ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინის ექსტრადიცია ბაქოში

გამოწერა

ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აერპორტში სამშაბათს ღამით სპეცრეისით გადაიყვანეს ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი. იხილეთ Sputnik აზერბაიჯანის ფოტოლენტა, თუ როგორ გადაყავთ ბლოგერი ბაქოს აეროპორტში.

ბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ალექსანდრ ლაპშინი ექსტრადირებულია აზერბაიჯანში. სამშაბათს ღამით ლაპშინი სპეცრეისით გადააფრინეს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. მანამდე ბლოგერი აზერბაიჯანის მთავრობის მოთხოვნით მინსკში დააკავეს. ბაქოში ის ხელბორკილით გადაიყვანეს.

ალექსანდრ ლაპშინი არაერთხელ წასულა ყარაბაღის ტერიტორიაზე ოფიციალურ ბაქოსთან შეთანხმების გარეშე, რის გამოც ის 2011 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შავ სიაში" აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბლოგერი ბრალდებულია "სახელმწიფო საზღვრების" შესახებ კანონის დარღვევაში იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინული პასპორტით, იუწყება Sputnik აზერბაიჯანი.

ლაპშინის წინააღმდეგ აზერბაიჯანში აღძრულია სისხლის სამართლის 2 საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 281.2 მუხლით (სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები) 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 318.2 მუხლით (აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბლოგერი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.

აზერბაიჯანის კანონმდებლობის მიხედვით, გასამართლების შემთხვევაში ორივე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი არ შეიკრიბება და ბრალდებულს მიესჯება კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ოდენობა.

© photo: Sputnik / MURAD ORUJOVბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი ბაქოში მინსკიდან სპეცრეისით გადააფრინეს
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი ბაქოში სპეცრეისით გადააფრინეს - Sputnik საქართველო
1/10
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი ბაქოში მინსკიდან სპეცრეისით გადააფრინეს
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVაზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აეროპორტში ხვდებიან თვითმფრინავს, რომლითაც ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი გადაიყვანეს
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აეროპორტში ხვდებიან თვითმფრინავს, რომლითაც ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი გადაიყვანეს - Sputnik საქართველო
2/10
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აეროპორტში ხვდებიან თვითმფრინავს, რომლითაც ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი გადაიყვანეს
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ალექსანდრ ლაპშინი ექსტრადირებულია ბაქოში
ბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ალექსანდრ ლაპშინი ექსტრადირებულია ბაქოში - Sputnik საქართველო
3/10
ბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ალექსანდრ ლაპშინი ექსტრადირებულია ბაქოში
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVალექსანდრ ლაპშინს ბრალი ედება აზერბაიჯანში "სახელმწიფო საზღვრის" და ქვეყნის მიგრაციული კოდექსის კანონების დარღვევაში
ალექსანდრ ლაპშინს ბრალი ედება აზერბაიჯანში სახელმწიფო საზღვრის და ქვეყნის მიგრაციული კოდექსის კანონების დარღვევაში - Sputnik საქართველო
4/10
ალექსანდრ ლაპშინს ბრალი ედება აზერბაიჯანში "სახელმწიფო საზღვრის" და ქვეყნის მიგრაციული კოდექსის კანონების დარღვევაში
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი 2011 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შავ სიაში" მოხვდა
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი 2011 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა - Sputnik საქართველო
5/10
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი 2011 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შავ სიაში" მოხვდა
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVბლოგერმა ალექსანდრ ლაპშინმა ბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა
ბლოგერმა ალექსანდრ ლაპშინმა ბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა - Sputnik საქართველო
6/10
ბლოგერმა ალექსანდრ ლაპშინმა ბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შავ სიაში" მოხვედრის შემდეგ, 2016 წელს ლაპშინმა აზერბაიჯანის საზღვარი უკრაინული პასპორტის საშუალებით გადაკვეთა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვედრის შემდეგ, 2016 წელს ლაპშინმა აზერბაიჯანის საზღვარი უკრაინული პასპორტის საშუალებით გადაკვეთა - Sputnik საქართველო
7/10
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შავ სიაში" მოხვედრის შემდეგ, 2016 წელს ლაპშინმა აზერბაიჯანის საზღვარი უკრაინული პასპორტის საშუალებით გადაკვეთა
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი ბელარუსში 2016 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მოთხოვნით დააკავეს
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი ბელარუსში 2016 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მოთხოვნით დააკავეს - Sputnik საქართველო
8/10
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი ბელარუსში 2016 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მოთხოვნით დააკავეს
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVსახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სახალხო მოწოდებები აზერბაიჯანში 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სახალხო მოწოდებები აზერბაიჯანში 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება - Sputnik საქართველო
9/10
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სახალხო მოწოდებები აზერბაიჯანში 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება
© photo: Sputnik / MURAD ORUJOVბლოგერმა ალექსანდრ ლაპშინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უკვე მისწერა წერილი, სადაც ის ბოდიშ იხდის, თუმცა ბაქოში ექსტრადიციას ამით თავი ვერ აარიდა
ბლოგერმა ალექსანდრ ლაპშინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უკვე მისწერა წერილი, სადაც ის ბოდიშ იხდის, თუმცა ბაქოში ექსტრადიციას ამით თავი ვერ აარიდა - Sputnik საქართველო
10/10
ბლოგერმა ალექსანდრ ლაპშინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უკვე მისწერა წერილი, სადაც ის ბოდიშ იხდის, თუმცა ბაქოში ექსტრადიციას ამით თავი ვერ აარიდა
ყველა ახალი ამბავი
0