ტურიზმის და ავიაციის განვითარება: ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილის გეგმები

© photo: Sputnik / Stringerმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ძირითად პრიორიტეტებს შორისაა დაზარალებული მეწარმეების დახმარება და სამუშაო ადგილების აღდგენა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი და უსაფრთხო აღდგენა საქართველოში - ესაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ახალი მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის მთავარი ამოცანა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ხუთშაბათს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
საქართველოში ტურისტების მოზიდვაში მსოფლიოში პოპულარული ბლოგერები ერთვებიან

„კორონავირუსის პირობებში ჩვენი მთავარი მოკლევადიანი ამოცანა იქნება ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების სწრაფი და უსაფრთხო აღდგენა, უწყებების ქმედითუნარიანობის გაძლიერება, შეზღუდვებით დაზარალებული მეწარმეების ხელშეწყობა და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში შექმნილი და პანდემიის შედეგად დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა“, - განუცხადა ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს.

ქვრივიშვილის თქმით, ახალ თანამდებობაზე მას დაევალა ისეთი სტრატეგიული სტრუქტურების კურირება, როგორიცაა ავიაციის სააგენტო, საქაერონავიგაცია, გაერთიანებული აეროპორტები, ტურიზმის ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია.

2021 წლის პირველ ოთხ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 220,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 90,3%-ით ჩამოუვარდება.

ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
რას ელოდება საქართველო სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ – თურნავას პროგნოზი

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის.

ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

ყველა ახალი ამბავი
0