შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი მზის ელექტროსადგური გაუჩნდა

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს–ს მზის ელექტროსადგური
შსს–ს მზის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
პროექტი შსს-სა და ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში, ლიეტუვურმა კომპანია JSC Saulės grąža-მ განახორციელა.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ნოე რამიშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე მზის ენერგიის ელექტროსადგური გახსნეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მათი ინფორმაციით, აღნიშნული მზის პანელების მეშვეობით ელექტროენერგიის ხარჯი წლის განმავლობაში 23%-ით დაიზოგება.

მზის პანელები - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა

„ყოველწლიურად ხდება შენობებში არსებული მოძველებული ტიპის სანათების ეტაპობრივად ჩანაცვლება თანამედროვე, ენერგოეფექტური სანათებით, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები ისე ხორციელდება, რომ სამშენებლო ობიექტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია და გაზი დათბუნებისა და თანამედროვე აგრეგატების ხარჯზე იყოს მინიმალური“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურებს ამონტაჟებენ>>

პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის კოორდინაციით განხორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0