ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / HENRY NICHOLLSლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად გაიზარდა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,95%-ით გაიზარდა და 102,37 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,23%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.

კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა

საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,01%-ით გაუფასურდა, ვაჭრობა დაიხურა 2,86% მოგებით 106,4 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,52 პუნქტის ფასით, 5,51% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარა 0,26%-ით.  

„საქართველოს რკინიგზის“ ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,16%-ით გაიზარდა 107,21 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 0,84%-ს.

აქციებით ვაჭრობა

ფასი „საქართველოს ბანკის“ აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 1,28%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 12,76 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 162 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 12,58–13,08 ფუნტის დიაპაზონში. 

ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავიდა

კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 1,28%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,18 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 137 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,14–6,28 ფუნტის დიაპაზონში.

TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 0,92%-ით გაიზარდა 10,7 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 118 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,7–11,26 ფუნტის დიაპაზონში.

ყველა ახალი ამბავი
0