ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად შემცირდა.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,14%-ით გაიზარდა და 100,77 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,58%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა

საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,24%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 3,04% მოგებით 106,21 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,33 პუნქტის ფასით 5,61% მოგებით, ფასი ერთ კვირაში შემცირდა 0,25%-ით. 

მსოფლიო ბანკი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
მსოფლიო ბანკმა საქართველოში მცირე ბიზნესისთვის 85 მლნ ევრო გამოყო

„საქართველოს რკინიგზის“ ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,01%-ით შემცირდა 105,93 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 2,47%-ს.

აქციებით ვაჭრობა

ფასი „საქართველოს ბანკის“ აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში შემცირდა და ერთ აქციაზე 11,1 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 196 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,8–11,3 ფუნტის დიაპაზონში.

კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 5,04%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 6,25 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 503 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,78–6,57 ფუნტის დიაპაზონში.

TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 3,63%-ით შემცირდა 10,86 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 124 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,36–10,9 ფუნტის დიაპაზონში.

ყველა ახალი ამბავი
0