გორში დასაქმების ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerმამაკაცი კომპიუტერთან მუშაობს
მამაკაცი კომპიუტერთან მუშაობს - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ფორუმის ფარგლებში სამსახურის მაძიებლებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გაგრძელდება. 

დასაქმების ფორუმი იმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის“ ფარგლებში. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ღონისძიებას 3 ათასზე მეტი სამუშაოს მაძიებელი გამოეხმაურება. 

მსოფლიო ბანკი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
საქართველო პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად 85 მლნ ევროს მიიღებს

„შიდა ქართლში ფორუმზე მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიებაში 3000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაც საშუალება ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს და უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. ვაკანსიები ძირითადად მომსახურებისა და მრეწველობის სფეროებში იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფორუმის ორგანიზატორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

ანალოგიური ფორუმი მანამდე ბათუმში გაიმართა.

პროექტი ევროკავშირის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0