03:45 26 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ფოტო

სიყვარული საზღვრების გარეშე: მსოფლიომ წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნა

მოკლე ბმულის მიღება
სიყვარული საზღვრების გარეშე (31)
7801
  • მის ლანგატას ციხე 2016 რუფ კამანდე პოზიორობს ფოტოგრაფის წინ სადღესასწაულო დეფილეზე სიყვარული გისოსებს მიღმა, რომელიც წმინდა ვალენტინის დღეს მიეძღვნა. ლანგატას ციხე მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმისაა, მდებარეობს კენიის დედაქალაქ ნაირობიში და ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხეა მსოფლიოში
  • ახალდაქორწინებულები ჰაერში უშვებენ მტრედებს საყოველთაო ქორწინების ცერემონიის დასრულების შემდეგ ქალაქ კავიტეში, ფილიპინები
  • ისლამაბადეში ყვავილების ბაზრობაზე მამაკაცი გულის ფორმის თაიგულს კრავს, პაკისტანი
  • მუსლიმი სტუდენტები ქალაქ სურაბაიაში წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ
  • კრისტა ოუენსი და დანიელა რენო წმინდა ვალენტინის დღეს ქორწინდებიან Empire State Building ცათამბჯენის სახურავზე, ნიუ-იორკი, აშშ
  • მამაკაცი სასაჩუქრედ ყვავილების თაიგულს არჩევს ქალაქ ჰარარში, ზიმბაბვე
  • პატარა ალპაკებს, რომეოს (მარცხნივ) და ჯულიეტას კრასნოიარსკის ზოოპარკის თანამშრომლები წმინდა ვალენტინის დღეს ულოცავენ
  • ბიჭი ყიდის გულის ფორმის გასაბერ ბურთებს წარწერით მე შენ მიყვარხარ ყვავილების ბაზარში ისლამაბადში, პაკისტანი
  • ქალაქ კაზანში შეყვარებულთა ხეივანზე შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან, რუსეთი
  • Red Bull-ის ექსტრემალური შოუს მონაწილეები მარკო ფუერსტი, მარკო ვოლტენშპიგელი და ამი ჩმელესკი გალეშნიაკის კუნძულზე დაშვების შემდეგ. შოუს მონაწილეებმა სპეციალური საჰაერო კოსტიუმების საშუალებით იფრინეს
  • ახალდაქორწინებულები ოფიციალური ქორწინების მოწმობას უჩენებენ პეკინში, ჩინეთი
  • შეყვარებულები სამახსოვრო ფოტოს იღებენ უზარმაზარ წარწერასთან LOVE (სიყვარული) მანილში, ფილიპინები
  • უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი წესრიგს აკონტროლებს სავაჭრო ცენტრში ქალაქ აშკელონში, ისრაელი
  • სტუდენტები მორთულ ლუნეტა-პარკში სეირნობენ მანილში, ფილიპინები
  • ახალგაზრდა წყვილი სელფის იღებს ერთ-ერთ საზეიმოდ მორთულ ქუჩაზე ბეირუთში, ლიბანი
  • ახალდაქორწინებულები ქორწინების მოწმობას უჩვენებენ შეყვარებულთა ხეივანზე კაზანში
  • მოსკოვის ცენტრში ახალგაზრდებმა სადღესასწაულო ფლეშმობი გამართეს და ჰაერში წითელი გასაბერი ბურთები გაუშვეს
  • მამაკაცი ყვავილებით მიიჩქარის საყვარელ ადამიანთან ლოს-ანჟელესში, აშშ
  • ვაჭრები ყიდიან გულის ფორმის საჰაერო ბურთებს ლოს-ანჟელესის ქუჩებში
  • ტურისტები დიდი მშვიდობის ძეგლთან დადგმული გულის ფონზე პოზირებენ ქალაქ კიტოში, ეკვადორი
  • მაქსიმილიანო იგლესიასი და მაკარენა ჰიმენესი ქორწინების ცერემონიის შემდეგ სურათებს იღებენ ბუენოს-აირესში, არგენტინა
© REUTERS/ Thomas Mukoya
"მის ლანგატას ციხე 2016" რუფ კამანდე პოზიორობს ფოტოგრაფის წინ სადღესასწაულო დეფილეზე "სიყვარული გისოსებს მიღმა", რომელიც წმინდა ვალენტინის დღეს მიეძღვნა. ლანგატას ციხე მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმისაა, მდებარეობს კენიის დედაქალაქ ნაირობიში და ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხეა მსოფლიოში

14 თებერვალს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნეს. ამ დღეს განსაკუთრებით სანახაობრივად და მასშტაბურად აღნიშნავდნენ აზიის, აფრიკისა და ამერიკის ქვეყნებში. იხილეთ ფოტომასალა, თუ როგორ აღნიშნა მსოფლიომ ვალენტინობა.

წმინდა ვალენტინის, ანუ შეყვარებულების დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. მისი დასახელება სავარაუდოდ დაკავშირებულია ორ ადრექრისტიანულ მოწამესთან — ვალენტინ ეპისკოპოსთან და ვალენტინ რომაელთან.

ისინი, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, საყვარელ და ძვირფას ადამიანებს ჩუქნიან ყვავილებს, კანფეტებს, სათამაშოებს, გასაბერ ბურთებს და ღია ბარათებს (ხშირ შემთხვევაში გულის ფორმის) ლექსებით, უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში. მათ „ვალენტინებს“ უწოდებენ.

თემები:
სიყვარული საზღვრების გარეშე (31)

თემაზე

ნიღბების შოუ იტალიურად: ვენეციური კარნავალი
კვირის საუკეთესო ფოტოები
უძველესი ტრადიციები: ფარნების ფესტივალი ჩინეთში
წმინდა სარქისი: შეყვარებულთა მფარველი

მეტი ფოტოლენტა

  • მაღალმთიანი სვანეთის ზამთრის პეიზაჟი
    Last update: 11:01 23.02.2018
    11:01 23.02.2018

    უშგული – სვანეთის მარგალიტი

    უშგული - დასახლება მაღალმთიან სვანეთში. იხილეთ ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურება ზამთარში უშგული, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან მუდმივად დასახლებულ ადგილად მიიჩნევა

    83
    15
  • ბაზრობა ყველიერის დღესასწაულზე რუსთავში
    Last update: 12:17 20.02.2018
    12:17 20.02.2018

    როგორ აღნიშნეს ყველიერი რუსთავში

    რუსთავში გასულ შაბათ-კვირას ყველიერის დღესასწაული აღნიშნეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ღონისძიების სურათები

    112
    22
  • ხანძარი ისტორიულ შენობაში აღმაშენებლის გამზირზე
    Last update: 15:25 19.02.2018
    15:25 19.02.2018

    როგორ იწვოდა ისტორიული შენობა თბილისის ცენტრში

    ხანძრის შედეგად აღმაშენებლის გამზირზე დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ებრძოდნენ მეხანძრეები შენობაში გაჩენილ ცეცხლს

    78
    10
  • გასაოცარი სვანური კოშკები
    Last update: 21:48 17.02.2018
    21:48 17.02.2018

    უნიკალური სვანური კოშკები: საქართველოს ღირსშესანიშნაობები

    სვანური კოშკები საქართველოს ლამაზი სიმბოლოებია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ეს შუა საუკუნეების ეპოქის უნიკალური თავდაცვითი ნაგებობები

    74
    10

მთავარი თემები