02:13 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფოტო

თბილისი ახალი წლისათვის ემზადება

მოკლე ბმულის მიღება
63 0 0
  • ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დადგამენ
  • საქართველოს მთავარი ნაძვის ხის განათებების მონტაჟი უკვე სრულდება - მემონტაჟეები ჩქარობენ, მალე ახალი წელია!
  • ქუჩების საახალწლო განათებების მონტაჟი ფაქტიურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფოტოზე - საახალწლო განათების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე
  • წმინდა გიორგის ქანდაკება თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, რომელიც მორთულია ნაძვის ხის მსგავსი უზარმაზარი მანათობელი კონსტრუქციით.
  • ხალხი საღამოს აღმაშენებლის გამზირზე სეირნობს, სადაც თითქმის სრულად დამონტაჟდა საახალწლო ილუმინაცია
  • მემონტაჟე საახალწლო განათებებს კიდებს რუსთაველის გამზირზე, რა დროსაც მის ქვემოთ მანქანები დადიან - სამუშაოები საღამო ხანს იწყება, როდესაც სატრანსპორტო მოძრაობა ჯერ კიდევ დატვირთულია
  • საახალწლოდ ქალაქის ქუჩებში ტრადიციულად გამოჩნდა ანგელოზების მანათობელი ფიგურები
  • ანგელოზების ათობით ფიგურა არის დამონტაჟებული დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე
  • მემონტაჟეები ამთავრებენ აღმაშენებლის გამზირზე საახალწლო განათების მონტაჟს
  • აღმაშენებლის გამზირზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს სიფრთხილის გამოჩენა უწევთ, რომ ძირს დალაგებული ნათურები არ დააზიანონ
  • ახალ წლამდე კიდევ 2 კვირა დარჩა, მაგრამ ხალხი უკვე იწყებს დღესასწაულის აღნიშვნას. მამაკაცი აღმაშენებლის გამზირზე ფოიერვერკს უშვებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათება ნაწილობრივ დამონტაჟდა, უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა
© Sputnik / Alexander Imedashvili
ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დადგამენ

საქართველოს დედაქალაქში გრძელდება საახალწლო განათებების დამონტაჟება. იხილეთ Sputnik-ის ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება თბილისი წინასაახალწლოდ.

ახალ წლამდე არც ისე დიდი დროა, ამიტომ ქალაქში განათებების მონტაჟი ახლა პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მანამდე კი განათებები ღამის განმავლობაში მონტაჟდებოდა, როდესაც საავტომობილო მოძრაობა მცირდებოდა.

თბილისის მთავარ ქუჩას — რუსთაველის გამზირს, წინა წელთან შედარებით, განსხვავებულად გაანათებენ. თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ქანდაკება ტრადიციულად ნაძვის ხის ფორმის მანათობელი კონსტრუქციით შემოსეს.

წელს პირველად საახალწლო ილუმინაციები აღმაშენებლის გამზირზეც დამონტაჟდა, სადაც 2016 წლის მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ ახალი ტურისტული გარემო გაიხსნა.

თემაზე

თბილისის ზოოპარკი: მომავალი შენდება დღეს
სპიტაკი: კატასტროფა, რომელმაც ქალაქი გაანადგურა
მსოფლიო ახალი წლისათვის ემზადება: სანტა კლაუსები, ნაძვის ხეები და საზეიმო განწყობა
Victoria’s Secret-ის „ანგელოზები" „სიყვარულის ქალაქში“

მეტი ფოტოლენტა

  • სპეცოპერაცია თბილისში
    Last update: 17:13 22.11.2017
    17:13 22.11.2017

    ტერორისტებთან ბრძოლა თბილისში

    შეიარაღებული ტერორისტები, რომლებიც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში არიან გამაგრებულები, ღამის შემდეგ წინააღმდეგობას უწევენ სპეცრაზმის თანამშრომლებს

    66
    8
  • მატჩი საქართველოს და უელსის ნაკრებებს შორის
    Last update: 11:55 21.11.2017
    11:55 21.11.2017

    ტიტანების ბრძოლა: საქართველო უელსის წინააღმდეგ

    საქართველოს და უელსის მორაგბეთა ნაკრებების მატჩზე კარდიფში ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. იხილეთ მატჩის საუკეთესო ფოტოები, რომლებსაც "ტიტანების ბრძოლა" დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ

    55
    15
  • მის ინდოეთი მანუში ჩხილარი პლანეტისყველაზე ლამაზი გოგონას გვირგვინით სცენაზე მიდის, ჩინეთი
    Last update: 11:46 20.11.2017
    11:46 20.11.2017

    ნადიმი ჟამიანობისას: ფოტოებზე აღბეჭდილი ახალი ამბები

    Sputnik-საქართველო საკუთარ მკითხველებს საერთაშორისო სააგენტოების საუკეთესო ფოტოებს წარმოუდგენს. იხილეთ შთამბეჭდავი სურათები მთელი მსოფლიოდან.

    142
    17
  • ვერტმფრენის სიმულატორი
    Last update: 14:07 18.11.2017
    14:07 18.11.2017

    ვერტმფრენის მომავალი პილოტები საქართველოში ავიასიმულატორზე ისწავლიან ფრენას

    ვერტმფრენები საქართველოს მთებში, სადაც რთული რელიეფის გამო რთულია ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორემდე გადაადგილება - ნამდვილი ხნსაა, მომავალ პილოტებს კი საავიაციო უნივერსიტეტი ამზადებს. საამისოდ გამოიყენება მოწყობილობა, რომელიც ახლა ტესტირებას გადის, უახლოეს მომავალში კი სტუდენტები ავიასიმულატორზე პრაქტიკების გავლას შეძლებენ.

    28
    12

მთავარი თემები