მოთხოვნები ქართული კომერციული ბანკების მიმართ იცვლება

© photo: Sputnikსწრაფი გადახდის აპარატები
სწრაფი გადახდის აპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
მაღალი დოლარიზაცია ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემაა, რომელიც ნაწილობრივ შემცირების მიუხედავად მაინც საკმაოდ მაღალი რჩება.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ეროვნულ ბანკს 6 ივლისიდან კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის დაცვის წესში ცვლილებები შეაქვს, რაც კონკურენციის სტიმულირებასა და დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებას ემსახურება, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ახალი წესებით, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ცალკეული კომერციული ბანკისთვის ინდივიდუალურად, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება.

იუსტიციის სახლი, სადაც სების მთავარი ოფისი მდებარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
რატომ იზრდება ფასები საქართველოში – ეროვნული ბანკის განმარტება

„აღნიშნული ინიციატივა, ერთი მხრივ, ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებასა და ლარის დეპოზიტების წახალისებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, ეს თითოეული კომერციული ბანკის დოლარიზაციის დონეს ითვალისწინებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ თუ დეპოზიტების დოლარიზაცია ბანკისთვის 40 პროცენტს არ აჭარბებს, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 10 პროცენტამდე შემცირდება.

თუ დოლარიზაცია 70 პროცენტი ან მეტია, მაშინ ის კვლავ 25 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა>>

სარეზერვო ნორმა 40-70 პროცენტის შუალედში წრფივად დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად დაიკლებს, აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებს, 40-70 პროცენტის დოლარიზაციის ფარგლებში სარეზერვო ნორმა ანალოგიურად, წრფივი დაანგარიშების შესაბამისად 15-დან 10 პროცენტამდე შემცირდება.

ლარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ეროვნულ ბანკში ლარის გამყარების მიზეზები დაასახელეს

მაღალი დოლარიზაცია ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემაა, რომელიც, შემცირების დინამიკის მიუხედავად, მაინც საკმაოდ მაღალი რჩება.

„დოლარიზაცია, გარდა იმისა, რომ ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკია, ასევე ზრდის წნეხს სავალუტო ბაზარსა და ინფლაციაზე. აღსანიშნავია, რომ მაღალი დოლარიზაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური კრიზისების დროს ხდება, როდესაც საზოგადოებრივი დანახარჯები იზრდება", – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მაღალი დოლარიზაცია და მსოფლიო კრიზისის შედეგების ზეწოლა ინფლაციაზე მთავარი ფაქტორი გახდა იმისა, რომ საქართველოში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა არ შეცვლილა. ამ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-ის დონეზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0