ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი გაიზარდა: სად და რამდენი გაიტანეს

© photo: Sputnik / Stringerატამი
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურები.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. 1 მაისიდან საქართველოდან ექსპორტზე 13,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 15 ათასზე მეტი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სეზონის დაწყებიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან 6 ათასი ტონით მეტი ხილი გავიდა. ზრდამ 67% შეადგინა. გარდა ამისა, ექსპორტის ღირებულება 65%-ით (5,3 მლნ დოლარით) გაიზარდა. 
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
მოცვის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (9,4 ათასი ტონა) და სომხეთში (4,7 ათასი ტონა). ქართული ატამი მცირე რაოდენობით ასევე გავიდა აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (337 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (18 ტონა).
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, შარშანდელი 23-ის ნაცვლად, 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. სამაცივრე მეურნეობებში ატმის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1,4 ლარამდეა, ხოლო ნექტარინის (ვაშლატამა) – 1,8 ლარამდე.
2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, აქედან მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში. 
ყველა ახალი ამბავი
0