საქართველო სერბეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე კონსულტაციებს მართავს

© Facebook / Ministry of Economy and Sustainable Developmentნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
საქართველოსა და სერბეთს შორის 2019 წელს, კორონავირუსის პანდემიამდე, სავაჭრო ბრუნვამ 8,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა ტატიანა მატიჩმა მადრიდში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეალურ პოტენციალს ნაკლებად ასახავს და არსებობს შესაძლებლობები იმისა, რომ უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებებით.

ტანკერი ფოთის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
ვაჭრობა პლუსებშია: საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 2,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი, კორონავირუსის პანდემიამდე, 8,5 მილიონი დოლარი.

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის - EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან. საქართველომ, Brexit-ის ამოქმედებამდე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა დიდ ბრიტანეთთან და ამავეს ელის ბრიტანული მხარისგან.

მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან უკვე დაიწყო. შეთანხმების ტექსტი უკვე მომზადებულია, ორივე მხრიდან შექმნილია საკონტაქტო ჯგუფები, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის თარიღის განსაზღვრას ელოდებიან. აქტიურად განიხილება იაპონიასთან და აშშ-თან მსგავსი ხელშეკრულებების ხელმოწერის შესაძლებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0