ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / HENRY NICHOLLSლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად გაიზარდა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,14%-ით გაიზარდა და 100,77 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,58%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა

საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში არ შეცვლილა. ვაჭრობა დაიხურა 2,99% მოგებით 106,38 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,4 პუნქტის ფასით 5,58% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,04%-ით.

დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციები დაფარა

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,07%-ით გაიზარდა 105,9 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 2,58%-ს.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC) 26 აპრილს დაფარა 250 მლნ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები, რისთვისაც გამოიყენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი 217 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი.

აქციებით ვაჭრობა

ფასი „საქართველოს ბანკის“ აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 8,61%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 11,1 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 186 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,32–11,24 ფუნტის დიაპაზონში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამა დაასრულა

კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 3,68%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 5,95 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 144 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,52–5,95 ფუნტის დიაპაზონში.

TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 7,6%-ით შემცირდა 10,48 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 181 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 9,65–10,48 ფუნტის დიაპაზონში.

ყველა ახალი ამბავი
0