საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსაქართველო–სომხეთის საზღვარი. ტრეილერები
საქართველო–სომხეთის საზღვარი. ტრეილერები - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
შეხვედრაზე განიხილეს საინტერესო ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა და მასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო

 - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო
„ტრადიციულად, ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობებია. მათ შორის ისეთი ურთიერთობები ეკონომიკაში, რომელიც ორივე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ორივე ქვეყნის ბაზარს მეტ მიმზიდველობას მატებს“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორივე ქვეყნისთვის საინტერესო ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, მათ შორის სარკინიგზო, ენერგეტიკული და სხვა პროექტები.
მინისტრის თქმით, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0