათთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. ვიცი, უფალი შეგვეწევა, მისი იმედი მაქვს
როზა კენჭაძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
12/15
როზა კენჭაძე - ვარ 34 წლის. ვცხოვრობ ქუთაისში. მყავს ექვსი შვილი. პროფესია არ მაქვს, დიასახლისი ვარ. ძალიან მინდა ვიცოდე ავტომობილის მართვა, მქონდეს მართვის მოწმობა და მყავდეს პატარა მანქანა. ვოცნებობ შვილების კეთილდღეობაზე და მათთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. ვიცი, უფალი შეგვეწევა, მისი იმედი მაქვს
© FB/ Cici Chechelashviliციცი ჩეჩელაშვილი - 25 წლის ვარ. დავიბადე ულამაზეს ქალაქში, ქუთაისში. მყავს ერთი შვილი ელენე. ამჟამად ვარ სტუდენტი. ჯერჯერობით არ ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ბავშვები, მათთან გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება. მიმაჩნია, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე კარგი თერაპიაა. ვოცნებობ მყავდეს ბევრი შვილი, ვიყო წარმატებული ქალი, დედა და მეუღლე. ძალიან მინდა საყვარელ ადამიანთან ერთად ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო
ციცი ჩეჩელაშვილი და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
13/15
ციცი ჩეჩელაშვილი - 25 წლის ვარ. დავიბადე ულამაზეს ქალაქში, ქუთაისში. მყავს ერთი შვილი ელენე. ამჟამად ვარ სტუდენტი. ჯერჯერობით არ ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ბავშვები, მათთან გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება. მიმაჩნია, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე კარგი თერაპიაა. ვოცნებობ მყავდეს ბევრი შვილი, ვიყო წარმატებული ქალი, დედა და მეუღლე. ძალიან მინდა საყვარელ ადამიანთან ერთად ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო
© FB/ Svet Tkaსვეტა მიშელაშვილი - 29 წლის ვარ. თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით ფარმაცევტი ვარ. ვმუშაობ სკოლაში მანდატურად. მყავს ორი შვილი. მიყვარს მოგზაურობა. ცხოვრებაში ჩემთვის მთვარია ჩემი შვილების ყველა ოცნების ასრულება შევძლო
სვეტა მიშელაშვილი და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
14/15
სვეტა მიშელაშვილი - 29 წლის ვარ. თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით ფარმაცევტი ვარ. ვმუშაობ სკოლაში მანდატურად. მყავს ორი შვილი. მიყვარს მოგზაურობა. ცხოვრებაში ჩემთვის მთვარია ჩემი შვილების ყველა ოცნების ასრულება შევძლო
© FB/ Elza Terashviliელზა ტერაშვილი - 27 წლის ვარ. ვცხოვრობ ქალაქ გორში. პროფესიით მეან-გინეკოლოგი ვარ, თუმცა ამ ეტაპზე არ ვმუშაობ. მყავს ერთი შვილი, რომელიც ჩემი მთავარი საზრუნავია. მიყვარს ქსოვა. მიტაცებს კულინარია. ემ ეტაპზე ვოცნებობ სამსახურზე
ელზა ტერაშვილი და მისი ქალიშვილი - Sputnik საქართველო
15/15
ელზა ტერაშვილი - 27 წლის ვარ. ვცხოვრობ ქალაქ გორში. პროფესიით მეან-გინეკოლოგი ვარ, თუმცა ამ ეტაპზე არ ვმუშაობ. მყავს ერთი შვილი, რომელიც ჩემი მთავარი საზრუნავია. მიყვარს ქსოვა. მიტაცებს კულინარია. ემ ეტაპზე ვოცნებობ სამსახურზე
ყველა ახალი ამბავი
0