სოფელი საქართველოში, სადაც ქრისტეს ენაზე საუბრობენ

გამოწერა

ქანდის წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერი — ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ღვთისმსახურება ქართულ და არამეულ ენაზე აღევლინება. სოფელი ქანდა, რომელიც მცხეთასთან ახლოს მდებარეობს, ძირითადად ასირიელებითაა დასახლებული. Sputnik-ი ამ უნიკალური მონასტრის ფოტოკადრებს გთავაზობთ. 

ქანდის წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერი სოფელ ქანდის კულტურულ ცენტრს წარმოადგენს, სადაც ძირითადად, ორი ათასზე მეტი ასირიელი ცხოვრობს. ეკლესიაში ახალგაზრდები რეგულარულად იკრიბებიან. ადგილობრივები ქართულ და არამეულ ენებზე საუბრობენ.  

სულიერი მამა სერაფიმ ბიტ-ხარიბი სოფელ ქანდაში - Sputnik საქართველო
უნიკალური სოფელი საქართველოში, რომელიც ქრისტეს ენაზე საუბრობს

მიმდინარე წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ადგილობრივ სკოლაში, რომელშიც ასურული ცეკვების კლუბი ფუნქციონირებს,  არამეულ ენაზე სწავლება დაიშვა. როგორც მკვიდრი მოსახლეობა ამბობს, მათ პოპულარული ფოლკლორი აქვთ და ჰყავთ თავიანთი ქორეოგრაფი — ლუდმილა ბიტკაში.

მოსახლეობის უმეტესობა — სხვადასხვა ხელობითა და მიწადმოქმედებითაა დაკავებული. სოფელში ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან მედ.პუნქტი და სკოლა ფუნქციონირებს. სამკურნალოდ ადგილობრივები მცხეთაში ან თბილისში მიდიან, ხოლო პროდუქტებისა და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად — სოფელ მუხრანში. 

როგორც ასურელების სულიერი მოძღვარი სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბიტ-ხარიბი ამბობს, სოფელ ქანდას დაარსების შესახებ კონკრეტული ისტორიული მონაცემები არ არსებობს.

„მხოლოდ ის ვიცით, რომ ასურელებს საქართველოში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ჩვენი წინაპრები ქანდაში ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან  და სირიიდან გადმოსახლებულან“,  - Sputnik-თან საუბრისას აღნიშნა მოძღვარმა.

პატარა ტაძარი სოფელში 1997 წელს, ხოლო  2013 წელს კი 13 წმინდა  ასურელი  მამის სახელობის ეკლესია აშენდა.   აქ წირვა-ლოცვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიო მეორის ლოცვა-კურთხევით  ორ — ქართულ და არამეულ ენებზე მიმდინარეობს.  ყოველწლიურად სოფელში ათასობით ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებელი ასურელი მღვდელმსახურებიც,  ჩამოდის არამეულ ენაზე ლოცვების მოსასმენად


© photo: Sputnik / Denis Aslanovქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერში მრევლის სიმრავლეა.
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერში მრევლის სიმრავლეა. - Sputnik საქართველო
1/11
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერში მრევლის სიმრავლეა.
© photo: Sputnik / Denis Aslanovქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი.
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი. - Sputnik საქართველო
2/11
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი.
© photo: Sputnik / Denis Aslanovსულიერი მოძღვარი სერაფიმე ბიტ-ხარიბი მორწმუნეებთან ერთად.
სულიერი მოძღვარი სერაფიმე ბიტ-ხარიბი მორწმუნეებთან ერთად. - Sputnik საქართველო
3/11
სულიერი მოძღვარი სერაფიმე ბიტ-ხარიბი მორწმუნეებთან ერთად.
© photo: Sputnik / Denis Aslanovქანდის მონასტრის შესასვლელი.
ქანდის მონასტრის შესასვლელი. - Sputnik საქართველო
4/11
ქანდის მონასტრის შესასვლელი.
© photo: Sputnik / Denis Aslanovწარწერა ქანდის მონასტრის შესასვლელთან.
წარწერა ქანდის მონასტრის შესასვლელთან. - Sputnik საქართველო
5/11
წარწერა ქანდის მონასტრის შესასვლელთან.
© photo: Sputnik / Denis Aslanovქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი.
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი. - Sputnik საქართველო
6/11
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი.
© photo: Sputnik / Denis Aslanovქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი.
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი. - Sputnik საქართველო
7/11
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი.
© photo: Sputnik / Denis Aslanovქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი.
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი. - Sputnik საქართველო
8/11
ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტერი.
© photo: Sputnik / Denis Aslanovქანდის მონასტრის ეზო.
ქანდის მონასტრის ეზო. - Sputnik საქართველო
9/11
ქანდის მონასტრის ეზო.
© photo: Sputnik / Denis Aslanovზარები ქანდის მონასტრის ეზოში.
ზარები ქანდის მონასტრის ეზოში. - Sputnik საქართველო
10/11
ზარები ქანდის მონასტრის ეზოში.
© photo: Sputnik / Denis Aslanovსკოლა სოფელ ქანდაში, სადაც ასურული ცეკვის კლუბიც ფუნქციონირებს.
სკოლა სოფელ ქანდაში, სადაც ასურული ცეკვის კლუბიც ფუნქციონირებს. - Sputnik საქართველო
11/11
სკოლა სოფელ ქანდაში, სადაც ასურული ცეკვის კლუბიც ფუნქციონირებს.
ყველა ახალი ამბავი
0