19:13 16 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
ფოტო

ანანურის ციხე-სიმაგრე. საქართველოს ღირშესანიშნაობები

მოკლე ბმულის მიღება
6110
  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრეზე საქართველოს სამხედრო გზიდან
  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრეზე საქართველოს სამხედრო გზიდან
  • ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკში - შუა კოშკ შეუპოვარში
  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკიდან ისტორიულ ძეგლსა და ჟინვალის წყალსაცავზე
  • ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
  • ჯვრის, ანგელოზების, ვაზის და ცხოველების გამოსახულება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედელზე
  • ღვთაების ეკლესიის (მარჯვნივ) და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გუმბათები
  • ეკლესია ღვთაება ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
  • ხევსურული კოშკი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
  • ეკლესია მკურნალი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
  • ტურისტები ანანურის ციხე-სიმაგრეში
  • ეკლესიის ნანგრევები ანანურის ციხე-სიმაგრესთან
  • ფაფახები და ნაბადები სუვენირების ბაზარზე ანანურში
  • ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკი
© Sputnik / Alexander Imedashvili
ასე გამოიყურება ანანურის ციხე-სიმაგრე საქართველოს სამხედრო გზიდან. ჩვენს დრომდე კარგ მდგომარეობაში მხოლოდ მთავარმა ციტადელმა და მის ტერიტორიაზე აგებულმა შენობებმა მოაღწია. ციხე-სიმაგრის ქვედა ნაწილი - კედლები და შენობები დღეისათვის დანგრეულია.

თბილისიდან 70 კილომეტრის დაშორებით, საქართველოს სამხედრო გზაზე, სადაც არაგვი მდინარე ვეძათხევში ჩაედინება, აგებულია ანანურის ციხე-სიმაგრე. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ოთხას წელზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ციხე-სიმაგრე.

ანანურის ციხე-სიმაგრე ოდითგანვე მთავარი საყრდენი იყო არაგვის ერისთავებისათვის. დღეს ეს ციტადელი ერთ-ერთი უიშვიათესი ისტორიული ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში მოაღწია. თუმცა ადრე ციხე-სიმაგრის ტერიტორია გაცილებით მეტს მოიცავდა — მისი ქვედა ნაწილისგან ძველი ეკლესიის ნანგრევების გარდა არაფერი დარჩა.

ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ქვიანი კედლის მიღმა განლაგებულია სამოქალაქო, სამხედრო და საკულტო შენობები: დიდი და პატარა ტაძრები, საცხოვრებელი, სამთო კოშკი, პატარა სამრეკლო, წყალსაცავი, აბანო.

ვინ და როდის ააშენა ანანურის ციხე-სიმაგრე, ისტორიაში არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება. ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი კოშკი XIII საუკუნეში აიგო. "ღვთაების" ეკლესიაში, ციტადელში საფლავის ქვა არის, რომელზეც წერია, რომ ანა-ხანუმ აბაშიძემ 1674 წელს გასცა ძეგლის აგების განკარგულება და რომ ამ საფლავში განისვენებენ მისი ქმარი ედიშერი, ოთარ ერისთავი და შვილი გიორგი ერისთავი. ხოლო შესასვლელში ტაბლოზე წერია, რომ "ღვთაების" ეკლესია XVI საუკუნის დასასრულსა და XVII საუკუნის დასაწყისში აიგო.

საქართველოს სამხედრო გზაზე მგზავრობისას ანანურის ციხე-სიმაგრის გამოტოვება შეუძლებელია — გზას პირდაპირ ციტადელის მისადგომებთან მივყავართ აქვე განლაგებულია უამრავი დახლი, სადაც სხვადასხვა ქართული სუვენირები და ქართულ სტილში დამზადებული საჩუქრები იყიდება.

თემაზე

ალილო – ლამაზი და სანახაობრივი საშობაო მსვლელობა
საახალწლო კონცერტი თბილისში
ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები
ახალი წელი საქართველოში: ქართული ოჯახი დღესასწაულისთვის ემზადება

  • საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მანასის აეროპორტთან ახლოს
    Last update: 13:46 16.01.2017
    13:46 16.01.2017

    კატასტროფა ყირგიზეთში: დასახლებაში „ბოინგ-747“ ჩამოვარდა

    ბიშკეკის აეროპორტ "მანასსთან" ახლოს დასახლებაში „ბოინგ-747“ ჩამოვარდა. იხილეთ „Sputnik–ყირგიზეთის“ ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

    16
    12
  • მსვლელობის მთავარი მონაწილეები - თეთრ სამოსში ჩაცმული ბავშვები წითელი ჯვრებით
    Last update: 12:27 09.01.2017
    12:27 09.01.2017

    ალილო – ლამაზი და სანახაობრივი საშობაო მსვლელობა

    "ალილო" – ეს საშობაო სიმღერაა, რომელიც შობის ღამეს სრულდება. ეს დასახელება საფუძვლად დაედო საქართველოში მრავალი საუკუნის წინ ჩამოყალიბებულ ტრადიციას. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ჩაიარა ტრადიციულმა საშობაო საქველმოქმედო მსვლელობამ.

    64
    17
  • საახალწლო კონცერტი ვარდების მოედანზე
    Last update: 15:05 01.01.2017
    15:05 01.01.2017

    საახალწლო კონცერტი თბილისში

    ახალი წლის ღამეს საქართველოს დედაქალაქში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. „ვარდების მოედანზე“, უზარმაზარ სცენასთან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. „Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტაში იხილეთ, როგორ შეხვდნენ ახალ 2017 წელს თბილისელები და ჩვენი დედაქალაქის სტუმრები.

    141
    10
  • საახალწლო სათამაშოები
    Last update: 16:45 30.12.2016
    16:45 30.12.2016

    ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები

    ახალი წლის წინა დღეები — საყვარელი პერიოდი იმ ქართველი ოსტატებისთვის, რომლებიც სუვენირებსა და საჩუქრებს საკუთარი ხელით ქმნიან. მთელ თბილისში იმართება გამოფენა-გაყიდვები, სადაც ორიგინალური საავტორო ხელნაკეთი საჩუქრებისა და სათამაშოების შეძენაა შესაძლებელი.

    51
    9

მთავარი თემები