მევენახეები კახეთში მიწას არეგისტრირებენ

© photo: Sputnik / Stringerვენახი
ვენახი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ვენახების რეგისტრაციისა და საკადასტრო ინფორმაციის განახლების პროცესი სპეციალურ უბნებზე მიმდინარეობს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. კახეთის რეგიონში 20 ათასამდე ფერმერმა უკვე დაარეგისტრირა თვისი ვენახები, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში ვენახების შენარჩუნება პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა. ამ სფეროს ხელშესაწყობად ხელისუფლებამ 2014 წლიდან მევენახეობის საკადასტრო პროექტი აამოქმედა. 2021 წლის დასაწყისიდან ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მოსავლის ჩაბარებისას სავალდებულო პირობა გახდა.
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
რა სიახლე ელოდებათ მევენახეებს წლევანდელ რთველზე
დავითაშვილის განცხადებით, წელს ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთსა და რაჭა–ლეჩხუმში დასრულდება, შემდეგ წლებში კი ის მევენახეობის ყველა სხვა რეგიონს მოიცავს.
ამ დროისათვის ვენახების რეგისტრაციისა და საკადასტრო ინფორმაციის განახლების პროცესი კახეთის ხუთი მუნიციპალიტეტის (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, ახმეტა) 33 ლოკაციაზე სპეციალურ უბნებში მიმდინარეობს.
საკადასტრო ინფორმაციის განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებების შემთხვევებში, როგორიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. სავალდებულოა ყველა ვენახის (ყურძნის თეთრი და წითელი ჯიშებით) რეგისტრაცია.
საქართველოში ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა>>
ვენახების ეროვნული კადასტრი შეიქმნა ქართული ღვინის ხარისხისა და ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის, ასევე რთვლის ჩატარების პროცესის გამარტივებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0