საქართველომ ადგილობრივი წარმოების USB-კაბელების ექსპორტი დაიწყო

© Ministry of Economy of Georgiaსაწარმო „ჯინვენტორი“
საწარმო „ჯინვენტორი“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
„ჯინვენტორის“ პროდუქციის წარმოების სრული ციკლი მოიცავს, მათ შორის, მეორადი პლასტმასის ბოთლების გადამუშავებას.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ტექნოლოგიური სტარტაპ „ჯინვენტორის“ პროდუქცია ექსპორტზე გავა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, უცხოეთიდან თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარები ჩამოიტანა და საქართველოში USB-კაბელების წარმოება დაიწყო.
ადგილობრივი წარმოების პირველი პროდუქცია „ჯინვენტორმა“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოიტანა.
პროდუქციის წარმოების სრული ციკლი მოიცავს, მათ შორის, მეორადი პლასტმასის ბოთლების გადამუშავებას. კომპანიამ უარი თქვა ამ მასალის იმპორტირებაზე და თანამშრომლობს რიგით მოქალაქეებთან, რომელთაგან იბარებს პლასტმასის ბოთლების სახურავებს მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.
უწყების ცნობით, სტარტაპი „ჯინვენტორი“ აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელიც აქამდე საქართველოში არ მზადდებოდა და ამით ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში უკვე შევიდა მსხვილ ჩინურ მწარმოებლებთან. კომპანია ასევე მუშაობს საექსპორტო ბაზრებზე.
„აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, პანდემიის მიუხედავად, შეძლო პროდუქცია, Amazon-ის მეშვეობით, აშშ-ში გაეტანა, ასევე პირველ პარტიას უახლოეს პერიოდში გაგზავნის ნიგერიაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.
 
ყველა ახალი ამბავი
0