https://sputnik-georgia.com/20210729/iaponuri-kompania-saqarTcveloSi-investirebiT-dainteresda-252453606.html
იაპონური კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
იაპონური კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილ კორპორაცია „ტოიოტა ცუშოს“ წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T15:16+0400
2021-07-29T15:16+0400
2021-10-19T18:02+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463205_0:102:1967:1208_1920x0_80_0_0_c882a3dd0ec565d01e571c8f335e33dc.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. იაპონური კორპორაცია „ტოიოტა ცუშო“ (Toyota Tsusho Corporation) საქართველოს ენერგეტიკითა და, მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით დაინტერესდა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.იაპონური კორპორაცია „ტოიოტა ცუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა.მინისტრის თქმით, იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც.საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა ცუშო“ იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ.ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის სფეროს მიმართულებით.„იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით – საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და ასევე ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. კორპორაცია „ტოიოტა ცუშო“ „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.
https://sputnik-georgia.com/20210627/iaponeli-biznesmenebis-interesi-saqarTvelos-mimarT-izrdeba-252138270.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463205_110:0:1857:1310_1920x0_80_0_0_cf6e0a338cbdee2639bc8e3afbf88330.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
იაპონური კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
15:16 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილ კორპორაცია „ტოიოტა ცუშოს“ წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. იაპონური კორპორაცია „ტოიოტა ცუშო“ (Toyota Tsusho Corporation) საქართველოს ენერგეტიკითა და, მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით დაინტერესდა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იაპონური კორპორაცია „ტოიოტა ცუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა.
„ტოიოტა ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც.
საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა ცუშო“ იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ.
ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის სფეროს მიმართულებით.
„იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით – საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და ასევე ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კორპორაცია „ტოიოტა ცუშო“ „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.