საქართველო წარმატებით ვაჭრობს: რას ყიდის და ყიდულობს ქვეყანა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
2021 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 25,2%-ით გაიზარდა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,7%-ით გაიზარდა და 6.209,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში. 
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
მოცვის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა
2021 წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.440,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,2%-ით მეტია.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის იანვარი–ივნისი) მაჩვენებელს გადააჭარბა.
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. 
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოებას გეგმავენ
2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (2,5%) ფეროშენადნობის (58,3%), ნატურალური ყურძნის ღვინის (14,1%), სპირტიანი სასმელების (28,9%) მინერალური და მტკნარი წყლის (34,6%), თხილის (88,6%), ტრიკოტაჟის პროდუქციის (80,5%), აზოტოვანი სასუქების (14%) ექსპორტი.
ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა 11,6%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
2021 წლის იანვარი–ივნისში გაიზარდა საბურღი მანქანების (267,9%), სატვირთო ავტომობილების (103,5%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (41,3%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (36,4%), მსუბუქი ავტომობილების (5,5%) იმპორტი. ამავე დროს საანგარიშო პერიოდში შემცირდა აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (5,3%), ხორბლის (6,1%) იმპორტი.
ყველა ახალი ამბავი
0