„განახლებული რეგიონები“: გამოცხადდა ტენდერები 160 მლნ ლარზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაავტომობილო გზა
საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რვა ტენდერი გამოაცხადა, თითოეულის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალიტეტში 160 მლნ ლარის თანხაზე ტენდერები გამოცხადდა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების გეგმას შეიმუშავებს>>

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ გათვლილია ოთხ წელიწადზე და ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რვა ტენდერი გამოაცხადა, თითოეულის მოცულობა 20 მლნ ლარია.

გასტროტურიზმის პოპულარიზაციის პროექტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
საქართველოში გასტროტურიზმის პოპულარიზაციის პროექტი იწყება

ტენდერების შედეგად განისაზღვრება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

ურბანული განახლების პროექტების მომზადებისას კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ თითოეული რეგიონის მახასიათებლები, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და ობიექტების ფუნქციური დანიშნულება. 

სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს ურბანული განახლების კონკრეტულ პროექტებსა და ობიექტებს, მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. კომისიაში შევლენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები. 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი პროექტები:

  • მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია;
  • მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია;
  • რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა;
  • ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 29 აპრილს საინფორმაციო შეხვედრას გამართავს იმ სამშენებლო და საპროექტო კომპანიებთან, რომლებსაც ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ.

ყველა ახალი ამბავი
0