სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი ჩატარდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრაბატის ციხე და ახალციხე
რაბატის ციხე და ახალციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
ფორუმზე, რომელიც ახალციხეში გაიმართება, 49 მცირე და საშუალო ბიზნეს-კომპანია ახალგაზრდებს 250 სამუშაო ადგილს შესთავაზებს.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი ახალციხეში 10 ივნისს გაიმართება, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

ფორუმი ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 11.00-დან 16.00 საათამდე.

ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
უცხოეთში დასაქმების სურვილი 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ გამოთქვა

ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული 49 მცირე და საშუალო ბიზნეს-კომპანია ვაკანსიებს წარმოადგენს. შეთავაზებული იქნება 260 ვაკანსია და 50 სტაჟირების შესაძლებლობა.

ვაკანსიები ძირითადად მომსახურებისა და წარმოების სფეროდან იქნება.

ფორუმში 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთვება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ დამსაქმებლებს და გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე.

იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ფიზიკურად ვერ გამოცხადდებიან ფორუმზე, მათი ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეხვდებიან.

ფორუმის ორგანიზატპორები არიან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის კომპენსაცია მაისში

ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ჩატარდება.

ანალოგიური ფორუმი ადრე ბათუმში და გორში ჩატარდა. აპრილში ბათუმმა უმასპინძლა ფორუმს „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“, სადაც ოცმა კომპანიამ სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზა.

გორში ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0