ეროვნული ბანკი ქართულ კომპანიებში საოპერაციო რისკების შემცირებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
ორწლიანი დაკვირვების შედეგად ეროვნულმა ბანკმა დაასკვნა, რომ კომპანიების მიერ საოპერაციო რისკების მართვაში ხარვეზებია

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს საკრედიტო ორგანიზაციების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ეროვნული ბანკი შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საოპერაციო რისკების შემცირებას, სექტორის უწყვეტ ფუნქციონირებას და კომპანიათა რეპუტაციის ამაღლებას ბაზარზე.

ორწლიანი დაკვირვების შედეგად ეროვნული ბანკი მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიების მიერ საოპერაციო რისკების მართვაში ხარვეზებია და საჭიროა საერთო სტანდარტების შემუშავება.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
საქართველოს ეროვნული ბანკი „ციფრული ფულის“ გამოშვებაზე ფიქრობს

ცვლილებები ძირითადად ითვალისწინებს პროგრამული უზრუნველყოფის, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და ამ პროცესების მიმართ მოთხოვნების დაწესებას. ასევე უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში განისაზღვრება უზრუნველყოფის საგნის (ძვირფასეულობა, ტექნიკა თუ სხვა) მოპყრობისა და შენახვის სტანდარტებიც.  

გარდა ამისა, დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად ზუსტდება რამდენიმე დებულება და წესი, რომელიც შეეხება როგორც ადმინისტრატორებისა და ბენეფიციარების მიმართ მოთხოვნებს, ისე უსაფრთხოების სისტემებს როგორც სესხის გამცემი სუბიექტების, ისე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ დაინტერესებული მხარეებისგან კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 10 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: LE@nbg.gov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0