09:19 24 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ფოტო

სპიტაკი: კატასტროფა, რომელმაც ქალაქი გაანადგურა

მოკლე ბმულის მიღება
30501
  • ქალაქი სპიტაკი ფაქტიურად სრულიად განადგურდა 1988 წელს ძლიერი მიწისძვრისგან, რომელის სიმძლავრეც 10 ბალს აჭარბებდა.
  • სპიტაკის მიწისძვრის დროს დაღუპულთა საფლავებთან მისული ოჯახის წევრები .
  • ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 140 ათასი დაინვალიდდა.
  • მიწისძვრის შედეგად 500 ათასი ადამიანი სპიტაკში თავშესაფრის გარეშე  დარჩა.
  • უძლიერესმა მიწისძვრამ სპიტაკი სულ რაღაც 30 წამში გაანადგურა.
  • სპიტაკის მაცხოვრებლები დგანან მიწისძვრისგან დანგრეულ ეკლესიასთან ახლოს, რომლის სიმძლავრეც 10 ბალს აჭარბებდა.
  • ქალაქი სპიტაკი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც 1988 წლის 7 დეკემბერს მოხდა.
  • სპიტაკში მომხდარი 10 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან გამოყავთ დაშავებულები
  • პატარა ლუსინა კარაპეტიანი - 1988 წლის 7 დეკემბერს მომხდარი მიწისძვრის დროს დაშავებულთაგან ერთ-ერთი იყო
  • საერთო ჯამში, მიწისძვრამ სომხეთის სრული ტერიტორიის 40% მოიცვა. მოვლენის ზონაში მოხვდა დაახლოებით 970 ათასი ადამიანი. ავარიის რისკის გამო მუშაობა შეწყვიტა სომხეთის ატომურმა ელექტრო სადგურმა.
  • სამაშველო სამუშაოებში, გარდა მოხალისეებისა, მონაწილეობდა 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, ნანგრევების გასატანად გამოიყენებოდა 3 ათას ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა. მთელ საბჭოთა კავშირში აქტიურად მიმდინარეობდა ჰუმანიტარული დახმარების მოძიება.
  • ქალაქი სპიტაკის ნანგრევები - ძლიერი მიწისძვრის შედეგები სომხეთის ჩრდილოეთ რაიონებში, რომელიც 1988 წელს მოხდა.
© Sputnik/ Александр Гращенков
ბიძგების ძალა, მიწისძვრის ეპიცენტრში, ქალაქ სპიტაკში, 10 ბალს აჭარბებდა. ადამიანური მსხვერპლი იყო ათასობით. შენობების უმეტესობა საძირკვლიანად განადგურდა.

სპიტაკის მიწისძვრა 1988 წლის 7 დეკემბერს, დილით სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში მოხდა. ძლიერი ბიძგებისგან 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაზარალდა, ხოლო ქალაქი სპიტაკი, რომელიც კატასტროფის ცენტრში აღმოჩნდა, ფაქტიურად 30 წამში განადგურდა. იხილეთ ამ საშინელი მოვლენის კადრები Sputnik-ის ფოტომასალაში.

სომხეთში 1988 წლის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 140 ათასი დაინვალიდდა. 500 ათასი ადამიანი დარჩა თავშესაფრის გარეშე.

მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი, სადაც დაახლოებით 17 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, და მასთან ერთად 58 სოფელი. განადგურდა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ლენინაკანის (ახლა გიუმრი) 80%. საერთოდ დაინგრა სტეფანავანი, კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და კიდევ დაახლოებით 300 დასახლებული პუნქტი.

საერთო ჯამში, მიწისძვრამ სომხეთის მთელი ტერიტორიის 40% მოიცვა. მოვლენის ზონაში მოხვდა დაახლოებით 970 ათასი ადამიანი. ავარიის რისკის გამო მუშაობა შეწყვიტა სომხეთის ატომურმა ელექტროსადგურმა.

სამაშველო სამუშაოებში, გარდა მოხალისეებისა, მონაწილეობდა 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, ნანგრევების გასატანად გამოიყენებოდა 3 ათას ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა. მთელ საბჭოთა კავშირში აქტიურად მიმდინარეობდა ჰუმანიტარული დახმარების მოძიება.

განადგურებული რაიონების აღდგენაში მონაწილეობას იღებდა სსრკ-ის ყველა რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირს დახმარება აღმოუჩინა მსოფლიოს 111-მა ქვეყანამ, მათ შორის იყვნენ ბელგია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ლიბანი, ნორვეგია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია. ისინი დასახმარებლად გზავნიდნენ სპეციალურ სამაშველო ტექნიკას, სპეციალისტებს, პროდუქტებსა და მედიკამენტებს. ამ ქვეყნებმა აღდგენით სამუშაოებშიც მიიღეს მონაწილეობა.

თემაზე

მსოფლიო ახალი წლისათვის ემზადება: სანტა კლაუსები, ნაძვის ხეები და საზეიმო განწყობა
Victoria’s Secret-ის „ანგელოზები" „სიყვარულის ქალაქში“
ალბინოსები და იულია ტაიცის ჯადოსნური სამყარო
თსუ-ს არჩევნებზე სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები