თბილისს კომპლექსი Krtsanisi Resort Residence შეემატება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
ეს უმაღლესი სტანდარტის კომპლექსი საუკეთესო შენაძენი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, განაცხადა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი სამშენებლო პროექტების განხორციელება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საცხოვრებელი პროექტის Krtsanisi Resort Residence-ის პრეზენტაციაზე.

ახალი მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ერთ-ერთ ეკოლოგიურად სუფთა ზონაში – კრწანისში მდებარეობს. კომპლექსის მშენებლობა ხუთი ფაზისგან შედგება. პროექტის ინვესტიცია 200 მლნ დოლარია, რომლის განხორციელებაში 100-მდე კონტრაქტორი კომპანია ჩაერთვება და 1000-მდე მოქალაქე დასაქმდება.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
წლის დასაწყისიდან სახელმწოფომ უკვე 160 მილიონი ლარის ქონება გაყიდა

„ეს საქართველოში ყველაზე მსხვილი დეველოპერული პროექტია და იგი საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახება. ეს პროექტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მთავრობის მხრიდან ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19-მა საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს სერიოზული ზარალი მიაყენა.

Krtsanisi Resort Residence – მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება გოლფის ელექტრომობილებითა და ველოსიპედებით.

„როგორც ჩვენ ინვესტორისგან გავიგეთ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. Krtsanisi Resort Residence გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. სულ მალე კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ“, – აღნიშნა პრემიერმა.

პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ყველა ახალი ამბავი
0